x
image
მაქს კავალერა
2024 წელს დიდი მხარდაჭერა ექნება ამ პარტიას

ერთადერთი პარტია, რომელსაც ოცნების დამარცხება შეუძლია არის პარტია გირჩი. რა თქმა უნდა ამ არჩევნებზე ვერ შეძლებს, მაგრამ 2024 წელს დიდი მხარდაჭერა ექნება ამ პარტიას. ზურა ჯაფარიძემ თითქმის არაფერი დახარჯა საპრეზიდენტო არჩევნებზე და 36000 ხმა აიღო. არანაირი პლაკატი კედლებზე და არანაირი ფლაერი ხელში, ფეისბუქ აგიტაციის მეშვეობით მოახერხა ეს. ადამიანი პირადი თავისუფლების აგიტაციას ეწევიან და თუ ვინმე დაიჭირეს ან შეავიწროეს ამ კუთხით ყველას გვერდზე დაუდგნენ. რამოდენიმე პროცესი ეხლაც აქვთ და ბოლომდე მიიყვანენ. ე.წ. ტაქსების კრიზის დროს, ერთადერთი პარტია იყო, რომელმაც ხელშესახები წინააღმდეგობა გაუწია თბილისის მერიას. არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგავთ საკუთარი პრინციპების წინააღმდეგ. ადამიანებთან არიან გულწრფელები და ოპოზიციის მაიმუნობებზე ინფორმაცია სწორედ მათ გამოიტანეს.image

0
188
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0