x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საბოლოოდ გააგიჟა და დაღუპა სააკაშვილმა ეს ხალხი-ლევან ნიკოლეიშვილი

image

ექსპერტი და პოლკოვნიკი, გენშტაბის ყოფილი უფროსი ლევან ნიკოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის შოთა დიღმელაშვილის მიერ აქციაზე გაკეთებულ განცხადებას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:


"ისევ რევოლუცია, ისევ გადატრიალება, „მაიდანის“ მოწყობა, ნაკლები მსხვერპლითო, მაგრამ მსხვერპლიო! ამის შესახებ გუშინდელმა ჟურნალისტებმა (ასე უწოდებენ თავს დღესაც), არათუ იციან არამედ ინტერვიუებსაც ართმევენ და მშვენივრად თანამონაწილეობენ ყველა ამ სცენარში! ნახეთ, რას აცხადებენ: იქ მიუვარდეთ აქ ჩაუვარდეთ, გადავაყენოთ, გადმოვაყენოთ, საბოლოოდ გააგიჟა და დაღუპა სააკაშვილმა ეს ხალხი! ცხადზე ცხადია, რომ ყველაფერზე მიდიან, ოღონდ ეს არის, რომ არაფერიც არ გამოსდით, ხალხის მასები ხომ ვერ შეკრიბეს და ახლა მცირე ლოკაციებზე შეჯგუფებით ცდილობენ „მასოვკის“ შექმნას და წითელი საღებავებით უნიჭო პერფომანსების მოწყობას! არა, რა უცბად მოხდა ამ ხალხის ნიღბების ჩამოხსნა, რადიკალურ ჯგუფებში გაერთიანება, უკვე იმდენად გაშიფრულები ხართ, ვერც პოლიტიკოსების და ვერც მედიის მანტია ვეღარ გშველით და არც არაფერი არ გამოგივათ! ამის მიზეზი კი უბრალოა, თქვენ არ გაქვთ და არც გექნებათ მისი უდიდებულესობა საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა, თქვენ ხალხს არ უყვარხართ, და არც არასოდეს ეყვარებით“, - აღნიშნავს ლევან ნიკოლეიშვილი.

0
222
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0