სხვა მსოფლიოს უცნაური დღესასწაულები : შიშველი კაცების ფესტივალიდან მაიმუნების ბანკეტამდე 2021, 23 ივლისი, 18:12
ვერავის გააკვირვებთ ახალი წლის ან კონსტიტუციის დღის აღნიშვნით, მაგრამ მსოფლიო კალენდარში არსებობს მეტად ორიგინალური და უცნაური დღესასწაულები, რომელზე მოხვედრაც ადგილობროივი კულტურის შეცნობაში დაგეხმარებათ.
მაიმუნების ბანკეტი მაიმუნების ყოველწლიური ბანკეტი ტაილანდში თვის ბოლო შაბათ-კვირას ხდება. ადრე ცხოველები ხშირად თავს ესხმოდნენ ხალხს და იპარავდნენ საჭმელს, მაგრამ 1989 წელს სოფლის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს მოესპოთ ქურდობა და ახლა რეგულარულად აწყობენ სადღესასწაულო სუფრას მაიმუნებისთვის ხილით, კაკალითა და სხვა ულუფებით. ბატის დღე ესპანეთში ბატის დღეს ყოველწლიურად აღნიშნავენ. მას დაკიდებენ წლის თავზე, შემდეგ კი ნავიდან ცდილობენ მოწყვიტონ თავი. თუმცა არავის ახსოვს, რატომ ხდება ეს და საიდან იღებს ტრადიცია სათავეს შიშველი კაცების ფესტივალი თებერვლის მესამე შაბათს იაპონია შიშველი კაცების ფესტივალს აღნიშნავს. სიცივეში ასობით ძლიერი სქესის წარმომადგენელი თითქმის შიშვლდება, რომ დაამტკიცოს თავისი სიმამაცე. მათ სჯერათ, რომ ამგვარ რიტუალს წარმატება მოაქვს. გრიმასის ჩემპიონატი მშვიდი ინგლისელები ამ ჩემპიონატს 1297 წლიდან აღნიშნავენ. დღესასწაული, წარმოშობით დაბა ეგრემონტიდან იღებს სათავეს. დღემდე ტარდება ყოველ სექტემბერს - გამარჯვებული ის გახდება, ვინც ყველაზე ცუდ გრიმასს გააკეთებს. ტომატინა ესპანეთში პომიდვრის ყოველწლიურ ბრძოლას ტომატინა ეწოდება. ხელისუფლება გამოყოფს 100 ტონაზე მეტ მწიფე პომიდორს, რომელიც ოპონენტებს უნდა ესროლონ. საინტერესოა, რომ მოსახლეობას ძალიან არ მოსწონს ეს დღესასწაული და ბრძოლის ველი ტურისტებს დაეთმო. 117 1-ს მოსწონს
|