საქართველო "ამაშუკელი, ტ...ი დააყე, თამაშს უკელი", "ალიყური" არ მოგდონ" – რამ აღაშფოთა თაკო ჩარკვიანი? 2021, 17 ივლისი, 18:52 პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი პოეტ რეზო ამაშუკელის ვიდეოს ეხმაურება, სადაც მისი თქმით, მან ის უხამსად მოიხსენია და მას "ჯანსუღას გოგო" უწოდა. როგორც ჩარკვიანი პირად გვერდზე წერს, ვიდეო რომელიც მას მესინჯერში ჩაუგდეს ამაშუკელი უშვერი სიტყვებით ასევე ზოგადად ჟურნალისტიკას ლანძღავს და ყველას "ღორებად" მოიხსენიებს. ფეისბუქპოსტი, რომელიც ოპოზიციონერმა დეპუტატმა სულ ცოტა ხნის წინ გაავრცელა უცვლელად გთავაზობთ: "რეზო ამაშუკელის ავადმყოფური ღვარძლით სავსე ვიდეო ჩამიგდეს მესინჯერში სრულიად ჟურნალისტიკას რომ ლანძღავს უშვერი სიტყვებით, "ღორებად" მოიხსენიებს ყველას და ჯანსუღის- მამაჩემის ცნობილი ხუმრობა მომაგონდა ამაშუკელს რომ უთხრა მრავალი წლის წინ:" ბიჭო რეზო, ბევრჯერ დაგინახეს წიწამურთან ილიას სახლთან მიდამოებში, ჰოდა სულ ტყუილად დაეთრევი " რაგატკას" არ გესვრის არავინო" ( ხუმრობას ზუსტად ვციტირებ) რატომ მომაგონდა ახლა?! გეტყვით: "ჯანსუღას გოგოო" ასე მიხსენიებს, მე კი ბედნიერი ვარ რომ ვაჟკაცი კაცის და უუუმაგრესი პოეტის ჯანსუღის შვილი ვარ ( მადლობა ღმერთს) . უბრალოდ შევახსენებ ამაშუკელს: რომ ჯანსუღს, "ჯანსუ-ღა " თი ვერ მიმართავდით სიცოცხლეში თქვენ და ისიც კარგად ახსოვს მამას დიდ სამეგობროს ოპერის სცენიდან თქვენი (ყველასთვის ცნობილი ) უმსგავსობის გამო, ჯანსუღის - თქვენს მიმართ ნასროლი რეპლიკა:"ამაშუკელი, ტ..... კი დააყე, თამაშს უკელი" (ამასაც მომიტევეთ ვციტირებ) ასე, რომ ცოცხალ ვაჟკაცებს ვერ ესაუბრებოდით და მკვდრებთანაც ფრთხილად იყავით, რა ვიცი "წამსველები" ვართ ყველანი იმ ქვეყნად და ერთი "ალიყური " იქ არ მოგდონ, მაგარმა პოეტებმა და მწერლებმა, ნუგზარ ფოფხაძე იქ ხომ ვეღარ გიშველით!"- წერს პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი.546 შეფასება არ არის |