საქართველო "რატომ ვარ დღეს საქართველოში?!" - მიხეილ სააკაშვილი 2021, 14 ოქტომბერი, 18:43 თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქციის მონაწილეებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი გააცნეს: "რატომ ვარ დღეს საქართველოში?! მე აქ ვარ, რადგან ვერ ვიქნები ბედნიერი, თუნდაც ჩემს ძალიან ახლობელ უკრაინაში. ვერ ვიქნები სხვაგან, როცა ამდენ სისასტიკეს და უბედურებას ვხედავ ჩემს უსაყვარლეს სამშობლოში. უემოციოდ ვერ ვუყურებ, როგორ მასობრივად გარბის ჩემი ქვეყნიდან ხალხი და როგორ ცარიელდება ყველაზე ნიჭიერი, მშრომელი და წესიერი ადამიანებისგან. ვერ ვიქნები ჩვენი სამშობლოს განადგურების გვერდიდან მაყურებელი, ამას სიკვდილიც მირჩევია", - ამბობს სააკაშვილი. მისი განცხადებითვე, დროა საქართველოს გადარჩენის და არა პარტიული დაყოფის. 119 შეფასება არ არის
|