x
მეტი
  • 12.08.2024
  • სტატია:136482
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510742
როგორ გადავურჩეთ ცხელ ზაფხულს
image


ზაფხულის უკიდურესად მაღალი ტემპერატურა, თამამად შეიძლება შევადაროთ სტიქიურ უბედურებას. სინოპტიკოსებიც აღიარებენ, რომ მსგავსი ძლიერი სიცხე ამ ხანგრძლივობით მართლაც არანორმალურია.


ტატიანა ჩეპასოვამ, პენზას საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სამედიცინო პრევენციის რეგიონული ცენტრის განყოფილების უფროსმა, AiF-Penza– ს მკითხველთა მიერ დასმულ სხვადასხვა შეკითხვებს უპასუხა, თუ როგორ უნდა დავიცვატ თავი ზაფხულის არანორმალურ სიცხეში და რა სახის დიეტას უნდა მივმართოთ.


- 2010 წელს ცხელი ზაფხული საშინლდა მახსენდება, იმ წელს ჩემთან ახლოს გარდაიცვალა ადამიანი, ძალიან მეშინია იგივე ტემპერატურის გამეორების, ხანდაზმულები უფრო ძნელად იტანენ სიცხეს ვიდრე ახალგაზრდები, როგორ შეიძლება, რომ მათ დავეხმაროთ აღნიშნული პრობლემის გადალახვაში?



- მოხუცები იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ არანორმალურად მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით. მათთვის იდეალურია შეიქმნას კომფორტული მიკროკლიმატი ბინაში კონდიციონერის დახმარებით. თუ კონდინციონერის საშუალება არ არის, შეეცადეთ ფანჯრები დაფაროთ სველი თეთრეულით. ხანდაზმულებმა ხშირად უნდა მიიღონ სუფთა სასმელი წყალი. რკომენდირებულია ასევე მწვანე ჩაის მიღება, ასევე მინერალური წყალი გაზების გარეშე.


დაიმახსოვრეთ, უპირატესობა მიანიჭეთ არა გაყინულ წყალს არამედ უბრალოდ ცივ წყალს. უარი უნდა თქვათ ფიზიკურ აქტივობაზე, აუცილებელია არტერიული წნევის რეგულარული მონიტორინგი და ასევე რა თქმა უნდა ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება.


თქვენ უნდა გამოხვიდეთ ღია ფერის ტანსაცმელში, რომელიც დამზადებულია ბუნებრივი ქსოვილებისგან და ატაროთ ღია ფერის თავსაბურავი, ასევე სასურველია ქოლგისა და სათვალის ტარება. საღამოს 7 - საათის შემდეგ გასეირნება სასარგებლო იქნება ორგანიზმისათვის.

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:შალვა თვირიანი 777
შალვა თვირიანი 777
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0