საქართველო ირაკლი კობახიძეს კომენტარი პლაკატებთან დაკავშირებით 2021, 27 ივლისი, 16:09 ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „პასუხისმგებლობას იმ პლაკატებზე ვერ ავიღებთ, რომელიც ვიღაცამ გამოაკრა - სააკაშვილი, კეზერაშვილი, "ჭუტა", გვარამია და მელაძე სიძულვილის მთავარი გამღვივებლები არიან“. მან აგრეთვე შეაფასა თეა წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ ჟურნალისტისთვის მიკფროფონის წართმევა და ამას „მარტივი პერფორმანსი“ უწოდა. „ეს იყო მარტივი პერფორმანსი. რაც შეეხება პლაკატებს, კონკრეტულმა ადამიანებმა გამოაკრეს პლაკატები და ნახეთ, რამდენად მძიმე რეაქცია ჰქონდათ პლაკატებზე გამოსახულ პირებს, ამის მიზეზი არის მარტივი - მათ იციან პლაკატზე რაც ეწერა, რეალურად სიმართლეა. ეს ხომ ჩვენ არ გაგვიკეთებია? შეგახსენებთ, პოსტერებზე ვინ გამოსახეს - ეს იყო სააკაშვილი, კეზერაშვილი, „ჭუტა“, გვარამია, მელაძე. თითოეული ეს ადამიანი იმით გამოირჩევა, რომ არიან სიძულვილისა და აგრესიის მთავარი გამღვივებლები ამ ქვეყანაში“. 38 შეფასება არ არის
|