დასვენება საქართველოში სიყვარულით საქართველოდან-გოგონა,რომელმაც წელიწადნახევარში მთელი საქართველო მოიარა 2021, 1 აგვისტო, 10:10 ![]() 31 წლის გოგონას გვამი მთაწმინდაზე რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. შანე ბრუკი საქართველოში თითქმის ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა. იგი ინგლისურს ასწავლიდა სასწავლო ცენტრ-International House-ში( საერთაშორისო სახლი)რომელიც თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მდებარეობს. ამ ხნის განმავლობაში ახალგაზრდა ქალმა თითქმის მთელი საქართველოს შემოვლა მოახერხა, მისი მეგობრები აღნიშნავენ, რომ მას ლაშქრობები და მოგზაურობა უყვარდა. ამას ადასტურებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიც. "ლაშქრობები + ჩანჩქერები + პლაჟები + მოტოციკლები + მიტოვებული სანატორიუმები + ჟანგიანი საბჭოთა აკვადუკი + საუკეთესო მეგობრები + იდეალური მარტოობა + ხეზე ასვლა + იმპროვიზირებული თავგადასავლები + მათ შორის ბევრი გასართობი და სასაცილო ისტორიები ... აი როგორ უნდა დაისვენო ... მადლობა მარკს და ლინას იმისთვის, რომ კარგი დრო კიდევ უფრო გრანდიოზული გახადეს, - წერდა შანე ბრუკი გასული წლის 6 სექტემბერს. ![]() ![]() ![]() 72 4-ს მოსწონს
|