სხვა საჯაროდ სიკვდილით დასჯა ირანში, სუსტი გულის მქონეებმა არ ნახოთ! 2021, 21 ივლისი, 17:58 ირანში სიკვდილით დასჯა შარიათის კანონის თანახმად, ისლამური რესპუბლიკის დაარსებიდან ანუ 1979 წლიდან მოქმედებს. ამავდროულად, ირანში მრავალი სიკვდილით დასჯა მხოლოდ საჯაროდ ხორციელდებოდა: ითვლებოდა, რომ ადამიანების თვალწინ დამნაშავის სიკვდილით დასჯა ქვეყანაში დანაშაულის დონის შემცირებას ემსახურებოდა, თუმცა 2008 წლის თებერვალში სიკვდილით დასჯის სცენების საჯაროდ დემონსტრირების აკრძალვის გადაწყვეტილება მოსახლეობაზე ნეგატიური ზემოქმედების გამო იქნა მიღებული. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში, სახალხო სიკვდილით დასჯა ზოგჯერ მაინც გამოიყენება, ვინაიდან ირანის სასამართლო სისტემის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით საჯარო სიკვდილით დასჯა შეიძლება განხორციელდეს ირანის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით. ამგვარად, აკრძალვის მიღებიდან რამდენიმე თვეში, 2008 წლის ივლისში, 30 ადამიანის მასობრივი სიკვდილით დასჯა განხორციელდა. სტატიაში წარმოდგენილია 2007 წელს გადაღებული ფოტოები, სადაც მოსამართლის მკვლელობაში ბრალდებული ორი ძმის საჯაროდ სიკვდილით დასჯაა აღბეჭდილი.1) 2007 წლის 2 აგვისტოს ირანელები თეირანის ცენტრში შეიკრიბნენ, რათა თვალი ედევნებინათ მოსამართლე ჰასან მოკადასას მკვლელობაში ბრალდებულთა სიკვდილით დასჯისთვის, რომელიც თავისი სიმკაცრით იყო ცნობილი და რომელმაც მრავალი დისიდენტი ციხეში გაუშვა. მოსამართლე ორი წლით ადრე (2005 წელს) ირანის დედაქალაქის ცენტრში იქნა დახვრეტილი. (UPI ფოტო / მოჰამედ ხეირხა)2) ერთ - ერთი სიკვდილმისჯილი ძმა, 28 წლის მაჯიდ კავუსიფარი. (UPI ფოტო / მოჰამედ ხეირხა)3) საჯაროდ სიკვდილით დასჯა განხორციელდა თეირანის ცენტრში, იუსტიციის სახლის მიმდებარე მოედანზე, რომლის წინაც მოსამართლე მოკადასი მოკლეს. (UPI ფოტო / მოჰამედ ხეირხა)4) მაჯიდ კავუსიფარის უმცროსი ძმა - 24 წლის ჰუსეინ კავუსიფარი, რომელიც მოსამართლის მკვლელობაში ძმის თანამონაწილე იყო. (UPI ფოტო / მოჰამედ ხეირხა)5) ჩამოხრჩობა საავტომობილო ტელესკოპური ამწის გამოყენებით, რომელიც მსჯავრდებულს მაღლა, საჭირო სიმაღლემდე სწევს. (UPI ფოტო / მოჰამედ ხეირხა)6) თოკზე ჩამოკიდებული სიკვდილმისჯილი ჰუსეინ კავუსიფარი, იუსტიციის სახლის კედელზე მოსამართლე ჰასან მოკადასის პორტრეტის ფონზე, რომელიც ძმებმა 2005 წლის აგვისტოში მოკლეს (UPI ფოტო / მოჰამედ ხეირხა)7) სატვირთო ამწეზე ჩამოკიდება მრავალი სახის ისეთი სასტიკი დანაშაულისთვის გამოიყენება, როგორიცაა - ძალადობა, მკვლელობა და ბავშვზე სექსუალური ძალადობა, სწორედ ის გახლავთ ირანში მოქმედი დასჯის აღსრულების ერთადერთი საშუალება. სიკვდილის ასეთი ფორმა განსაკუთრებით მტკივნეულია ადამიანისთვის, ვინიდან ამ დროს გარდაცვალება გაცილებით გვიან დგება. (UPI ფოტო / მოჰამედ ხეირხა)8) ირანელი სპეცდანიშნულების ოფიცერი სიკვდილით დასჯას მეთვალყურეობს (UPI ფოტო / მოჰამედ ხეირხა)9) ირანის ისლამურ რესპუბლიკაში სიკვდილით დასჯა შეიძლება დაწესდეს მთელი რიგი დანაშაულებისთვის: მკვლელობა, გაუპატიურება, შეიარაღებული ძარცვა, ერესი, გმობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა, სოდომია, პროსტიტუცია, მრუშობა, ღალატი და ჯაშუშობა, პორნოგრაფიის გავრცელება და ა.შ.10) 2007 წლის 2 აგვისტოს, თეირანის მთავარი პროკურორი, საიდა მორტაზავი მედიის წარმომადგენლების წინაშე, საჯარო აღსრულების დაწყებამდე, სიტყვით გამოსვლისას (UPI ფოტო / მოჰამედ ხეირხა)11) თეირანელები ახლომდებარე საავადმყოფოს ფანჯრებიდან მოსამართლე ჰასან მოკადასის მკვლელების საჯაროდ ჩამოხრჩობას ადევნებენ თვალს. (UPI ფოტო / მოჰამედ ხეირხა)12) სიკვდილით დასჯაზე დასწრების უფლება თქვენ წარმოიდგინეთ და, მცირეწლოვან ბავშვებსაც კი აქვთ (UPI ფოტო / მოჰამედ ხეირხა)13) სამხედროები და სამოქალაქო პირები 2007 წლის 2 აგვისტოს ირანის დედაქალაქის ცენტრში სიკვდილით დასჯის აქტს დიდი ინტერესით აკვირდებიან (UPI ფოტო / მოჰამედ ხეირხა)643 შეფასება არ არის |