პოლიტიკა ყოფილ ცოლსაც და საყვარელსაც უმდიდრესად აცხოვრებდა-ახალი გარემოებები რუსი ჩინოვნიკის გარშემო 2021, 24 ივლისი, 17:59 ![]() ![]() ![]() სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების მუხლითაა დაწყებული. ალექსეი საფონოვს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და დიდი ფულადი ჯარიმის დაკისრება ემუქრება, რომელიც აღებულ ქრთამს 70-ჯერ აღემატება (დაახლოებით 1.003 მლნ რუბლი). ამას რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 290-ე მუხლის მეექვსე ნაწილი ითვალისწინებს. მაგრამ გაირკვა, რომ ეს მხოლოდ აისბერგის თავია, საფონოვს ჰყავდა ყოფილი ცოლი და საყვარელი, რომლებთანაც ფულს წარმატებით აბანდებდა.მაგალითად გამოცემა life-მა გაარკვია, რომ მის საყვარელს არა მხოლოდ ოქროს სასახლე აქვს, არამედ რამდენიმე ბინა, ოფისი, ოთხ ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი და ავტოსადგომი. საფონოვის ამჟამინდელი მეუღლე 36 წლის ელენა პსელია, თუმცა ქალი უარყოფს მის ცოლობას.ამბობს, რომ ის უბრალოდ მისი შვილების მამაა და საკუთარ თავს მის საყვარელს უწოდებს, რომელსაც დროდადრო ხვდებოდა მის ოქროს სასახლეში. ![]() ქალის თქმით, პოლკოვნიკმა მხოლოდ საფენები და სათამაშოები იყიდა ბავშვებისთვის, ხოლო ის სიმდიდრე რაც გააჩნია, ვითომდა, მდიდარი მშობლების დახმარებით აქვს ნაშოვნი . საფონოვთან პსელს ორი საერთო შვილი ჰყავს და ახლა ქალბატონი რვა თვის ორსულადაა. გარდა ოქროს სასახლისა, რომელმაც ყველა გააოცა, ქალი სტავროპოლში კიდევ ოთხ ბინას ფლობს. პირველი - როდოსის ქუჩაზე (სადაც ჯერ კიდევ პსელი არის რეგისტრირებული) - მან იყიდა ჯერ კიდევ 2011 წელს. ეს არის ბინა, რომლის ფართობია 65 კვადრატული მეტრია, ხოლო მისი ღირებულება დაახლოებით ორი მილიონი რუბლია . უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში ის უკვე ხვდებოდა რეგიონის მთავარ ინსპექტორს - იმავე წელს დაიბადა მათი პირველი შვილი. პირველი შესყიდვიდან რამდენიმე წლის შემდეგ, პსელმა მოულოდნელად დაიწყო გამდიდრება . 2014 წელს მან შეიძინა ოთხი საოფისე ფართი.ქალი ამბობს, რომ ფულს შოულობს უძრავი ქონების გაქირავებით. ![]() მეორე ბინა - 76 კვადრატული მეტრის ფართობით - მისი საკუთრება გახდა 2018 წელს. რომლის ღირებულება დაახლოებით 2, 5 მილიონი რუბლია. 2020 წელს პსელმა კიდევ ორი ბინა იყიდა - 63 კვ.მ. (2, 2 მლნ რუბლი)და 178 კვ.მ. ელიტარულ სახლში ჟუკოვის ქუჩაზე, ღირებულება დაახლოებით 5, 5 მილიონი რუბლია, ხოლო საბაზრო ღირებულება 11 მილიონს აღწევს. რაც შეეხება ყოფილი ცოლი, ირინა ამჟამად 40 წლისაა, საფონოვის ცოლს თუ მოსწონს BMW, მის ყოფილს ცოლს Mercedes-ი უყვარს. დღეს ირინას ეკუთვნის GLE 350 ჯიპი, რომლის ფასი შვიდი მილიონიდან იწყება, ასევე E220 სედანი, რომლის ღირებულებაა ოთხი მილიონი რუბლია. ![]() ამჟამად, გამომძიებლები იძიებენ საფონოვის ქალებში აქტივების წარმოშობას, ამოწმებენ მათ საბანკო ანგარიშებს და მათი ოჯახის წევრების ქონებას. თუ ქალები ვერ დაასაბუთებენ შემოსავლის წყაროს, ანუ რით შეიძინეს უძრავი ქონება, სახლები და მანქანები, ისინი შეიძლება სახელმწიფომ ჩამოართვას. 883 5-ს მოსწონს
|