x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს ახვაროსნები თან სტალინსაც იწონებენ…” - ნახეთ, ვისზე საუბრობს ირაკლი კაკაბაძე

image


კომფლიქტოლოგი ირაკლი კაკაბაძე "ალტ-ინფოს" ერთ-ერთ გადაცემას "ფეისბუქის" პირად გვერდზე აზიარებს და სამივე წამყვანს ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს. კაკაბაძის თქმით, "ალტ - ინფოს" წამყვანები ევროპის ღია მოძულეები და "ევრო-ფობიით" დაავადებული ტიპაჟები არიან, რომელთა გასანეიტრალებლად ხელისუფლება სამწუხაროდ არაფერს აკეთებს. უცვლელად გთავაზობთ ირაკლი კაკაბაძის ვრცელ პოსტს, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა: "მეგობრებო, ეს სამი ახალგაზრდა აშკარად ძალადობას ქადაგებს. პირდაპირ მოუწედებენ ხალხს, რომ ძალადობაზე უარი არ თქვან. ამავე დროს აბრალებენ ლიბერალებს, თითქოს ისინი არიან არაძალადობის პირველი მქადაგებლები - ისიც არ იციან, რომ არაძალადობას არა აქვს პოლიტიკური იდეოლოგია - და ის იდეოლოგია, რომელიც ემხრობა ძალადობას - არის ასაკრძალი, რადგან ის ჯანმრთელი არ არის. ეს ერთი. მეორე, ამ გაუზრდელმა ახალგაზრდებმა არ იციან ისიც რომ ქართული ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ლიდერობით მთლიანად ეყრდნობოდა მაჰათმა განდის მიერ დასახულ არაძალადობრივ პრინციპებს. ღია ეთერში ძალადობის ქადაგება და ნებისმიერი ჯგუფის მიმართ სიძულვილის გაღვივება (რაც არ უნდა სიყვარულით იყოს განპირობებული, რომლის ახსნასაც ვერ ახერხებენ რიგიანად) არის პრაქტიკულად დანაშაული. პირდაპირ უნდა ითქვას - ეს ადამიანები არიან ევროპის მოძულეები - ევრო-ფობიით და ბევრი სხვა ფობიით დაავადებული ტიპაჟები. ფაშისტური და ნეო-ნაცისტური განწყობილებები აშკარად ღვივდება ამ 'ვაი-პატრიოტების' წყალობით - ამას ზურგს უკან უდგას გარკვეული ფინანსურად ძლიერი ჯგუფები - ზოგიერთი ნაციონალური მოძრაობის ძალიან გავლენიანი წევრებით - ალბათ თემურ ალასანიაც მონაწილეობდა ამ ალიანსის შექმნაში. ხელისუფლება რატომღაც არაფერს აკეთებს ამ 'ჟღვლინტიანი ნეო-ნაცისტური ჯგუფის' გასანეტრალებლად. ფილიპე მახარაძის მოგვარე ვინმე ზურა და მისი რუს-ქართველა ამფსონები 'გეოპილიტიკის ექსპერტების' როლში გვეუბნებიან რომ დიქტატურა და ავტორიტარიზმი კარგია და თან რუსეთს ისევ უნდა მივუერთდეთ თურმე - ვაი, ჩემო ქვეყანავ. ეს მემარჯვენე და ვითომ კონსერვატორი ახვაროსნები თან სტალინსაც იწონებენ (ქართულ-პოპულისტურ ამბავში პროლეტარიატის ლიდერსაც ვერ აგინებენ 'კონსერვატორები'.) ამ ჯგუფს ფინანსური თუ სხვა წახალისებით ჰყავს 20 ათასამდე მხარდამჭერი (როგორც თვითონ აცხადებენ). ეს უკვე ძალიან საგანგაშო ფაქტია. ჯერ, აშკარა ძალადობის მოწოდება გააკეთეს - ეკრანზევე - და ახლა უკვე გვირჩევენ რომ რუსეთს შევუერთდეთ. ეს უბედურებაა - საქართველო არათუ სრული ოკუპაციის, არამედ ფაშისტური და ნეონაცისტური მმართველობის საფრთხის წინაშე დგას. ამის საწინააღმდეგოდ საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს ანტი-ნაცსტური სამოქალაქო კოალიცია! აუცილებელია ეს კოალიცია ჩამოყალიბდეს ყველა იმ სუფთა ძალის და პიროვნების მიერ, რომელიც არ არის გასვრილი რომეიმე მოძალადე რეჟიმთან თანამშრომლობით. და უნდა გავერთიანდეთ ყველა, ვინც ფიქრობს რომ ნეო-ნაციზმის დაღუპავს საქართველოს - და არა მარტო საქართველოს!"- წერს ირაკლი კაკაბაძე.









0
728
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
728