x
ლამარა აბჟანდაძე: აიცერით, აცრამ გადაარჩინა კაცობრიობა ბევრი ვერაგი დაავადებისგან

image90 წლის ბლოგერი, ლამარა აბჟანდაძე საკუთარ „ფეისბუქგვერდზე“ წერს:

„ერთერთი პირველი ავიცერი ასტრაზენეკათი, ფოტოც დავდე, მაგრამ ზოგიერთმა აცრის მოწინააღმდეგე პირმა გაიქილიკა - 90 წლის ხარ, შენ რა გენაღვლება, რაღა დაგრჩენიაო.

ჩემო კარგებო, იცით როგორ მივაღწიე 90 წლამდე? მე აქტიურ ცხოვრებას ვეწეოდი და ახლაც აქტიური ვარ. ჯანსაღად და სწორად ვიკვებები, საღამოს 6 საათის შემდეგ არ ვჭამ, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. ავად იშვიათად ვხდები, მაგრამ არ ვუშინდები ავადმყოფობას, მე მწამს ჩემი თავის, რომ კარგად ვიქნები.

აცრები ბავშვობაში მაქვს გაკეთებული, ახლაც დროულად ჩავიტარე აცრა. უბრალოდ, მეცინება იმ ხალხზე, ვინც აცრის წინააღმდეგია. აიცერით, აცრამ გადაარჩინა კაცობრიობა ბევრი ვერაგი დაავადებებისაგან.“

1
7
1-ს მოსწონს
ავტორი:მიშელიმიშელიმიშელი
მიშელიმიშელიმიშელი
7
  
2021, 12 აგვისტო, 0:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1