მსოფლიო და სულ რაღაც 42 წლის წინ ხომ ირანი სწორედ აი, ასეთი ფერადი და თავისუფალი იყო 2021, 18 ივლისი, 22:56 ეს კადრები ფოტოშოპი არ გეგონოთ. ეს 1974-1977 წლების ირანული გამოცემის - "Sepid o Siah"- ის, იუმორისტული ჟურნალის "Tofigh Magazine" - ის ულამაზესი გარეკანები და 1969 წლის დეკემბერში გამოსული პრესტიჟული "Vogue"- ცნობილი გვერდებია, სადაც მომაჯადოებელი ირანელი გოგონები, სპარსული ღირშესანიშნაობების ფონზე ფერად სამოსში, შილიფად გამოწყობილები ყოველგვარი მორიდების გარეშე, თამამად პოზირებენ.არანაირი ჰიჯაბი, თავსაბურავი და სიმორცხვე თვალებში. 1969 წელს ფოტოგრაფ ჰენრი კლარკის, ჟურნალ "Vogue"- ისთვის გადაღებული ეს ფოტოები ისპაჰანში, შირაზსა და პერსეპოლისში იქნა გადაღებული.ჟურნალი "Vogue"- ის გარეკანი, 1969 წელიეს ცნობილი ირანული ჟურნალის "Sepid o Siah"- ის 1974-დან 1977 წლამდე გადაღებული სხვადასხვა გამოცემის გარეკანია, თუ კარგად დააკვირდებით, მათ შორის საკმაოდ თამამ და მეტისმეტად გულახდილ კადრებსაც უპრობლემოდ იპოვით, მაგრამ ნუთუ მსგავსი რამ ისლამურ რესპუბლიკაში ახლა თუ წარმოგიდენიათ?შემდეგ კი ირანში 1979 წლის ცნობილი ისლამური რევოლუცია მოხდა. შაჰ მუჰამედ რეზა, რომელიც ომის შემდგომი წლების განმავლობაში ქვეყნის დასავლეთისა და დეისლამიზაციის პოლიტიკას აქტიურად ატარებდა, სამოქალაქო არეულობის შედეგად იძულებული გახდა ქვეყნის ტერიტორია დაეტოვებინა და ხელისუფლებაში ისლამური რევოლუციის ლიდერი, აიათოლა ხომეინი მოვიდა, შედეგად ირანში მონარქია გაუქმდა და ისლამური რესპუბლიკა შეიქმნა. 1979 წლის აპრილში, ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად ირანი ისლამურ რესპუბლიკად ოფიციალურად გამოცხადდა.ახლა კი იქ ყველაფერი სწორედ აი ასე, გამოიყურება. მანეკენები ქალის მოდური ტანსაცმლის ბუტიკთან შორიახლოს.არ ვიცი ამით ირანელების ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა თუ უარესობისკენ, ვინაიდან ადგილობრივი მოსახლეობა ქვეყნის დღევანდელ რეალობას სხვადასხვაგვარად აღიქვამს, თუმცა მაშინაც კი, თუ არსებულ რეალობას ვინმე ნეგატიურად აფასებს, ამის შესახებ საუბარს ხმამაღლა ყველა ერიდება, რაც გასაგებიცაა, ვინაიდან ირანელებმა ბრწყინვალედ იციან რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში კრიტიკული პოზიციის გამო მათ ერთ დღესაც ცხოვრება შესაძლოა ამწეზე ჩამოხრჩობილებმა დაასრულონ.1276 შეფასება არ არის |