x
მიუნჰაუზენის სინდრომი


მიუნჰაუზენის სინდრომი

დამეთანხმებით ტყუილი ყველას გვითქვამს. ზოგჯერ სხვის გასამხიარულებლად, ზოგჯერ კი სხვის გადასარჩენად, როგორც მას ეძახიან “კეთილი ტყუილი’’. ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ბოროტი ტყუილიც გვითქვამს ნებით თუ უნებლიეთ, მაგრამ ტყუილზე, რომელზეც ახლა უნდა მოგიყვეთ ყველა თქვენგანს გააოცებს და აღაშფოთებს.


მიუნჰაუზენის სინდრომი, რომელსაც გამოგონილ აშლილობასაც უწოდებენ მენტალური აშლილობაა, რომლის დროსაც ადამიანი შეგნებულად იგონებს ან ხელოვნურად იწვევს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ დაავადების სიმპტომებსა და ამას აკეთებს არა მატერიალური სარგებლის მისაღებად, არამედ ყურადღების მისაპყრობად. ამ სინდრომის მქონე ადამიანები მანიპულაციის ოსტატები არიან და ზოგჯერ სარისკო ოპერაციებსაც კი არ ერიდებიან მიუხედვად იმისა, რომ კარგად იციან ეს მათ არ სჭირდებათ. ამ სინდრომით შებოჭილები ხშირად უკიდურეს ზომებს მიმართავენ სამედიცინო დახმარების მისაღებად. იღებენ თვითდაზიანებებს, კანს იწვავენ სხვადასხვა სითხეებით, იყენებენ ჭრილობებს, იბინძურებენ მათ. არც ანალიზის პასუხების გაყალბებას ერიდებიან მაგალითისთვის: შარდის ანალიზის ნიმუშში ურევენ სისხლს და სხვადასხვა ნივთიერებებს. ზოგჯერ ისე დამაჯერებლად წარმოადგენენ ორგანოების პრობლემებს, რომ ექიმები ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილებასაც იღებენ. ოპერაციის შემდეგ კი საბოტაჟს უცხადებენ განკურნების პროცესს, მაგალითად იბინძურებენ ჭრილობებს. იღებენ მედიკამენტების გადაჭარბებულ დოზას და ნარკოტიკების გამოყენებით აზიანებენ საკუთარ სხეულს. ასეთ ადამიანებს სულაც არ აშინებთ მტკივნეული ჭრილობები და რთული ოპერაციები. მათთვის მთავარი დაავადების გამოწვევა და შენარჩუნებაა. ამასთან მათ სულაც არ ახარებთ წარმატებული ოპაერაციები.


სინდომის სახელწოდება მომდინარეობს გერმანელი მწერლის რუდოლფ ერიხ რასპეს ცნობილი ლიტერატურული გმირისგან, ბარონ მიუნჰაუზენისგან, რომელმაც გამოგონილი ისტორიებით გაითქვა სახელი. პერსონაჟს პროტოტიპიც ჰყავდა კარლ ფრიდრიხ იერონიმ ფონ მიუნჰაუზენი, რომელიც მე-18 საუკუნეში გერმანიში ცხოვრობდა. რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ის წვეულებებს მართავდა, სადაც რუსეთში გადატანილ დაუჯერებელ ამბებს ყვებოდა საკუთრ თავზე. 1951 წელს რიჩარდ აშერმა პირველად აღწერა გამოგონილი აშლილობის შემთხვევა და სინდრომს მიუნჰაუზენის სახელი უწოდა, რადგან ბარონის მსგავსად, სნდრომით შეპყრობილნიც გამოგონილ, დრამატულ ისტორიებს ყვებოდნენ.


განასხვავებენ სინდრომის რამდენიმე ტიპს.


1.პაციენტები იგონებენ ფსიქოლოგიურ სიმპტომებს -მაგალითად: აღწერენ თითქოს ჰალუცინაციები ქონდათ.

2.იგონებენ ფიზიკურ ტკივილს- მაგალითად ტკივილი გულმკერფის ან მუცლის არეში.

3.რთული ფორმის შემთხვევაში პირი აქტიურად ცდილობს თავის დაავადებას, მაგალითად იბინძურებს ჭრილობებს.


მიუნჰაუზენის სნდრომის განსაკუთრებული ფორმაა “მიუნჰაუზენის სინდრომი მარიონეტული გზით’’. ამ შემთხვევაში დაზარალებული პირი ზიანს არ აყენებს საკუთარ თავს, არამედ სხვას. ძირითადად ესენი არიან დედები, რომლებიც აზიანებენ საკუთარ შვილებს და აავადებენ მათ, შემდეგ ექიმებთან დაატარებენ და თავგანწირვით ზრუნავენ მათზე. ამ შოკისმომგვრელ ქმედებებს ბოროტების ან სადიზმის გამო კი არა, არამედ შინაგანი იძულების გამო სჩადიან.


მიუნჰუზენის სინდრომი რთული და ჯერ კიდევ შეუსწავლელი დარღვევაა. პაციენტების უმეტესობა უარს ამბობს ფსიქოლოგის დახმარებაზე, ამიტომ ზუსტად გაუგებარია რა იწვევს მას, თუმცა დაკვირვების შედეგად შესაძლებელი გახდა სინდრომის წინმსწრები ზოგიერთი ფაქტორის იდენტიფიცირება. ბავშვობაში გადატანილი ემოციური ტრამვა, ბავშვობაში გადატანილი მძიმე ავადმყოფობა, ბავშვობაშ გადატანილი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა. დაბალი თვითშეფაება, პიროვნების აშლილობები.


მიუნჰაუზენის სინდრომის უკან, როგორც წესი პიროვნული აშლილობა დგას. პაციენტები დიდ წინააღმდეგობაში არიან საკუთარ პიროვნულობასთან და იტანჯებიან მწვავე თვითშეფასების პრობლემით. გამოგონილი ისტორიები ეხმარება მათ შექმნან ახალი იდენტობა. როგორც კი ექიმს ეჭვი შეეპარება და აღმოაჩენს სიმართლეს ისინი წყვეტენ მკურნალობას და ექიმთან ურთიერთობას ცრუ იდენტობის დსაცავად, იცვლიან ექიმს და საავადმყოფოს. სტატისტიკის მიხედვით მიუნჰაუზენისსინრომი უმეტესად 20-დან 40 წლამდე ასაკის ქალებს აღენიშნებათ, ხშირად მათ ვინც მედიცინის სფეროში მოღვაწეობს.


სინდრომის მკურნალობა რთულია, რადგან პაციენტების უმრავლესობა არ აღიარებს დაავადების გამოგონებას. ყველაფერი თვითონ პაციენტზეა დამოკიდებული იმ შემთხვევაში თუ ის თანხმდება მკურნალიბას და ქცევით დარღვევას აღიარებს, თერაპია, მაგალითად ცნობიერი ქცევითი თერაპია შეიძლება ეფექტური აღმოჩნდე. მკურნალობის უმნიშვნელოვანესი ასპექტია ფსიქოლოგსა და პაციენტს შორის ნდობის ჩამოყალიბება. წინაღმდეგ შემთხვევაში სინდრომი მკურნალობას ძნელად ექვემდებარება, ხოლო რთულ შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქიატრის ჩარევაც გახდეს სჭირო.

0
74
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ სულეიმანაშვილი
მარიამ სულეიმანაშვილი
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0