საქართველოში მინიმალური
იურიდიული განათლება ყველასათვის ხელმისაწვდომი არაა, ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვის
დამეწერა შრომის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე ნორმის შესახებ, რომელიც დასაქმებულის
და დამსაქმებლის ურთიერთობას შეეხება და დაგეხმარებათ განამტკიცოთ თქვენი უფლებები
სამუშოაზე.
1.გასაუბრებისას
შეგიძლიათ არ უპასუხოთ ისეთ შეკითხვებს როგორიცაა, მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ფინანსები, ოჯახური
მდგომარეობა და სხვა, აღარაფერს ვამბობთ რწმენაზე, სექსუალურ ორიენტაციაზე და ასე შემდეგ.მსგავსი
შეკითხვები დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს და მათზე პასუხის გაცემა მოგეთხოვებათ მხოლოდ
იმ გამონაკლის შემთხვევაში თუ თქვენი სამუშაო კონკრეტულად ამ ფაქტორებთანაა დაკავშირებული.
2.თუ სამუშაოზე
აგიყვანეს გამოსაცდელი ვადით, ამ ვადის დანიშვნა შეიძლება მხოლოდ ერთხელ და მაქსიმუმ
6 თვით.მაგალითად, თუ უფროსმა მოგცათ გამოსაცდელი ვადა 1 თვით, მაშინ ამ დროის გასვლის
შემდეგ იგი ვალდებულია ან აგიყვანოთ სამუშაოზე ან არა და მას არ შეუძლია ეს ვადა გააგრძელოს
კიდევ გარკვეული დროით, თუნდაც ამ დრომ არ გადააჭარბოს 6 თვეს, რადგან ვადის მიცემა
მხოლოდ ერთჯერად ხასიათს ატარებს.
3.თუ უფროსმა არ
განგისაზღვრათ სამუშაო და დასვენების დრო, მაშინ კანონით თქვენი სამუშაო დრო არ უნდა
აღემატებოდეს კვირაში 41 საათს, ხოლო სამუშაო დღეებს შორის დასვენების ხანგრძლივობა
12 საათზე ნაკლები არ უნდა იყოს.
4.პირველ წელს შვებულების უფლება წარმოგეშვებათ მუშაობის თერთმეტი
თვის შემდეგ, მომდევნო წელს კი ნებისმიერ დროს.ანაზღაურებადი შვებულება მოგეცემათ წელიწადში
მინიმუმ 24 სამუშაო, ხოლო არაანაზღაურებადი-15 კალენდარული დღით.
5.თუ სამსახურიდან
გათავისუფლებენ დამსაქმებლის ნებით, მაგალითად, ისეთ შემთხვევაში თუ თქვენი მომსახურება
უკვე აღარ ესაჭიროებათ და სხვა(არ იგულისხმება შემთხვევები, როცა სამუშაო ვერ შეასრულეთ
და ბრალი თავად მიგიძღვით), უფლება გაქვთ მოითხოვოთ ერთი თვის ხელფასი მთლიანად, მიუხედავად
იმისა, რამდენი დღე იმუშავეთ და მოვიდა თუ არა თვის ბოლო.გარდა ამისა, თქვენი უფროსი
ვალდებულია გათავისუფლების შესახებ გარკვეული დროით ადრე გაცნობოთ.
როგორც ვთქვით, ზემოთხსენებული ნორმები შრომითი
კოდექსითაა გათვალისწინებული, ამიტომ თამამად შეგიძლიათ მოსთხოვოთ დამსაქმებელს მათი შესრულება, რადგან თქვენ ამის უფლება კანონით გეკუთვნით.