x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
5 ქვეყანა ძალიან უცნაური ტრადიციებით

ყოველ ქვეყანას აქვს თავისი განსაკუთრებული ტრადიციები, ჩვეულებები თუ რიტუალები, წარმოგიდგენთ 5 ქვეყნის ტრადიციებს, რომელთა წაკითხვის შემდეგაც იტყვით “რა საჭირო იყო?"

1. ესპანეთი, La Tomatina -ს ფესტივალი

ეს ღონისძიება ტარდება ყოველწლიურად ესპანეთის ქალაქ ბუნოლში. ათასობით ტურისტი ჩამოდის აქ პომიდვრით ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად. მთავარი წესია მხოლოდ დარბილებული პომიდვრების სროლა, რათა უნებლიედ სხვა არ დაშავდეს.

ტრადიცია დაიწყო 1945 წელს, როდესაც ბრძოლა გაიმართა მთავარ მოედანზე. იქვე ახლოს ბოსტნეულით დახუნძლული მაგიდები ელაგა, მოსახლეობამაც დაიწყო მათი სროლა “იარაღად". მსგავსი ქაოსი ქალაქში გრძელდება ერთი საათის განმავლობაში, რის შემდეგაც გაისმის სიგნალი ბრძოლის დასრულების შესახებ. გარშემო ყველაფერი: სახლები, მაღაზიები, გზები წითელ ელფერშია გახვეული. ღონისძიების დასრულების შემდეგ, დაჭყლეტილი პომიდვრების ნარჩენები წყლით ირეცხება, ხალხი კი მდინარეში ბანაობს.image

2. ხეზე დაქორწინება, ინდოეთი

ინდოეთში ერთი ძალიან უცნაური ჩვეულებაა. ითვლება, რომ თუ გოგონა ასტროლოგიის თვალსაზრისით ცუდ, უიღბლო პერიოდში დაიბადა, მას შეუძლია უბედურება და სიკვდილი მოუტანოს მის მომავალ მეუღლეს. ასეთ ცუდ პერიოდში დაბადებულ ადამიანს მანგალიკს უწოდებენ. ძველ დროშივე ინდოელებმა ასეთი ხრიკი მოიფიქრეს ცუდი ბედის თავიდან ასაცილებლად. გოგონას უბრალოდ ხეზე აქორწინებენ. როგორც წესი, ბანანის ხეს ირჩევენ "საქმროდ". ქორწილის შემდეგ ხეს ჭრიან და "დაქვრივებულ" გოგონას შეუძლია უსაფრთხოდ იქორწინოს მამაკაცზე. გაგიკვირდებატ, და ეს ტრადიცია თანამედროვე ინდოეთსიც ფართოდაა გავრცელებული და ის მხოლოდ გარეუბანში და სოფლებში არ ტარდება. ცუდი ბედის მოსაშორებლად ხეზე იქორწინა ინდოელმა ვარსკვლავმა აიშვარია რაიმაც.image

3. დარიჩინის შეყრა, დანია

ძველი დანიური ტრადიცია, რომელსაც დღესაც იცავენ. თუ ადამიანი 25 წლისაა და ჯერაც არ არის დაქორწინებული, მას სანელებლებს აყრიან, დარიჩინის ჩათვლით.

ეს ტრადიცია დიდი ხნის წინ დაიწყო, როდესაც სანელებლებით ვაჭრები ბევრს მოგზაურობდნენ. მოვაჭრეები დიდხანს არ ჩერდებოდნენ ერთ რაიონში, ამიტომ ხშირად ოჯახებს ვერ ქმნიდნენ და მარტოხელები ხდებოდნენ

როდესაც ადამიანი 30 წლის ხდება, დარიჩინის ნაცვლად წიწაკის უკვე წიწაკას აყრიან. დანიაში პირველად დაქორწინებული ადამიანების საშუალო ასაკი 32-34 წელია. სავარაუდოდ, ეს ტრადიცია მხოლოდ მეგობრებთან ერთად გართობის მიზნითაა შემონახული. image

4. მუდმივი დაგვიანება, ვენესუელა

მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრადიცია არ არის გიჟური და მისია ხსნაც შეიძლება, ბევრი შეიძლება გააღიზიანოს მან. ადგილობრივი მოსახლეობისგან გამუდმებით მოისმენთ სიტყვას "მანიანა". როდესაც ვინმესთან შეხვედრას გადაწყვეტთ, პასუხი მუდამ ეს იქნება.

ვენესუელელები ძალიან არასერიოზულები არიან შეთანხმებების მიმართ. აქ ნორმალურად ითვლება სამსახურში ან მატარებელში დაგვიანება. ქვეყანაში ავტობუსები დაგვიანებით დადიან, სავაჭრო ცენტრები და კაფეები დაგვიანებით იხსნება. მასწავლებლები კი ზარის დარეკვამდე არ ჩქარობენ სკოლასი მიუსვლას. სხვას შეიძლება ზედმეტად მოეჩვენოს ქარხანაში მუშის ან საავადმყოფოში ექიმის დაგვიანება ნორმა რომაა, მაგრამ ვენესუელაში ეს სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა. ისინი არასოდეს არსად არ ჩქარობენ, მიუხედავად იმისა, აქვთ სასწრაფო საქმე თუ არა.image

5. ძილი სამსახურში, იაპონია

მთელს მსოფლიოში ცნობილი ფაქტია, რომ იაპონელები შრომისმოყვარე და პუნქტუალური ხალხია. ამის მიუხედავად, სამუშაოზე 15 წუთიანი ძილი არ არის აკრძალული და წახალისებულიც კია. შეგიძლიათ დაიძინოთ არა მხოლოდ სამსახურში, არამედ საზოგადოებრივ ადგილებშიც. ძილი ითვლება პროდუქტიული მუშაობის მაჩვენებლად. ვინც სამსახურში არ იღლება და არ იძინებს, ესე იგი ცუდად მუშაობს. ასეთი ტრადიციის გაჩენა ასოცირდება 1980-იანი წლების ეკონომიკურ აფეთქებასთან. ბევრი იაპონელი მუშაობდა ქანცის გაწყვეტამდე და ცრემლებისთვის და ძილისთვის დრო არ რჩებოდათ.image

1
368
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
368
  
2021, 28 ივლისი, 22:53
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

0 1 1