x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მესამე მსოფლიოს ქვეყნების პირველი ღამის 7 ველური ტრადიცია, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ
image


რა საქორწინო ტრადიციები აღარ არსებობს! შოტლანდიელები პატარძალს ზედ ბინძურ სითხეს ასხამენ, ინდოელი მამაკაცები ცოლად სანამ თავიანთ რჩეულებს ითხოვენ, მანამდე ჯერ ხეზე ქორწინდებიან, კორეაში კი, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ნეფეს ქუსლებზე თევზს ურტყამენ, თუმცა თავისი ორიგინალობით ყველას რაღა თქმა უნდა, აფრიკა უსწრებს. მათთან ქორწილის ღამესაც კი საოცარი ვაქხანალია ხდება.




1. რეპეტიტორთა გუნდი


image


ბერბერულ ტომებში ნეფე - პატარძალი ქორწილის შემდეგ მარტო არასდროს რჩება. მათი პირველი საქორწინო ღამე როგორ წესი, კოლექტიურია. დიდ საძინებელში ახალდაქორწინებულებს რამდენიმე ოჯახური წყვილიც უერთდება, რომელიც მათ თავიანთ გამოცდილებას უზიარებს და სიმორცხვის დაძლევაშიც ეხმარება. ეს ღონისძიება ხუთ დღემდე გრძელდება.





2. ყველაფერი კარგადაა, სანთელი მეჭირა


image


რუანდაში, კენიასა და სუაჰილზე მოლაპარაკე სხვა ქვეყნებში ახალდაქორწინებულებს უყურადღებოდ არ ტოვებენ. იმისთვის რომ უფროსები, წყვილებს ურთიერთობის ყველა სირთულის გაცნობიერებაში დაეხმარონ, ჯერ კიდევ უძველესი დროიდან მოყოლებული მდიდრულად გაფორმებულ საქორწინო საწოლზე პატარძლის ასაკოვანი ნათესავი თავსდება, რომელიც მათ ყველანაირ რჩევას აძლევს, დილით კი, ამ უფლებამოსილმა პირმა ყველას უნდა აუწყოს, როგორ ჩაიარა ყველაფერმა.






3. მოულოდნელი, თავსდამტყდარი სიხარული


image


შონას ტომში საქორწინო ღამე ქორწილამდე იმართება და საქმროსთვის ის სრულ მოულოდნელობას წარმოადგენს. ნიშნობის შემდეგ, გოგონას მრავალრიცხოვანი ნათესავების თანხლებით ​​შეუძლია მომავალ ქმარს სახლში ნებისმიერ დღეს ესტუმროს. ამ დროს საქმროს ნათესავებმა მსვლელობა დროულად უნდა შენიშნონ და მას მხიარული ცეკვით შეეგებონ. ასე მოწმდება პრობლემებთან გამკლავების უნარი შესწევს თუ არა საქმროსა და მის ოჯახს. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, პატარძალი ღამით მომავალი მეუღლის სახლში რჩება.





4. ტესტი პოტენციაზე


image


უგანდას ჩრდილო-დასავლეთით მცხოვრებ ბანიანკოლის ტომში წყვილთა შეუღლებაში პატარძლის დეიდას გადამწყვეტი როლი ენიჭება, რომელიც იმისთვის, რომ დარწმუნდეს, რომ საქმროს პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემა არ აქვს, ის ღამეს დისშვილის რჩეულთან ატარებს. დეიდა რა თქმა უნდა, ქორწილის ღამესაც ოთახში იმყოფება.




5. საწოლში უცხო კაცთან


image


აფრიკის ბევრ ქვეყანაში ქორწინება როგორც წესი, მშობლების ორგანიზებით ხდება, ხოლო მათი შვილები ერთმანეთს პირველად მხოლოდ ქორწილის დღეს ნახულობენ. ტანზანიაში კი ყველაფერი კიდევ უფრო მკაცრადაა. რაც არ უდა გაგიკვირდეთ, დღესასწაულში პატარძალი საერთოდ არ მონაწილეობს, სანამ ყველა მხიარულობს, ის ქმრის მოლოდინში ასეთი მორთულ მოკაზმული სახლში ზის და მას ელოდება. საქმრო სახლში მხოლოდ ღამით ბრუნდება და ცოლქმრული ცხოვრებაც იწყება.





6. იუმორის ღამე


image


ლიბიელი მუსლიმებისთვის ქორწილი მინიმუმ ხუთ დღეს გრძელდება. პირველ სამ დღეს ნეფე - პატარძალი ცალკე, საკუთარ სახლში ატარებს. მეოთხე დღეს პატარძალი წვეულებას აწყობს, რომელზეც ის საქმროს, მეგობრებთან ერთად პატიჟებს. ამხანაგები მთელი საღამოს განმავლობაში ვალდებულები არიან რაც შეიძლება ხმამაღლა იმხიარულონ და იმის შესახებ იხუმრონ, რაც ღამით დახურულ კარს მიღმა მოხდება. ხუმრობა მაშინაც კი არ წყდება როდესაც ახალგაზრდები ერთმანეთის პირისპირ რჩებიან.






7. შიშველი თავით


image


სუდანის ნუერის ტომში, ქორწილის დასრულების შემდეგ, მეგობრებს პატარძალი საქმროს სოფელში მიჰყავთ, სადაც მას ჯერ თავს პარსავენ და მეუღლეს მხოლოდ ამის შემდეგ აბარებენ. ამ რიტუალის მნიშვნელობა ბევრისთვის გაუებარია, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: გოგონას არ აქვს უფლება ლოგინში კანონიერ მეუღლესთან თმით დაწვეს.

























0
863
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
863