სხვა "გარდაიცვლება პოლიტიკოსი - ვხედავ, მას ესვრიან" - რას წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია 2021, 28 ივლისი, 15:56 "ახალი სიტყვა: გარდაიცვლება დიდი პოლიტიკოსი - იტყვიან, რომ მოკლეს, და ეს მართალი იქნება იმიტომ, რომ ვხედავ, მას ესვრიან" - წერს წინასწარეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში და საკუთარ წინასწარმეტყველებათა მცირედ შემოკლებულ ვარიანტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე აზიარებს, რომელსაც თქვენც უცველად გთავაზობთ: " ახალი სიტყვა: გარდაიცვლება დიდი პოლიტიკოსი - იტყვიან, რომ მოკლეს, და ეს მართალი იქნება (ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი — გაგრძელება, ნაწილი 81)2014 წელი, 7 მაისივხედავ, მომავალში რუსული პოლიტიკა დიდ დარტყმას მიიღებს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისგან, ვინაიდან ისეთ სანქციებს დაუწესებენ რუსებს, რომ ეს ნიშნავს მთელი რუსეთის სახელმწიფოს გარდაცვალებას. დიახ, ეს ასეა ასი პროცენტით. ამერიკაში კარგად იციან უკვე, რომ რუსეთი მზადაა, უკრაინაში გაჩაღებული ომი გადატანოს ბალტიისპირეთში და მერე პოლონეთსა და ჩეხეთს მიუკაკუნოს. ასევე ბერლინის კედელიც ააშენოს. კრემლში ფიქრობენ, რომ ამერიკას ნამდვილი ომი არ აწყობს და ვერც დაიწყებს. ასეთი ანალიზი დიდ დარტყმას მიაყენებს რუსეთს. მათი ანალიზები არასწორია! უკრაინა კი იმ პოლიტიკას ატარებს, რასაც ევროპა-ამერიკა კარნახობს. ჯერ უკრაინის ხალხი მართვადია, მაგრამ ხვალ? ხვალ კი, ანუ ახლო მომავალში, რუსეთის მოქმედებები ისე გააგიჟებთ, რომ ყველა — დიდი თუ პატარა — გარეთ გამოვარდება საკუთარი სამშობლოს დასაცავად. აი აქედან დაიწყება ნამდვილი ომები, ამას ვერავინ შეაჩერებს. ვხედავ, ლტოლვილების დიდი კოლონა დაიძვრება რუსეთისკენ. უკრაინელების ლოზუნგია, რომ არცერთი რუსი ეროვნების ადამიანი არ დარჩეს უკრაინის მიწაზე. უკრაინაში არ იქნება არავითარი ავტონომიები. რუსების სამშობლო რუსეთია. ვხედავ, უკრაინა ჰგავს გამწარებულ ფაფარაყრილ ლომს, რომელიც ყველაფერს გაანადგურებს. ფრთხილად! უკრაინა პატარა საქართველო არაა. რუსეთის პრეზიდენტი მალე მიხვდება, რომ ეს ბრძოლა, ანუ ომი უკრაინასთან წააგო. უკრაინა ნელ-ნელა ღონეს იკრებს. გამომდინარე რუსული პროპაგანდიდან, მთელი უკრაინა უკვე ომის მომხრეა. გამწარებული ხალხი უკან არ დაიხევს. ასე რომ, დაყოფილ და დაშლილ უკრაინას ვერ ვხედავ მომავალში. უკრაინა შეინარჩუნებს თავის ტერიტორიებს. უკრაინაში ახალი მთავრობა ყალიბდება, მაგრამ ეს დროებითი მთავრობაა, ვინაიდან მომავალში ვხედავ მოულოდნელი, დიდი ცვილებები იქნება და უკრაინის პოლიტიკა, შექმნილი ვითარება, მოითხოვს ახალ მთავრობას. აი აქედან იწყება უკრაინის ნამდვილი მთავრობის ფორმირება. ქვეყნის პრეზიდენტი იქნება პროდასავლური მიმართულებისა და, რა თქმა უნდა, რუსეთის მიმართ დაუნდობელი, რასაც ძალინ მალე გამოამჟღავნებს. მისი პოლიტიკური ნაბიჯები დიდი დარტყმა იქნება რუსეთის მთავრობისთვის. ევროპაც კი დაფიქრდება, დიდი შეშფოთება და შიში დაისადგურებს მათ პოლიტიკაში. დიახ, ბატონებო, რა პოლიტიკაც გაატარეთ, ის ნაყოფიც მიიღეთ. ისე, ევროპა ყოველთვის თავის თამაშს თამაშობს. თუ დასჭირდა, ზურგსაც შეგაქცევს. ყოველ შემთხვევაში, საქართველოსთან ასე იქცეოდნენ ყოველთვის. თუმცა საქართველოს მომავალი ლიდერი „გიორგი ბრწყინვალე“ დიდ სიურპრიზებს მოუწყობს ევროპას, თავისი ნაბიჯებით დიდ დარტყმას მოაყენებს ევროპულ პოლიტიკას და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აიძულებს მათ პოლიტიკური კურსის შეცვლას საქართველოს მიმართ. დიახაც, საქართველო ანგარიშგასაწევი ქვეყანაა და რუსეთთან ვაჭრობის საგანს აღარ წარმოადგენს მომავალში. ძალიან ბევრი რამ შეიცვლება მსოფლიო პოლიტიკაში, განსაკუთრებით, საზღვრებთან დაკავშირებით. მოხდება ტერიტორიების გადანაწილება. ვხედავ, რუსეთ-უკრაინას შორის არსებული ვითარება მშვენიერ საბაბს აძლევს ამერიკასა და ნატოს, კაპიტალურად დამკვიდრდნენ შავ ზღვაზე — ბათუმი, ფოთი და ასე შემდეგ. ეს დიდი მოვლენაა საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყანა დაცულია არა მარტო რუსული აგრესიისგან, არამედ მეზობელი თურქეთის აგრესისგანაც. აქვე მინდა მივმართო თურქეთსაც: ბათუმს, აჭარას, ვერასდროს მიიღებთ! პირიქით, მოდის დრო, როცა ჩვენს მონასტრებსა და ტერიტორიებს, ქართულ ტერიტორიებს ვიბრუნებთ. ასეთია ნება კოსმოსისა. ამინ! საქართველო და ჩემი ხალხი ყველა სირთულეს გაუმკლავდება, ვინაიდან ღმერთი ჩვენთან არს! ამინ! ხოლო სომხები, თუკი რამ გეგმები აქვთ ტერიტორიებთან დაკავშირებით საქართველოს მიმართ, ვერაფერს მიაღწევევნ.მომავალში ვხედავ, აზერბაიჯანი შეცვლის თავის პოლიტიკას რუსეთის მიმართ და საერთოდ რუსეთის პოლიტიკა კავკასიის ქვეყნების მიმართ არ გაამართლებს. ვხედავ, მთელი ჩრდილოეთ კავკასია გაერთიანდება და ომს გამოუცხადებს რუსეთს. რუსეთი ასი პროცენტით წააგებს. რუსეთი კარგავს კავკასიას და ასევე ვითომ მომხრე ქვეყნებსაც. რუსეთი მარტო რჩება. ვხედავ, საქართველოში — სამაჩაბლოში გავლებულ მავთულხლართებს ერთ დიდ ბურთად შეკრავენ და შუა ცხინვალში დადგამენ. ეს მართლაც შედევრი ძეგლი იქნება, რომელიც ყოველთვის შეახსენებს ქართველებს, რომ კეთილი მეზობლები არ არსებობენ და ყოველთვის მზად უნდა იყვნენ სამშობლოს დასაცავად. ამის საშუალება კი საქართველოს მომავალში ყოველთვის ექნება. ჯავახეთი აუსრულებელი ოცნებაა რუსეთისთვისაც და სომხეთისთვისაც, ვინაიდან თურქეთი დიდ წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთს. ამიტომ ეს რუსული გეგმა, ანუ ჯავახეთის ოკუპაცია, რომელიც პირდაპირ ურტყამს თურქეთის პოლიტიკას, არასდროს განხორციელდება. მომავალში რუსეთს აღარ ექნება იმისი ძალა, რომ ბოლომდე დაიპყროს საქართველო, რაც მთელი კავკასიის დაპყრობას ნიშნავს. ვხედავ, დაიწყება რუსი ვითომ მესაზღვრეების გატაცებები — მოიტაცებენ ჯერ ერთს, მერე მეორეს და ა.შ. ატყდება ერთი ამბავი. ქართველებს კი დააბრალებენ, მაგრამ ვერ დაუმტკიცებენ. რუსი ჯარისკაცების გაქრობა კი გაგრძელდება. დიახ, ვხედავ, სამაჩაბლოს ირგვლივ შავი მაგიური წრე იკვრება. ეს იმას ნიშნავს, რომ კოსმოსი ემზადება მათ დასასჯელად, ვინც ქართულ მიწაზე შემოიჭრა და ცდილობს მთელი საქართველოს განადგურებას.მესმის კოსმოსიდან გამოძახილი, ხმა:„ფრთხილად, ადამიანებო! მე ვარ ყველაფრის დასაწყისი და დასასრულიც. მე შეგქმენი და ხორცი შეგასხი, მოგეცი ყოველი სიკეთე და ენერგია, მაგრამ არა იმისთვის, რომ შენ, პაწაწინა არსებავ, ჩემი სახლი დაარბიო და გააცამტვერო. ფრთხილად! მოვდივარ ცეცხლითა და მახვილით და აღგგვით მე თქვენ მიწის პირისაგან სამუდამოდ. მოგივლენთ დიდ ჭირსა და გაჭირვებას და ერთი დარტყმით გგანადგურებთ. ბევრჯერ გაგაფრთხილეთ, არ შეხებოდით ჩემს სახლს, რომელსაც საქართველო ჰქვია, არ შეხებოდით კოსმოსიდან გამოგზავნილ შეუფასებელ ინფორმაციებს. ამიტომაც დაისჯებით. კოსმიურ სანაგვეზე აღმოჩნდებით და აღარასდროს განმეორდებით. გესაუბრებათ ანგელოზი და არ გესმით! თქვენთან არის და ვერ ხედავთ! მაშინ ანგელოზი, წარმოგზავნილი თქვენს დასახმარებლად, ზურგს შეგაქცევთ და წავა. და ჩამოწვება სიბნელე, საიდანაც ვეღარ გამოხვალთ. ყველაფერი იბადება და კვდება კოსმოსის ნებით. რაც ხდება და უნდა მოხდეს, კოსმოსში წყდება და არა დედამიწაზე.თქვენ ხართ შექმნილნი კოსმოსის მიერ, და გამომდინარე თქვენი საქციელიდან, მიიღებთ პასუხს, რომელსაც იმსახურებთ. ამინ!“ვხედავ, ადამიანები მაინც ვერ შეიგნებენ ბოლომდე კოსმოსის როლს, მის მნიშვნელობას. ამიტომ მოსახდენი მაინც მოხდება. ვხედავ, რუსეთში დიდი არეულობები დაიწყება. მოსკოვს ძალიან გაუჭირდება. არის უმუშევრობა, კორუფცია, იწყება დიდი ეკონომიკური კრიზისი. ვხედავ, იქ მცხოვრები მუსლიმები დაიწყებენ გამოსვლებს, მოაწყობენ დიდ მიტინგებს ლოზუნგებით: „ჩვენ ვიჩაგრებით“, „ჩვენ გვდევნიან“ და ა.შ. ეს ძალზე სერიოზული ამბოხებაა, ვხედავ. რუსეთის მთავრობის პასუხი კი მოკლე იქნება: ქვეყანა მუსლიმებისგან უნდა დასუფთავდესო და დაიწყება მათი გასახლება. 1937 წელი დაბრუნდაო, ასე იტყვის ხალხი. ეს იქნება რუსეთისთვის დიდი დარტყმა, ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი მის ისტორიაში. თუმცა, საბოლოო ჯამში, რუსეთი მოიგებს ამ ბრძოლას. მაგრამ მთავრობა დიდ შეცდომებს დაუშვებს, მათი არასწორი პოლიტიკა დიდ კატასტროფას მოუტანს ხალხს და ქვეყანას.კიდევ კარგი, რომ კეთილი ბოლო დავინახე. ამინ!2014 წელი, 19 მაისიმომავალში ვხედავ ამერიკისა და ჩინეთის დაპირისპირებას. ამაზე რუსეთი მუშაობს. ანუ, რახან მას უკრაინასთან ომი აქვს დღეს, ცდილობს, ამერიკაც ჩაებას ვინმესთან ომში თუ არა, პოლიტიკურ ბრძოლაში მაინც. ასეთი სირთულე კი შტატებს ჩინეთთან აქვს. მაგრამ ეს ყოველივე სულ სხვა სახეს ღებულობს. პეკინი მოსკოვისგან ელის იმ საკითხების დაკმაყოფილებს, რომლებმაც უნდა განაპირობოს მისი სამომავლო პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით. ეს უფრო მიწებს შეეხება. ჩინეთის მთავრობა კარგად ხედავს რუსეთის უსუსურობას დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაში და იწყებს თამაშს — ორმაგ თამაშს, რათა სამაგიეროდ რუსეთს მოსთხოვოს ყველაფერი, რაც, ასე ვთქვათ, მოესურვება. მაგრამ ჩინეთი საბოლოოდ ამერიკა-ევროპის წინააღმდეგ არ წავა. რუსეთის მთავრობამ ეს კარგად იცის, მაგრამ სხვა გზა არ აქვს.. ვიმეორებ, რომ ჩინეთი არასდროს წავა ამერიკა-ევროპის წინააღმდეგ. ჩინეთმა რუსეთის პოზიცია რომ გაიზიაროს უკრაინის მიმართ, გამოვა, რომ ის მხარს უჭერს სეპარატიზმს. ამ დროს კი თავად აქვს მსგავსი პრობლემა ტიბეტის სახით. ამიტომ პეკინი მოსკივთან არანაირ გარიგებაზე არ წავა, რაც რუსეთს ძალიან გააღიზიანებს, განსაკუთრებით, ენერგორესურსების ხაზით. გაზს რუსეთი თუ აჩუქებს, თორემ ის ფასები, რაზეც ლაპარაკია და გარიგება სურს ჩინეთს, სასაცილოა. მომავალში რუსეთის გეგმები ჩიხში მოექცევა. ეს რუსეთისთვის დიდი დარტყმა იქნება — ძლიერი ეკონომიკური დარტყმა. ისე ჩანს (და ასეც არის), რომ რუსული გაზი არავის სჭირდება. ამიტომ მოსკოვს ძალიან დიდი სირთულეები შეექმნება და იძულებული გახდება, რომ ევროპასთან და ამერიკასთან მოლაპარაკებები აწარმოოს. ეს აუცილებლად ასე მოხდება მომავალში. რუსეთის მთავრობა ტონს შეარბილებს, ვინაიდან მათი ეკონომიკა ნულს ქვემოთ ეცემა, ხოლო საბანკო გადახდის სისტემების (VISA და Mastercard) გასვლა ქვეყნიდან საერთოდ გაანადგურებს მას. მოკლედ, რუსეთმა სამარე ამოითხარა.„ვიზა“ და „მასტერქარდი“ კი აუცილებლად გავლენ რუსეთიდან. ერთადერთი, რაც მათ შეაჩერებს, ეს არის რუსეთის პრეზიდენტის მიერ ნათქვამი ერთი წინადადება, რომ თანახმაა წავიდეს მოლაპარაკებებზე, რომ პოზიციებს თმობს.როგორც წარსულში ვთქვი, უკრაინა არ არის პატარა საქართველო, ის ძალიან დიდი ლუკმაა, რომელსაც რუსეთი ვერ გადაყლაპავს.პუტინის მიერ უკრაინის მიმართ დაწყობილ გეგმებში იყო ძალიან დიდი შეცდომები, რაც წააგებინებს კიდეც ომს უკრაინაში. ისე არაა, როგორც ეგონა პუტინს, რომ ლამის მთელი უკრაინა მხარს დაუჭერდა და რუსეთს არჩევდა დასავლეთს. ეს ზღაპარია. რუსეთმა იმ პოლიტიკით, რომელიც გაატარა უკრაინაში, დასაბამი მისცა უკრაინის რუსეთისგან გამოყოფასა და ევროკავშირში შესვლას. ამას გარდა, პარალელურად გადაწყდება სხვა ბევრი ისეთი საკითხიც რუსეთთან მიმართებაში, რომელთაც უკრაინის ომამდე ამერიკა და ევროპა ვერ წყვეტდნენ. რუსეთი ულტიმატუმებს ვერ წაუყენებს ამერიკას. ის წაგებულ პოზიციაშია, ეკონომიკა თავზე აქვს დამხობილი და ამიტომ შერბილებულ პოლიტიკას მიმართავს. პარალელურად ვხედავ, ევროპიდან როგორ შედის ახალი ტანკები უკრაინაში. დაიმახსოვრეთ, მომავალში უკრაინა ერთ-ერთი ძლიერი დასაყრდენი ბაზა იქნება ნატოსთვის.პოლიტიკური სიტუაცია უფრო მეტად დაანახებს რუსეთს, რაოდენ დიდი შეცდომა დაუშვა. უკრაინელი ხალხი არ პატიობს რუსეთს ღალატს. დიახ, მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთმა სლავებს უღალატა. ამ შუღლსა და მტრობას საუკუნეებიც ვეღარ გადარეცხავს უკვე. დღეს მსოფლიო შეჰყურებს დიდ პოლიტიკურ ომს დიდ სახელმწიფოებს შორის. სხვა არაფერი აინტერესებთ, გარდა უკრაინა-რუსეთი-ევროპა-ამერიკის თემისა. კავკასია კი, ვხედავ, მომართულია, რათა რადიკალურად შეცვალოს რუსული პოლიტიკა. მოკლედ რომ ვთქვა, ყველა თავისი სახლის — ანუ ქვეყნის დასაცავად გამოვა. საქართველოს მთავრობასა და პარლამენტში ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება. სულ სხვა პოლიტიკური მდგომარეობა შეიქმნება საქართველოში. ეს არჩევნები, ეს პოლიტიკური თამაშები ხალხს არ აინტერესებს. რაც, ცოტა არ იყოს, საშიშია, ვინაიდან ხალხი დაუკმაყოფილებელია. უკმაყოფილებას კი, მოგეხსენებათ, რაც მოსდევს. თუმცა ომებს არ ვხედავ. ყველაფერი რბილად გადაგორდება და სცენაზე სულ სხვა, ახალი სახეები გამოჩნდებიან. ეს ახალი სახეები, ასე ვთქვათ, არაპოლიტიკოსები, მაგრამ დიდი პოლიტიკოსები არიან, რაც საქართველოს ძალიან სჭირდება. აი აქ იწყება ნამდვილი, დიდი პოლიტიკური თამაში, ანუ ისინი მსოფლიო პოლიტიკაში ჩაერთვებიან და ხალხი იხილავს ნამდვილ პროფესიონალებს.ძალიან დიდი დრო დასჭირდა საქართველოს, სანამ აქამდე მივიდოდა, მაგრამ როგორც ნათქვამია, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ვხედავ, ევროკავშირში საქართველოს დროშა ფრიალებს! კავკასიონი კიდევ ბევრ გვირაბს გადაკეტავს და მიწას წააყრის (ეს მრავალი წლის წინ მაქვს ნათქვამი). ვხედავ, რელიეფი იცვლება, მაგრამ ეს ცვლილება კიდევ უკეთ დაიცავს საქართველოს საზღვრებს — ისე, რომ იქ სასაზღვრო ჯარის ჩაყენებაც არ დაგვჭირდება! ამ ყველაფერს კოსმოსი აგვარებს. რაც უნდა იძიონ გეოლოგებმა, მკვლევარებმა, პროფესორ-აკადემიკოსებმა, პასუხს მაინც ვერ მოძებნიან. იმიტომ რომ წესით ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ მოხდება. დარიალის შემთხვევა არის დასაწყისი ამ რელიეფური ცვლილებისა.ჩრდილოეთ კავკასიაში დიდი წყალდიდობები, მეწყრები ბევრ სოფელსა და ქალაქს წაიღებს. რას იზამ, ბუნებაში ყველაფერი კანონზომიერია. ნახავთ, როგორ შეიცვლება ყველაფერი. ელოდეთ სიურპრიზებს.2014 წელი, 7 ივნისიის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ატარებს კავკასიაში – ვიმეორებ მრავალჯერ დანახულს – ძალიან ცუდად მიუბრუნდება უკან. არასერიოზულად ეკიდებიან კავკასიას, იქ მცხოვრებ ადამიანებს. რუსეთს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ისინი ფეხზე ჰკიდია.უკრაინასთან ახლა ომი მიმდინარეობს, მაგრამ მომავალში უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსულენოვან მოსახლეობას არ ვხედავ. ისინი გავლენ რუსეთში უწყვეტად და დაბრუნებას არც იფიქრებენ. ასეთი გეგმა ნამდვილად არ აწყობს რუსეთის მთავრობას. მათი გათვლითა და ანალიზებით, აღმოსავლეთ უკრაინის რუსულენოვანმა მოსახლეობამ უნდა იმოქმედოს ყირიმის მსგავსად. მაგრამ ეს ასე არ მოხდება.როგორც ქართველები გამოაძევეს საკუთარი მიწებიდან — აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან — და საკუთარ სახლში მძევლებად აქციეს, ისე უხდის ახლა ღმერთი რუსეთს სამაგიეროს. დიდი დარტყმა ელით წინ.რუსული პოლიტიკა დიდ ჩავარდნას განიცდის უკრაინასთან მიმართებაში. იგი ამ პოლიტიკურ თამაშსა და ომს წააგებს ასი პროცენტით. ვხედავ, უკრაინა განალაგებს საჰაერო რაკეტებს რუსეთის საზღვრებთან. განაცხადებენ, რომ ეს საჭიროა თავდაცვის მიზნით, ვინაიდან რუსეთის აგრესიის, ომისა და ყირიმის ოკუპაციიის ფონზე, უკრაინა არაფრისგან არაა დაზღვეული, ყველაფერი სახეზეა, ასე რომ, ეს ყოველივე უკრაინელი ხალხის დაცვააო. იარაღითა და სამხედრო ტექნიკით უკრაინას ამერიკა და ნატო მოამარაგებენ. რუსეთი კი ახმაურდება, მაგრამ ევროპა-ამერიკას ეს არ აინტერესებს. ისინი ფეხებზე იკიდებენ რუსეთის ინტერესების შელახვას. იქნება დიდი დებატები და რუსეთი ისევ წააგებს. ასეა, ბატონებო, უკრაინა პატარა საქართველო არაა.უკრაინა, ვხედავ, გამალებული ტემპით იარაღდება და ეს შედის პირველ რიგში დასავლეთის — ევროპის ინტერესში. აქ კი, რასაც რუსეთი არ ელოდება, გერმანია იაქტიურებს ყველაზე მეტად. ეს რაკეტები რამდენიმენაირია. ვხედავ ბირთვულ რაკეტებს პოლონეთის საზღვრებზე, უკრაინის საზღვრებზე და ეს ყველაფერი რუსეთისკენ არის დამიზნებული.დღეს საქართველოს პოლიტიკა საკმაოდ არეულია და მისი დალაგება მოითხოვს დიდ ცვლილებებს. ეს არის მთავრობის დათხოვნა და ახალი პარლამენტი, რასაც, ვხედავ, ხალხიც მოითხოვს. იქნება დიდი გამოსვლები. ეს ის მასაა, ბატონებო, ვისაც ანგარიში უნდა გაეწიოს. ახალგაზრდა პოლიტიკური ძალები გაერთიანდებიან, იწყებენ მოქმედებებს და მთელ ქართულ პოლიტიკას 180 გრადუსით შეცვლიან. ამ ძალას ვერავინ მოერევა!რუსული პოლიტიკა ასევე წააგებს საქართველოსთანაც. მოუწევს რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების — აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება. და ეს ასე მოხდება ახლო მომავალში. საერთოდ, მრავალჯერ აღვნიშნე წარსულში, რომ რუსეთი დაკარგავს არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ კავკასიას. კრემლის არასწორი პოლიტიკა ურთულეს მდგომარეობაში ჩააყენებს რუსეთს, გამოსავალი კი ნულის ტოლი იქნება. ვერც აგიტაცია-პროპაგანდა უშველის რუსეთს და ვერც მისი ენერგორესურსები. ამაში ამერიკის როლი, რა თქმა უნდა, დიდია, რომლის გეგმაც ერთია: რუსეთის დაშლა! მთავარი კი მაინც რუსეთის პრეზიდენტის მოშორებაა. უკრაინასთან ომი რუსულ პოლიტიკას თითქმის გაანადგურებს. ის თამაში, რუსეთი რომ აცხადებს, ჩვენ არაფერ შუაში ვართ ამ ომშიო, მთელ მსოფლიოს აღიზიანებს. ჰოდა, ვხედავ, რომ არც ევროპა და არც ამერიკა არაფერს დაუთმობენ რუსეთს და ბოლომდე კუთხეში მიიმწყვდევენ და ნახავთ, თუ როგორ მოისვრიან პოლიტიკურ სანაგვეზე. სხვათა შორის, ეს ყოველივე საქართველოზე და მის პოლიტიკაზე დადებითად აისახება. ჩვენ დავიბრუნებთ ტერიტორიებს. ლტოლვილები თავიანთ სახლ-კარს დაუბრუნდებიან. ამინ!!! ეს ყველაფერი, ჩემო საყვარელო ქართველებო, ძალიან ახლოსაა. ევროპისკენ აღებულ კურსს ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს — განსაკუთრებით კი რუსეთი, ვინაიდან მას სხვა ომები ექნება მოსაგები. ახლა რუსებს მოუწევთ საკუთარი ტერიტორიების დაცვა. ვხედავ, რუსეთში ხალხი გარეთ გამოდის. ისინი მოითხოვენ მთავრობის გადადგომას, და ვხედავ, რომ მათ ვერაფერი შეაჩერებს. ამინ!2014 წელი, 25 ივლისიმსოფლიოში პოლიტიკური დაძაბულობა კულმინაციას აღწევს. თუმცა ვხედავ, რომ წამყვანი ქვეყნები რუსეთისთვის არაფრის დათმობას არ აპირებენ. უკრაინაში ომია, მაგრამ ევროპა მზადაა ომისთვის, თუ რუსეთმა გაბედა და დაარღვია შეთანხმებები. ვხედავ, რუსეთის პრეზიდენტს ძალა აღარ შესწევს, უკრაინას ვერაფერს უხერხებს, ვერ ერევა. რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ ამბიციებს შეეწირება. ამერიკა და ევროპა უკან არ დაიხევენ. სანქციებს განაგრძობენ და ყველა შეთანხმების შესრულებას მოსთხოვენ რუსეთის პრეზიდენტს, მათ შორის, საქართველოს მიმართაც — დიახ, საქართველოს ჩათვლით! რუსეთის ჯარმა უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორიები და ასეც მოხდება ასი პროცენტით მომავალში. ეს ყველაფერი ძალიან ახლოსაა.რუსეთი ვერ გაუძლებს სანქციებს. რუსეთის პრეზიდენტმა მთელ მსოფლიო დაიპირისპირა. დასამარებული ოპოზიციაც თავს წამოყოფს. იქნება დიდი მიტინგები მთავრობის წინააღმდეგ. ამას ვეღარ შეაჩერებს პრეზიდენტი. ძველი დრო წავიდა. ხალხს ვეღარაფერი შეაჩერებს. ვხედავ, აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებმა რუსმა მოსახლეობამ საკუთარ თავს თვითონ გამოუტანა განაჩენი. ისინი ფიქრობენ უკრაინის მიწების მიტაცებას ისე, როგორც ეს გააკეთეს საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ისინი მალე დატოვებენ უკრაინასაც და საქართველოსაც. რუსეთს სირთულეები შეექმნება ასევე შავ ზღვაზე თურქეთის სახით. პირველობა აქაც გამორიცხულია. თურქეთი არ დაუთმობს რუსეთს. მეტიც, რუსულ სამხედრო გემს, ვხედავ, ცეცხლს გაუხსნიან. ეს ძალიან საშიში პერიოდი იქნება რუსეთისთვის. თურქეთმა ძალიან კარგად იცის რუსეთის ტაქტიკა მოქმედებებისა და არაფერს დაუთმობს — პირდაპირ ომზე გადავა, თუ დასჭირდა. ასეთი მოქმედებები თურქეთის მხრიდან რუსეთს ძალიან აშფოთებს და თავის ხისტ პოლიტიკას შეცვლის თითქოს მეგობრული ურთიერთობებით. შავ ზღვაზე ორი დაუძინებელი მტერი ერთმანეთს ჩაუსაფრდება. რუსეთი პოზიციებს დათმობს, ვინაიდან თურქეთთან ომი ნამდვილად არ აწყობს. მომავალში კიდევ უფრო დიდი სიურპრიზები ელის მსოფლიოს. ეს არის რუსეთ-ჩინეთის ომი. რასაც ვხედავ, ეს ძალზე სერიოზულოია. ჩინეთი ძალიან თავხედურად იქცევა და დროა, ჭკუა ვასწავლოთო, იტყვიან კრემლში. რუსეთი, როგორც ყოველთვის, უკან არ დაიხევს. ომი — ეს მათი საყვარელი სვლაა მსოფლიო პოლიტიკაში. მოხდება დიდი შეტაკებები რუსეთ-ჩინეთის საზღვარზე. ძალთა თანაფარდობა თითქმის თანასწორი იქნება, თუმცა რუსეთს მაინც უფრო გაუჭირდება. ეს ნამდვილად არ იქნება ყირიმის ვარიანტი. ეს ის ძალაა, რომელსაც რუსეთი ნამდვილად ვერ მოერევა. „ჩვენ ვითხოვთ იმ მიწებს, რომლებიც ჩინეთს ეკუთვნის, რომელიც რუსეთმა მიითვისა და დროა დავიბრუნოთ!“ — განაცხადებს ჩინეთის მთავრობა. ეს ომი, დიახ, ომი, დიდი დარტყმა იქნება მსოფლიო პოლიტიკისთვის. რუსეთს პრეზიდენტებში არ უმართლებს. ეს ასეა! რუსეთი ვერ შეძლებს საბჭოთა კავშირის აღდგენას. რუსეთი ძლიერი სახელმწიფო იყო მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი არსებობდა. ის 15 რესპუბლიკის ხარჯზე იყო ძლიერი და ეს ფაქტია. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ კრემლის მიერ გატარებული პოლიტიკა წააგებს, ვინაიდან რუსეთი მთელ მსოფლიოს დაიპირისპირებს. ვხედავ, მომავალში რუსეთი არა მარტო წააგებს კავკასიაში, არამედ დატოვებს კიდევაც ამ ულამაზეს მხარეს, რომელსაც დიდი ენერგიები იცავს. კოსმოსი არ დაუშვებს, რომ რუსეთმა გაანადგუროს კავკასია. მით უმეტეს, რომ კავკასია ევროპა-ამერიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.2014 წელი, 21 ნოემბერივხედავ, მუშაობენ „ფეისბუქის“ ახალ ვერსიაზე, რომელზე წვდომაც ექნებათ მხოლოდ მათ, ვინც შესაბამის გადასახადს გადაიხდის. ამას კი საშუალო და დაბალი ფენის წარმომადგენლები ვერ შეძლებენ. და ეს ცუდი სულაც არ არის, ვინაიდან ამ ფენას ისედაც არ უნდა ეცალოს ინტერნეტით გართობისთვის. მათ მთელი ძალა უნდა მიმართონ საკუთარი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. გარდა ამისა, სოციალურმა ქსელებმა დიდი ზიანი მიაყენა ადამიანებს; იმდენად დიდი ზიანი, რომ ფსიქიკა ლამის მოუშალა. ინფორმაციები, რომლებიც ვრცელდება ინტერნეტით, ძაბავს და ღრმა დეპრესიაში ყრის ხალხს. ადამიანები თვითმკვლელობამდეც კი მიდიან, ვინაიდან მოდის დიდი უარყოფითი ენერგეტიკა, რომელიც მთელ სივრცეს იპყრობს. არცერთი პროცენტი აღარ რჩება პოზიტივისა ამ ქაოსში. არის ლანძღა-გინება, შეურაცხყოფა… და მთელი ეს სიტუაცია ჯოჯოხეთს ჰგავს. ამიტომ, ვიმეორებ, რომ კარგია, რაც ამ მიმართულებით მოხდება. ინტერნეტი სჭირდებათ იმათ, ვინც მუშაობენ პოლიტიკასა და ბიზნესში. მეტი ლამის არავის. ერთი სიტყვით, ის უნდა მოიხმარონ იმ ადამიანებმა, რომლებიც სჭირდება სახელმწიფოს. ინტერნეტი (სოციალური ქსელები) არ არის ის, რაც მოგცემთ უზრუნველ ცხოვრებას. ანუ, ხატოვნად რომ ვთქვათ, არ არის ის ვენახი, რომელიც ყურძნის უხვ მოსავალს მოიტანს. ეს არის ნერვიული სისტემის მოშლა, რაც მასიურ სახეს მიიღებს. ეს მსოფლოის ძალზე შეაფიქრიანებს და მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ვიწინასწარმეტყველე. ახლა თითქოს წარმოუდგენელია, რომ მოვლენები გადავიდეს იმ რელსებზე, რომელიც მე ვიწინასწრამეტყველე, მაგრამ ეს ასი პროცენტით ასრულდება. დღეს დედამიწას ძალიან უჭირს, გლობალური პოლიტიკა თითქოს ჩიხშია. ამიტომ ვხედავ, რომ წამყვანი სახელმწიფოები უსერიოზულეს ნაბიჯებს დგამენ. რუსეთის პრეზიდენტს უჭირს და კიდევ უფრო გაუჭირდება, ვინაიდან უკვე ისინიც აუმხედრდებიან, ვინც ჩუმად იყვნენ. რუსეთი ძალიან დასუსტებულია. ამერიკა სანქციებს არ მოუხსნის რუსეთს, ვინაიდან რესპუბლიკელები უტევენ... რუსეთის პრეზიდენტს ძალიან ეშინია, ვინაიდან იცის, რომ რესპუბლიკელები — დიახ, ბატონო, დიახ, — ომის მომხრენი არიან. მათ ბევრი ლაპარაკი არ უყვართ და ზუსტადაც რომ დაარტყამენ რუსეთს. ამერიკა ძალიან ღიად თამაშობს თავის საგარეო პოლიტიკას, შეაქვს დიდი რაოდენობით იარაღი ევროპაში, განსაკუთრებოთ ბალტიისპირეთის ზოლზე და ასევე შავი ზღვის ზოლზეც. ვხედავ, როგორ გადმოლახავენ ამერიკული სამხედრო გემები ბოსფორის სრუტეს და განლაგდებიან საქართველოში. ასევე ყირიმთან ახლოს. ვხედავ, მოულოდნელად ატყდება დავა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის საკითხზე. ამერიკა მოსთხოვს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები კავკასიიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ მოახლოვდა დრო, როცა რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველო. წავა დიდი გარჩევები ევროსაბჭოში და დიდი ბრძოლები სამაჩაბლოსა და აფხაზეთისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ სომხეთი დროს იხელთებს (აქ ნათლად ჩანს რუსეთის უსუსურობა) და დაიწყება დიდი გამოსვლები. ვხედავ ლოზუნგებს: „რუსებო, წადით სომხეთიდან!“ რუსეთი ერთს გაიფართხალებს, რომ ყარაბაღის ომი ისევ წამოწიოს, მაგრამ აზერბაიჯანი დიდსულოვნად იტყვის უარს ომზე. ანუ გაჩუმდებიან. ეს ყველაფერი ამერიკელი რესპუბლიკელების ნამოქმედარი იქნება და ასეც იტყვიან თავად რუსეთის მთავრობაში. ასე რომ, რუსების მიერ კავკასიაში ჩადებული ნაღმები ვერ ამოქმედდება. შეგახსენებთ: რუსები საკუთარი საზღვრების დასაცავად გაიქცევიან და საკუთარი ხელით დაგვიბრუნებენ სამაჩაბლოსა და აფხაზეთს (1992 წლის წინასწარმეტყველება). ვიმეორებ: საქართველოში ავტონომიები აღარ იქნება. საქართველო მომავალში ერთიანი, ძლიერი და დემოკრატიული ევროპული ქვეყანაა. ასრულდება უამრავი წინასწარმეტყველება საქართველოსა და ნატოს ურთიერთობაზე წარმოთქმული. ქართულ პოლიტიკაში ძალიან დიდ ძვრებს ვხედავ. ძველი სახეები გაქრებიან. მოდიან ჭკვიანი „მეცნიერები“, მცოდნენი თავისი საქმისა და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენენ. პირველი, რაც ყველაზე მეტად მაღელვებს და მახარებს, ეს ის ხედვებია, რომლებიც სოციალურად დაუცველებს ეხებათ. გაუმჯობესებულ პირობებს ვხედავ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ლტოლვილები დაუბრუნდებიან თავიანთ ადგილებს სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. განათლების ხარისხი აუცილებლად აიწევს. ვხედავ კაც მინისტრს, რომელიც დიდ გადატრიალებას მოახდენს ქართული განათლების სისტემაში. ეს უმნიშვნელოვანესი თემაა პატარა ქართული სახელმწიფოსთვის, რომელიც ძალიან ბევრ რამეს შეცვლის. ასევე დიდი ცვლილებები მოხდება სოფლის მეურნეობაშიც. პარლამენტი ისევ თბილისში რჩება. ქუთაისის შუშის პარლამენტი თითქმის იშლება, ფრთხილად! ანუ დაიშლება. დაიწყება დიდი მშენებლობები იმერეთში, ქართლ-კახეთში… ქართული მოსახლეობა აუცილებლად დაკავდება სამუშაოთი და უამრავი ოჯახი ამოისუნთქავს. კვლავ ვხედავ ქართული ჯარის მოძლიერებას, რასაც განაპირობებს ნატოს ბაზების აშენება-განთავსება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ქართული არმია იქნება ერთ-ერთი ყველაზე მომზადებული და ძლიერი მთელ კავკასიაში. მინისტრად ვხედავ ამერიკელს, რომელიც ქართულად კარგად ლაპარაკობს. ეს ის კაცია, რომელიც ქართულ ჯარს სჭირდება.სხვათა შორის, გარდაიცვლება დიდი პოლიტიკოსი. იტყვიან, რომ მოკლეს. და ეს მართალიც იქნება, იმიტომ, რომ ვხედავ, მას ესვრიან. სასიკეთო ცვლილებები ელის საქართველოს. დღევანდელობა წარსულად დარჩება, ახალი კი მოიტანს ახალ სიცოცხლეს საქართველოში და ჩემი ხალხი, ჩემი ქვეყანა გადარჩება! (გაგრძელება იქნება)" - წერს ლელა კაკულია.971 შეფასება არ არის |