x
image
თამილა გურაშვილი
ვიდეო: რეკორდული წყალდიდობა ჩინეთში

image




ჩინეთის პროვინციაში ჰენანშიი რამდენიმე დღეში წვიმის წლიური ნორმა მოვიდა, რის შედეგადაც წყალდიდობა დაიწყო. დატბორილია ქუჩები, სახლები და მეტრო. უამინდობის გამო, ზოგიერთი მაგისტრალი დაკეტილია, ფრენები შეფერხებულია ან გადაიდო.



image




20 ივლისს, ძლიერი წყალდიდობის გამო, ქალაქ ჩჟანჩჟოუს მეტროპოლიტენის მთელი სისტემა იძულებული გახდა დახურულიყო. მგზავრებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, თუ როგორ დგანან ვაგონში წელამდე წყალში და ვერ ახერხებენ გასვლას. მინიმუმ 12 ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.






image




ჩჟანჩჟოუში მომხდარი სტიქიის შედეგად 30 ათასზე მეტი ადამიანი დაზარალდა, ქალაქის, რომლის მოსახლეობა 12, 6 მილიონი ადამიანია, დაახლოებით 200 ათასი მცხოვრები, ევაკუირებულია უსაფრთხო ადგილებში.






სოციალურ ქსელებში ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მსოფლიოში ცნობილი შაოლინის ტაძარი და სხვა კულტურული ძეგლები ძლიერ დაზიანდა წყალდიდობით. წყალდიდობით დაზიანების საშიშროება ემუქრება ლონგმენის გამოქვაბულს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს, სადაც ბუდას გამოსახულებები 500 წლით თარიღდება.





image





იმავდროულად, ხელისუფლებამ რეგიონში საგანგებო სიტუაციის პირველი დონე გამოაცხადა. ძლიერმა წყალდიდობამ გამოიწვია მდინარეებში წყლის დონის ზრდა და გოცზიაცზიუს წყალსაცავში კაშხლის განადგურება. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ქალაქ ლოიანში, იჰეტანის კაშხალი "შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოიშალოს. ამ დროისთვის მაშველები აძლიერებენ წყალდიდობისგან დაცვის ზომებს და ეხმარებიან დაზარალებულებს. სინოპტიკოსები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ უამინდობა კიდევ მინიმუმ სამი დღე გაგრძელდება.





0
92
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0