საუკუნეების განმავლობაში სიამის ტყუპები გამოცანა იყო ექიმებისა და მეცნიერებისთვის. შუა საუკუნეებში მათ ალქაჯობაში სდებდნენ ბრალს და კოცონზეც კი წვავდნენ. წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ სიამის ტყუპებს, რომლებზეც ბევრი საუბრობდა:
1. ჩენგ და ენგ ბუნკერები
სიამის ტყუპები ჩანგი და ენგი დაიბადნენ ტაილანდში 1811 წელს. 1829 წლიდან ძმები მოგზაურობდნენ მთელს მსოფლიოში და სამედიცინო ლექციებს კითხულობდნენ კიდეც. ჩანგმა და ენგმა ისეთი პოპულარობა მოიპოვეს, რომ "სიამის ტყუპების" განმარტება მეცნიერულ ტერმინად იქნა აღიარებული. საბოლოოდ, ტყუპებმა იყიდეს სახლი ამერიკაში და დაქორწინდნენ კიდეც, რამაც გამოიწვია პურიტანული საზოგადოების აღშფოთების მთელი ნაკადი. ტყუპების ცოლები ასევე იყვნენ დები, თუმცა ჩვეულებრივი, მათ 20 მდე ბავშვი შეეძინათ.
2. დეიზი და ვაიოლეტ ჰილტონები
დები უყურადღებო მშობლებისგან პაბის მეპატრონემ მერიმ იყიდა და საკუთარი გვარი- ჰილტონი მისცა. ქალმა პაბის უკანა მხარეს მოაწყო სპეციალური ოთახი, რათა დამთვალიერებლებს დაენახათ ისინი და მეტი ლუდი შეეკვეთათ. მერის გარდაცვალების შემდეგ ტყუპებზე მეურვეობა მისმა ქალიშვილმა, ედიტმა მიიღო და დედის “მემკვიდრეობა" გააგრძელა, მეტიც, დები აიძულა სცენაზე გამოსულიყვნენ. დეიზისა და ვიოლეტის გათავისუფლების საქმეში მონაწილეობა მიიღო თავად ჰარი ჰუდინიმ, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ამ საქმის მიმართ. მეურვეობისაგან განთავისუფლებული სიამის ტყუპები წავიდნენ ინგლისის გარეუბანში, სადაც სიკვდილამდე ცხოვრობდნენ.
3. ჯაკომო და ჯოვანი ბატისტები
ყოველი მათგანი ცალ ფეხს აკონტროლებდა, ამიტომაც კოორდინაციასთან პრობლემები ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, მათ მსოფლიო შემოიარეს და ტურებით ფულიც დააგროვეს სახლის საყიდლად.
4. მილი და კრისტინ მაკკოები
დები მონობაში დაიბადნენ, 1851 წელს მონების ყოლა ჯერ კიდევ პრესტიჟულად ითვლებოდა, ამიტომაც ისინი ოჯახიდან ოჯახში გადადიოდნენ. საბედნიეროდ, ბოლო მფლობელი, ჯოზეფ პირსონი, კარგი კაცი აღმოჩნდა - მან გოგონებს საშუალება მისცა, სპექტაკლებიდან გარკვეული თანხა დაეტოვებინათ და დედოფალ ვიქტორიასაც კი გააცნო.
5. როზა და ჯოზეფა ბლაჟეკები
მშობლები გოგონებს საზოგადოებას ბავშვობიდანვე აცვენებდნენ, ამით ისინი ოპერაციისთვის აგროვებდნენ ფულს, თუმცა როდესაც საკმარისი თანხა შეგროვდა, დები უკვე საკმარისად დიდები იყვნენ და ოპერაციაც ვერ ჩაატარეს. ამისდა მიუხედავად, დები ბედნიერად ცხოვრობდნენ, როზამ შვილიც კი გააჩინა. 1922 წლის დასაწყისში ჯოზეფა მენინგიტით დაავადდა, რამდენიმე თვეში დაავადება როზასაც გადაედო და ექიმები აქაც ვერაფერს გახდნენ.
6. რადიკა და დუდიკა
ტყუპები ცნობილნი იყვნენ როგორც დები ორისები, ისინი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდნენ კაპიტან კოლმანის გუნდთან ერთად. ის კარგი ადამიანი იყო და რადიკას და დუდიკას უფრო მამასავით ექცეოდა და არა როგორც მესაკუთრე-ექსპლუატატორს. 1902 წელს დუდიკა დაავადდა ტუბერკულოზით. რადიკას სიცოცხლის გადასარჩენად ექიმებმა ტყუპები ერთმანეთს დააშორეს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ დუდიკა ერთი თვის შემდეგ გარდაიცვალა ტუბერკულოზით, მცირე დროის შემდეგ კი მას რადიკაც მიჰყვა.
7. რიტა და კრისტინა პაროდები
სიამის ტყუპების დაბადება საშინელი დარტყმა იყო პაროდების ოჯახისთვის. ღარიბმა იტალიელმა გლეხებმა რამდენიმე წლის განმავლობაში აგროვეს ფული საფრანგეთში გასამგზავრებლად და ექიმების სანახავად, მაგრამ ისინი უძლურნი აღმოჩდნენ. ბავშვობიდან რიტა სუსტი იყო ვერ იტანდა მოგზაურობას, ის გარდაიცვალა ქირურგების მეთვალყურეობის ქვეშ რვა თვის ასაკში. კრისტინა, კი რომელიც ჯანმრთელი იყო, ასევე რამდენიმე წუთის შემდეგ გარდაიცვალა.
8. ელიზა და მერი ჩალმკვისტები
ბიდდენელი გოგონები 1100 წელს შეძლებულ ოჯახში დაიბადნენ - ოფიციალური ვერსიით, ეს არის სიამის ტყუპების ყველაზე ადრეული დოკუმენტირებული შემთხვევა. მშობლები მხარს უჭერდნენ გოგონებს ყველაფერში, რადგან ბევრი ფული ჰქონდათ. 1134 წელს მერი გარდაიცვალა უცნობი დაავადებით. ექიმებმა შესთავაზეს ელიზას ქირურგიული გზით გაყოფა მაგრამ მან უარი თქვა, ამბობდა, რომ ისინი ერთად დაიბადნენ და ერთად უნდა მომკვდარიყვნენ. ტყუპებმა მთელი ქონება ღარიბებს უანდერძეს: მრავალი წლის განმავლობაში პური, ყველი, ღვეზელი და ლუდი ურიგდებოდათ ღარიბებს. 1900-იანი წლების დასაწყისამდე ყოველწლიური ფესტივალი Biddendem Maid კი ტარდებოდა გულუხვი დების საპატივცემულოდ.
9. ვენგერელი დები
ჰელენი და ჯუდიტი მონასტერში დაიბადნენ. ისინი მალევე მიხვდნენ, რომ საკუთარი მდგომარეობით უნდა ესარგებლათ და ევროპაში დაიწყეს მოგზაურობა მუსიკალური შოუებით. გოგონების კარიერა ცუდად დასრულდა, მოწყვეტილმა ქვამ ჯუდიტს თავი გაუტეხა, ჰელენიც დის სიკვდილიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
10. შოტლანდიელი ძმები
შოტლანდიელი ძმების შემთხვევა ერთადერთი დაფიქსირებული ისტორიაა ერთ სხეულზე ორი თავით. ბავშვები თავის მფარველობაში აიყვანა მეფე იაკობ IV-მა. მეფემ ბრძანა ბავშვების საგულდაგულოდ აღზრდა. მოზარდობისას მათ შეეძლოთ რამდენიმე ენაზე საუბარი, კარგად მღეროდნენ და ფიზიკურადაც კარგად იყვნენ განვითარებულნი. ძმები 28 წელი ცხოვრობდნენ და გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალნენ.