x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"უიშვიათესი ქრონიკული დაავადება დამიდგინდა" - ნახეთ, რას წერს ელისო კილაძე

image


გაზეთ "ქრონიკა+" -ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთობა, რაობა, იმედის" ლიდერის, ლევან ვასაძის ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო - მიმართვას ეხმაურება, სადაც "ერის" ლიდერი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს რომ მას გულის ისეთი მძიმე ქრონიკული დაავადება დაუდგინდა, რაც მილიონში მხოლოდ ორ კაცს თუ ემართება: "ლევან ვასაძემ - მოსკოვში უიშვიათესი ქრონიკული დაავადება დამიდგინდა, მე მას არ დავასახელებ, რათა კერძო სივრცეში არ შევიჭრაო. ანუ თვითმმართველობის არჩევნებზე რაინდმა ამინ, გუდბაიო" - წერს ჟურნალისტი ელისო კილაძე. პრორუსული, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერის ლევან ვასაძის ვიდეო - მიმართვის ტექსტს, რომელიც ერთ - ერთ სოციალურ გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა უცვლელად გთავაზობთ: "დამიდგინდა მძიმე ქრონიკული დაავადება, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მსოფლიოში. მე მას განზრახ არ დავასახელებ… უცნაურია, როგორ შევიძინე მე ის, იმიტომ, რომ 50 წლის კაცი ვარ, სპორტსმენი, არ ვეწევი, არ ვსვამ, ვვარჯიშობ და თითქმის არ ვავადმყოფობ…. აპრილის ბოლოს ხველა მაწუხებდა გრიპის შემდეგ და მოსკოვის კლინიკაში გავიარე კომპლექსური შემოწმება, ყველაფერი მქონდა წესრიგში… 6 მაისს, გიორგობა დღეს, შემოვედი პოლიტიკაში და აი, თვე-ნახევარში დამეტაკა ეს უიშვიათესი დაავადება, რომელიც ამ სახით, ანუ მარტო გულზე და არა გენეტიკური, არამედ შეძენილი, ემართება მილიონ ადამიანში 2 კაცს. არსებობს თუ არა რაღაც სამხედრო თუ გასაიდუმლოებული ტექნოლოგები, რომლებსაც შეუძლიათ დასხივების ან ინტოქსიკაციის შედეგად ამ დაავადების გამოწვევა, მე ვერ გავარკვევ, ალბათ, ვერც ვერავინ ვერ გაარკვევს… რაც საქართველოდან წამოვედი, ჩემი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, თუმცა, სამწუხაროდ, დაავადება დამიდგინდა. ჩემი თვითშეგრძნება არის შეუდარებლად უკეთესი, რაც მე მანდ აღარ ვარ" - განაცხადა საკუთარ ვიდეო - მიმართვაში "ერის" დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ.






0
743
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
743