x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138436
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512070
405 დღე წყნარ ოკეანეში - გადარჩენილ მეთევზეს კანიბალიზმში ადანაშაულებენ

ძალიან ბევრი ისტორია გვაქვს გადარჩენის შესახებ მოსმენილი ან წაკითხული, თუმცა ეს გადარჩენის ისტორია სხვებისგან ნამდვილად განსხვავდება. ხოსე სალვადორ ალვარენგამ, რომელიც 405 დღის განმავლობაში ოკეანეში იყო მოქცეული, გადარჩენა მოახერხა, თუმცა მასთან ერთად მყოფი მეგობრის გაუჩინარება სიტუაციას ართულებს და ალვარენგას კანიბალიზმში ადანაშაულებენ. რა მოხდა სინამდვილეში? წარმოგიდგენთ სტატიას the guardian -დან...




image








2012 წლის 21 დეკემბერს მექსიკელმა მეთევზემ, ხოსე სალვადორ ალვარენგამ თავის მეგობართან, ეზეკიელ კორდობასთან ერთად ელ სალვადორის სანაპიროებიდან 7 მეტრიანი ნავით გაცურა. როგორც წესი ისინი საღამოობით ბრუნდებოდნენ სახლში, თუმცა ამჯერად ისინი უკან არ დაბრუნებულან...




405 დღის შემდეგ, ნავი მარშალის კუნძულებთან გამოჩნდა. მაშველების დახმარებით სანაპიროზე ფეხი მხოლოდ ერთმა მათგანმა, ხოსე სალვადორ ალვარენგამ დაადგა.

image



"საშინელება გადავიტანე, თუმცა მეთევზეობის გამოცდილება ამ სიტუაციაში კარგად გამოვიყენე. არ ვსვამდი ოკეანის წყალს, მხოლოდ წვიმას ველოდებოდი და ასე ვიმარაგებდი დასალევ წყალს, ზოგჯერ საკუთარი შარდიც კი დავლიე. რაც შეეხება კვებას, ძირითადად თევზით და თოლიით ვიკვებებოდი." - ყვება ალვარენგა.... ასევე როგორც მან აღნიშნა, ამ პერიოდში მას ზვიგენი ან სხვა სახიფათო არსება არ შეუმჩნევია.

image





რაც შეეხება კორდობას, გამოძიება მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დღემდე მიმდინარეობს.


გადარჩენიდან 4 კვირის შემდეგ, ალვარენგამ გამომძიებელს ჩვენება მისცა კორდობას სიკვდილის შესახებ: - "ის არ ცდილობდა გადარჩენისთვის რაიმე გაეკეთებინა. არც თევზაობდა და არც თოლიების დაჭერაში მეხმარებოდა, მხოლოდ ტიროდა და მოსაწყენად საუბრობდა. ჩვენი გაუჩინარებიდან 4 კვირის შემდეგ, ერთ დილას ის გარდაცვლილი დამხვდა. რათქმაუნდა გული ძალიან დამწყდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა ის ოკეანეში გადავაგდე..."


image




მიუხედავად ალვარენგას მტკიცებისა, ექსპერტები თვლიან, რომ არცერთი პროფესიონალი მეთევზე ადამიანს გვამს ოკეანეში არ ჩააგდებდა, რადგან ამით ზვიგენებს უფრო მეტად გამოიწვევდა, გარდა ამისა ალვარენგას ჭარბწონიანობაც სიტუაციას აუარესებს! ვინაიდან ექსპერტების აზრით, თევზის და თოლიის ჭამით მამაკაცი წონაში ამდენს ვერ მოიმატებდა. გამოძიებდა კვლავ მიმდინარეობას.



image
























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


>>>>> თქვენთვის საინტერესო >>>>>




უკიდეგანო უსასრულობა - 15 საოცარი ფაქტი კოსმოსის შესახებ

image





8 საოცარი ფაქტი დნმ-ის შესახებ, რომელიც ალბათ აქამდე არ გსმენიათ

image





რატომ და რით გამოირჩევიან სკანდინავიელი ქალები მსოფლიოს სხვა ქალებისგან?

image





როგორია "ლესბოსელის'' ცხოვრება? - რთულ კითხვებს თავად ლესბოსელი პასუხობს!

image





10 ქვეყანა, რომელთა დაპყრობაც თითქმის შეუძლებელია!

image








0
983
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
983
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0