x
მეტი
  • 24.01.2022
  • სტატია:116408
  • ვიდეო:353122
  • სურათი:490253
ქოლეცისტიტი

image


ნაღველ-კენჭოვან ავადმყოფობას, ანუ ქოლელითიაზს იწვევს ნაღვლის ბუშტში ნაღვლის ქვების გაჩენა. ისინი წარმოიქმნება ძირითადად ნაღვლის შემადგენელი სუბსტანციების –ქოლესტერინის, ნაღვლის პიგმენტებისა და კალციუმის მარილების სხვადასხვა პროპორციის ნარევისაგან. ჩვეულებრივ, ქვები ჩნდება ნაღვლის ბუშტში, მაგრამ შესაძლებელია მათი ფორმირება ღვიძლგარე და იშვიათად ღვიძლშიდა სანაღვლე გზებში.

ქვების წარმოქმნის განმაპირობებელ ფაქტორებს მიეკუთვნება ნაღვლის შედგენილობა, ნაღვლის ბუშტის ანატომიური თავისებურებები და ინფექციები (ქოლეცისტიტი). ყველაზე უფრო გავრცელებულია უპირატესად ქოლესტერინისაგან შედგენილი ქვები. ნაღვლის შერეული ქვები ყველაზე ხშირი ვარიანტია. როგორც წესი, ისინი მრავალრიცხოვნობით გამოირჩევიან. მათი ზომა 0, 1 მმ-დან 1 სმ-მდე და უფრო მეტია. განახერხზე ქვები ფენოვანი
შენებისაა – მუქი ყავისფერი ფენები ენაცვლება უფრო ღია ფერის ზონებს. ნაღვლის პიგმენტებისაგან შედგენილი ქვები, როგორც წესი, მრავლობითია. ისინი შავი ფერის, უსწორმასწორო ფორმისაა, შედგებიან უპირატესად ნაღვლის პიგმენტებისაგან და მყიფე ან მკვრივი წარმონაქმნებია. ნახშირმჟავა კალციუმისაგან შედგენილი ქვები იშვიათობაა. ისინი მრავლობითი, წვრილი ზომის, ღია მოყვითალო ფერის ძლიერ მკვრივი ქვებია.

ქოლელითიაზის გართულებებიდან აღსანიშნავია მექანიკური სიყვითლე და ნაღვლოვანი ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის ანთებას წარმოადგენს, რომელიც გამოწვეულია ნაღვლის ქვებისგან, განარჩევენ მწვავე და ქრონიკულ ქოლეცისტიტს.

მწვავე ქოლეცისტიტი

უხშირესად ნაღველ-კენჭოვანი ავადმყოფობის გართულებაა და ასეთ შემთხვევაში მას კალკულოზური ქოლეცისტიტი ეწოდება. დაავადების წინარე პერიოდში ნაღვლის ბუშტიდან ბაქტერიების გამოყოფა და კულტივაცია ვერ ხერხდება, სწორედ ეს გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ანთებას დავდაპირველად ქიმიური აგენტები იწვევს. ავადმყოფობის ადრეულ სტადიებზე ნაღვლის ბუშტიდან ბაქტერიების გამოყოფა და კულტივაცია ვერ ხერხდება, რის გამოც ითვლება, რომ ანთებას თავდაპირველად იწვევს ქიმიური ფაქტორები. ხდება ნაღვლის გამოყოფის შეზღუდვა რაც ნაღვლის კონცენტრაციის გაზრდას იწვევს.

დაზიანებული ნაღვლის ბუშტი შეშუპებულია აღინიშნება ფიბრინული ექსუდატი, ნეიტროფილური ინფილტრაცია, ზოგჯერ დაწყლულებებისა და სისხლჩაქცევების არსებობა. ნაღვლის გასავლის ქვებით, შედედებული ექსუდატით ან ორგანოს შეშუპებული კედლებით სტაბილური დახშობა იწვევს კიდევ უფრო მძიმე ცვლილებების განვითარებას – ჩნდება ჩირქი და ნაღვლის ბუშტის კედელში იწყება ფლეგმონური ანთება ან, იშვიათად, ლორწოვანი გარსის ზედაპირული დაზიანების დროს ვითარდება ნაღვლის ბუშტის ემპიემა.ორგანოში შეიძლება წარმოიქმნას წვრილი აბსცესები და ნეკროზის ზონები. ასეთ დროს შესაძლებელია მოხდეს კედლის პერფორაცია და ნაღვლის ბუშტის შიგთავსი ჩაიქცეს მუცლის ღრუში. ფიბრინული ქოლეცისტიტის გამოსავალია ნაღვლის ბუშტსა და მეზობელ ორგანოთა შორის ფიბროზული შეხორცებების განვითარება.

მწვავე ქოლეცისტიტი მორეციდივე ავადმყოფობაა და შესაძლებელია გადავიდეს ქრონიკულ ფორმაში.

ქრონიკული ქოლეცისტიტი

მწვავე ქოლეცისტიტის განმეორებითი შეტევების შედეგად შეიძლება ჩამოყალიბდეს ქრონიკული ქოლეცისტიტი. ავადმყოფობა დისპეპსიური მოვლენებით იწყება, ყველაზე ხშირად. იშვიათად ნაღვლის ბუშტის მსუბუქი ჭვალით (ტკივილი მარჯვენა ნეკნქვეშა მიდამოში). შესაძლოა აღინიშნოს ნაღვლის ქვების არსებობა. ნაღვლის ბუშტის კედელი შეიძლება იყოს შეჭმუხნილი და ფიბროზულად გასქელებული.

მიკროსკოპული გამოკვლევით აღინიშნება ლორწოვანი გარსის საკუთარი ფირფიტის სკლეროზი, კუნთოვანი შრის ჰიპერტროფია და როკიტანსკი-აშოფის სინუსების არსებობა. ერთი ან რამდენიმე სინუსის მთლიანობის დარღვევის შედეგად ნაღველი აღწევს ნაღვლის ბუშტის კედელში და შეიძლება განვითარდეს გრანულომური რეაქცია.

ქრონიკული ანთებისა და შემდგომი ფიბროზის ნიშნები ვრცელდება დაზიანების ზონიდან მნიშვნელოვნად მოშორებითაც.

მკურნალობა ოპერაციულია, კეთდება ქოლეცისტექტომია.

0
60
შეფასება არ არის
ავტორი:მერაბი პაპავა
მერაბი პაპავა
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0