სხვა თემურ ჭყონია სტუმარს "რონალდუს თავით" გაუმასპინძლდა 2021, 26 ივლისი, 18:51 დღეს გავრცელდა ფოტო, სადაც "კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯიას" გენერალური დირქტორი თემურ ჭყონია სტუმართან ერთად "რონალდუს თავის" ფორმის ტორტთან ერთად არის გადაღებული.
რა თქმა უნდა ყველას კარგად ახსოვს, ევროპის ჩემპიონატზე აგორებული სკანდალი, როდესაც პორტუგალიელმა ვარსკვლავმა პრეს-კონფერენციის დროს "კოკა-კოლას" ბოთლები დემოსტრაციულად გვერდზე გადადგა, ასწია წყლის ბოთლი და მოუწოდა დაელიათ წყალი. კრიშტიანუ რონალდუს ამ ჟესტს მაშინ ძალზე ნეგატიურად გამოეხმაურა ქართული "კოკა-კოლას" მთავარი შეფი: " რონალდუ გამოვიდა და კონკურენტების წყალი დალია, ვითომ მაგარია. მე ვფიქრობ, რომ იცი რა, ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო... იმიტომ, რომ როგორ შეიძლება, სპონსორია, გარშემო რეკლამა მიდის და ვითომ ის ითამაშა, მაგარია რა რონალდუ. მაგას ვნახავთ, ჩემპიონატი რომ დამთავრდება, როგორი მაგარი იქნება. დამთავრებულია მაგის საქმე ჩემს თვალში. ელვის პრესლი უკეთებდა რეკლამას მაკდონალდსს და ვინ არის ელვის პრესლთან შედარებით რონალდუ? ნული" როგორც ჩანს თემურ ჭყონიას წყენამ და შურისძიების სურვილმა დღესაც არ გადაუარა, რაც ამ ფოტოთითაც დასტურდება. 329 3-ს მოსწონს
|