x
image
თამილა გურაშვილი
გუჯა შვანგირაძე: "აი, თურმე რატომ დაასვეს თავზე კულტურას წულუკიანი..."

image

"აი, თურმე რატომ დაასვეს თავზე კულტურას წულუკიანი.
აი, ამ შენობას ანგრევს. მინისტრის განცხადებით შენობა თურმე აღდგენას არ ექვემდებარება.
პლეხანოვი ვისაც გახსოვთ აღდგენამდე, ვორონცოვის მოედნისკენ მართლა სანახევროდ დანგრეული სახლები იდგა და ისინი გაარემონტეს, გადახურეს, აი, ეს შენობა კი, ხელოვნების მუზეუმი, არც გარედან და არც შიგნიდან ისეთი არაფერი რომ არა სჭირს, და ქალაქის ცენტრში რომ დგას ორასი წელი და რაც მთავარია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში რომ არის, უნდა დაინგრეს თურმე.
ხო, ასე გამოდის იმ დასკვნიდან კულტურის სამინისტროს საიტზე რომ დევს და სიტყვასიტყვით ასე წერია, შენობის აღდგენა არარენტაბელურიაო.
და რა ხდება?
კულტურის ერთმა მინისტრმა საყდრისის მრავალსაუკუნოვან ოქროს მაღაროს მოუხსნა ძეგლის სტატუსი და აფეთქებაზე გასცა დასტური და მეორე მინისტრი ახლა მეორე ძეგლს მიადგა?
image
და ერთი ძაღლის თავი ხომ არ არის ჩამარხული ორივე ამბავში და ერთი მამაძაღლისგან ხომ არ მოდის? რა მოდის და ცუდი სუნი არ გცემთ?
საიდან მოდის და ის გაიხსენეთ, ივანიშვილის კუთვნილ ფირმას ჯერ კიდევ 2017 წელს, ერთ ლარად რომ მისცა საკრებულომ თავისუფლების მოდანზე, პუშკინის სკვერთან მიმდებარე ტერიტორია ავტომანქანების სადგომის მოსაწყობად.
იმასაც შეგახსენებთ, რომ იქ, ისევ მისი, ივანიშვილის გიგანტური სასტუმრო "პანორამა " შენდება და რა თქმა უნდა, ავტომანქანის სადგომიც დასჭირდებოდათ.
დასჭირდათ და მისცეს კიდეც ერთ ლარად. დიახ, ერთ ლარად.
მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ის ტერიტორია 30-40 ავტომანქანაზეა გათვლილი, და იმოდენა ნაგებობას არ ეყოფა, ხო?
და თან სადგომის გარდა სხვა რამეებიც სჭირდება გარე ინფრასტრუქტურას.
კიდევ შეგახსენებთ, აქ მშენებარე სასტუმრო, შემადგენელია იმ მრავალფუნქციური კომპლექსისა, რომელმაც სოლოლაკის მაღლობი, სოლოლაკის ბაღები, თავისუფლების მოედანი და ერეკლე II-ის მოედანი უნდა მოიცვას და ერთმანეთს საბაგირო გზებით და დახრილი ლიფტებით უნდა დაუკავშირდეს.
არ გაეხარდეს ახლა ზოგს, რა ფანტასტიკააო. მე და თქვენ და მოსახლეობის 99 % ვერ ვისარგებლებთ ამ ფანტასტიკით.
ხოდა, დახედეთ ახლა ამ ფოტოებს, დახედეთ იმ ერთ ლარად გაყიდულ ტერიტორიას და იმასაც შეამჩნევთ, თუ რა შენობა დგას მასთან ახლოს.
დახედეთ?
ხოდა, ახლა ახედეთ იმ სტრიქონს, რომლითაც დავიწყე ეს წერილი და დასკვნები გამოიტანეთ.
გამოიტანეთ?
და არა უშავს, თუ ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობა დაინგრა, ხო?
სამაგიეროდ კიდევ ერთი ლარით გამდიდრდება თბილისის საკრებულოს ბიუჯეტი. ერთი ლარი ცოტა არაა, ძმაო..
გადამალეთ ეს ქალაქი, ეს ქვეყანაც გადამალეთ." - წერს კანუდოსის თეატრის დირექტორი გუჯა შვანგირაძე
0
423
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
423
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0