x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მე დავიღალე – თქვენ გააგრძელეთ …” – ნახეთ, რას წერს ვახო სანაია

image


ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც დეტალურად მიმოიხილავს ყველა ის სფეროს, რომელიც სახელმწიფოში თითქმის ჩამოშლილია და რომლებშიც ტოტალური განუკითხაობა სუფევს: "ავიღოთ ნებისმიერი მიმართულება. რა ვიცი, თუ მოგწონთ, ვიყოთ ასე ● ეკონომიკა - მიწასთანაა გასწორებული ● სიღარიბე - თავადაც გრძნობთ ● ფასები - ამასაც თავადაც გრძნობთ ● ლარის კურსი - ვარსკვლავებს ეთამაშება ● საგარეო ვალი - კრიტიკულ ზღვარს მიღმა ● კოვიდი - კატასტროფული სტატისტიკა ● შიდა პოლიტიკა - არაფორმალური მმართველის მარიონეტების თეატრი ● საგარეო პოლიტიკა - ყველა პარტნიორი საქართველოს აკრიტიკებს ● რუსეთი - ფლირტი, თანამშრომლობა, ერთობლივი სპეცოპერაციები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, აყვავებული პროპაგანდა ● ოკუპირებული ტერიტორიები - მივიწყებული ● ინტერნეტი - ტროლები და ბოტები. ● მედია - ჟურნალისტებს ქუჩაში ხოცავენ; დამფუძნებლებს სასამართლოში დაატარებენ; ემუქრებიან. ● პრემიერ-მინისტრი - ჰომოფობი, მოძალადე ● სუსი - ტოტალური თვალთვალი და მოსმენა ● სასამართლო - აქ კომენტარი ზედმეტია ● პროკურატურა - ერთი კაცის კანტორა ● ცესკო - ერთი კაცის კანტორა ● კორუფცია - აყვავდა ● განათლების სისტემა - ნულს ქვემოთ ● ეკლესია - ბოლომდე დისკრედიტირებული ● ფეხბურთი - სრული იმედგაცრუება ● მომავალი - სრული უპერსპექტივობა ● ხალხი - გარბის ქვეყნიდან. მე დავიღალე - თქვენ გააგრძელეთ ... " - წერს ვახო სანაია.









0
322
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
322