სხვა ყველაზე სწრაფი მატარებლები მსოფლიოში 2021, 20 ივლისი, 17:36 Alta Velocidad Espanola-ესპანეთის სარკინიგზო ხაზებზე მოსიარულე ეს მატარებელი მსხვილ ქალაქებს შორის დადის, სიჩქარე 350კმ/საათში.მალე პირინეიზე გააკეთებენ 8 კილომეტრიან გვირაბს, რითაც შესაძლებელი იქნება ბარსელონადან პარიზში სწრაფად მოხვედრა. Train a Grande Vitesse-საფრანგეთის TGV-ს სარკინიგზო ხაზები ისეთივე საამაყოა ფრანგებისთვის, როგორც მაგალითისთვის თვითმფრინავი "კონკორდი".ამ მატარებელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა სისწრაფეში 575კმ/სთ-ში. თუმცა სამგზავრო რეისზე(უსაფრთხოების თვალსაზრისით) ამ სისწრაფით არ დადის, საშუალო სიჩქარე 375 კმ/სთ-ია. Shinkansen Trains-იაპონია.ჩქაროსნული მატარებლები იაპონელებმა ჯერ კიდევ 1964 წლიდან აითვისეს, ამჟამად ბოლო ტექნოლოგიებით მატარებელი MLX 01-მაგნიტურ ბალიშებზე მოძრაობს.ფორმა იმისთანაა აქვს, გეგონება რომელიმე ფანტასტიკური ფილმიდან არის გადმოღებული.სიჩქარე 480კმ/სთ-ში. Treno Alta Velocita-იტალიური სწრაფი მატარებლების ისტორია 1978 წლიდან იწყება, მაშინ რომსა და ფლორენციას შორის მოძრავი მატარებელი -Direttissima-225კმ/სთ-ს ანვითარებდა.2005 წლიდან სწრაფმავალი მატარებლები რომი-ნეაპოლის და ტურინი- მილანის მარშრუტზე დადის.სიჩქარე 330კმ/სთ-ში. 320 4-ს მოსწონს
|