x
მეტი
  • 21.07.2024
  • სტატია:136076
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510325
სიყვარულით საქართველოდან-გოგონა,რომელმაც წელიწადნახევარში მთელი საქართველო მოიარა
imageსამწუხაროდ ავსტრალიელი მასწავლებელის, შანე ბრუკის სიცოცხლე ტრაგიკულად შეწყდა ჩვენს ქვეყანაში 31 ივლისს.


31 წლის გოგონას გვამი მთაწმინდაზე რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს.


შანე ბრუკი საქართველოში თითქმის ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა. იგი ინგლისურს ასწავლიდა სასწავლო ცენტრ-International House-ში( საერთაშორისო სახლი)რომელიც თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მდებარეობს.


ამ ხნის განმავლობაში ახალგაზრდა ქალმა თითქმის მთელი საქართველოს შემოვლა მოახერხა, მისი მეგობრები აღნიშნავენ, რომ მას ლაშქრობები და მოგზაურობა უყვარდა.


ამას ადასტურებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიც.


"ლაშქრობები + ჩანჩქერები + პლაჟები + მოტოციკლები + მიტოვებული სანატორიუმები + ჟანგიანი საბჭოთა აკვადუკი + საუკეთესო მეგობრები + იდეალური მარტოობა + ხეზე ასვლა + იმპროვიზირებული თავგადასავლები + მათ შორის ბევრი გასართობი და სასაცილო ისტორიები ... აი როგორ უნდა დაისვენო ... მადლობა მარკს და ლინას იმისთვის, რომ კარგი დრო კიდევ უფრო გრანდიოზული გახადეს, - წერდა შანე ბრუკი გასული წლის 6 სექტემბერს.

image

გოგონას აგრეთვე გაზიარებული აქვს ბორჯომის ხეობაში გადაღებული ფოტოები.

image

დღეისთვის ცნობილი მხოლოდ ის, რომ ავსტრალიელ ქალს მრავლობითი ძალადობის კვალი ატყვია, სავარაუდოდ მასზე სექსუალურად იძალადეს.არსებული ინფორმაციით, გოგონა ვიდეოკამერებმა ბოლოს 30 ივლისს, თბილისის დროით 15:33 საათზე ვერაზე, სახლიდან გასვლისას დააფიქსირეს. დაახლოებით 1 საათის შემდეგ კი მან WhatsApp-ში მეგობარს დაურეკა და დახმარება ითხოვა. ამბობდა, რომ თავს დაესხნენ."მეგობარს რომ დაურეკა, ისმოდა კივილი, ყვიროდა, გამიშვით ხელიო, " - ამის შესახებ თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ტურისტის მეგობრები ყვებიან.

image

0
72
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0