x
რობერტო კარლოსი: ინგლისელმა ფანებმა მას ძეგლი უნდა დაუდგან...
ბრაზილიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ლეგენდარულმა მარცხენა მცველმა რობერტო კარლოსმა იტალიის მოქალაქე და ამავე ქვეყნის ნაკრების წევრი, წარმოშობით ბრაზილიელი ჟორჟინიო შეაქო.
„ის, რომ ჟორჟინიო გუნდში არ გყავს, ეს ყველა ტოპ-კლუბისთვის დანაკლისია, მათ შორის, ბრაზილიის ნაკრებისთვისაც. ის ტექნიკურია, მოედანს კარგად ხედავს და შესაშური სიმშვიდით გამოირჩევა.
ყოველთვის იცის, რა მოქმედება იქნება საუკეთესო. ამასთანავე, ართმევაშიც ფასდაუდებელია, რასაც პოზიციის ბრწყინვალედ შერჩევის საშუალებით ახერხებს.
ჟორჟინიოს თამაშით სასურველი შედეგი იტალიის ნაკრებსა და „ჩელსის“ დაუდგათ. ინგლისელმა ფანებმა მას ძეგლი უნდა დაუდგან მას შემდეგ, რაც
მან ჯერ ლიგა ევროპა, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა“, - თქვა კარლოსმა La Repubblica-სთან ინტერვიუში.
image
0
116
შეფასება არ არის
ავტორი:მიშელიმიშელიმიშელი
მიშელიმიშელიმიშელი
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0