x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
შორენა ბეგაშვილი ქალიშვილთან ერთად ესპანეთში ისვენებს-სად არის მისი საყვარელი მამაკაცი?
image

აგერ უკვე რამდენიმე დღეა ცნობილი ქართველი სექს-სიმბოლო, მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი ესპანეთში ისვენებს ქალიშვილთან, ევა ბარბაქაძესთან ერთად, მოდელს ფოტოებზე ლოკაციის ადგილად ბარსელონა აქვს მითითებული.



როგორც ცნობილია, შორენას ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე, 2016 წლის 26 მარტს საკუთარი სახლის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა, რის შემდეგაც გოგონას ხანგრძლივი რეაბილიტაციის კურსი დასჭირდა, რომ ისევ ფეხზე დამდგარიყო.ორიოდე წლის წინ შორენა ბეგაშვილმა იუსტიციის სახლიდან განქორწინების საბუთი გამოაქვეყნა, რომელიც ადასტურებდა, რომ ის ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა.. შორენას თქმით, გაყრის ერთ-ერთი მიზეზი იყო სწორედ ევა გახდა-მაშინ, როდესაც ის შვილთან ერთად თურქეთში მკურნალობდა, მისი მეორე ნახევარი მას ყურადღებას არ აქცევდა.



ამის შემდეგ მალევე შორენა ბეგაშვილმა ახალ სიყვარული იპოვა, ის აღმოჩნდა ე.წ. „კანონიერ ქურდი“ ლაშა ბარათელი. შარშან სექტემბერში, სწორედ მასთან ერთად ისვენებდა ესპანეთში, რა დროსაც ფოტოებიც გამოაქვეყნა.



image

უცნობია, ამჯერად შორენა მარტო ქალიშვილთან ერთად ისვენებს ესპანეთში თუ ლაშა ბარათელიც (მეტსახელად "ჭია")თან ახლავს, ყოველ შემთხვევაში მისი მეგობარი მამაკაცი ფოტოებში არ ფიქსირდება. თავად შორენა ბეგაშვილი აქამდე ამტკიცებდა, რომ ლაშა ბარათელის სახით ნამდვილი სიყვარული იპოვა.



ახლა კი გთავაზობთ გლამურ ფოტოებს ესპანეთიდან, სადაც შორენა და ევა ისვენებენ.

image

image

image

image

შორენა ბარსელონამდე, კიევში ყოფილა, სადაც უკრაინული ბორჩიც მიურთმევია, რიგორც ჩანს, შორენა ბეგაშვილმა ბარსელონაში ხამანწკებიც დააგემოვნა, ამის დასტურად ფოტოს აქვეყნებს, "რომ მომკლა ვერ შევჭამ"-უწერს ერთ-ერთი გამომწერი კომენტარში.

image

image

image

image
image




0
959
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
959
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0