x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ექიმს ფული და ყალბი ისტორიის შექმნა შესთავაზა" - ნახეთ, რა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა +" - ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე პარტია "ერთობა, რაობა, იმედის" ლიდერის ლევან ვასაძის "ავადმყოფობის" ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს. კილაძის თქმით, პრორუსული, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების ლიდერმა თურქეთის კლინიკაში ყოფნისას ექიმს ყალბი ისტორიის შესაქმნელად გარკვეული თანხა შესთავაზა, ხოლო მას შემდეგ რაც კლინიკის ექიმმა ამის შესახებ სპეცსამსახურს აცნობა, პარტია "ერის" დამფუძნებელი სასწრაფოდ სპეცრეისით მოსკოვში გაფრინდა: "რაინდი ვასაძის "მძიმე" მოწამვლის ისტორია გახსოვთ?! თურქეთის კლინიკაში ექიმს ფული და ყალბი ისტორიის შექმნა შესთავაზა, ექიმმა სპეცსამსახურს აცნობა! ამის შემდეგ სასწრაფოდ გაფრინდა სპეცრეისით მოსკოვში და როგორც ჩანს, არც დაბრუნდება საქართველოში! ხვდებით ხო, ორკებო როგორ გამოგიყენეს და მიგაგდეს?!", - წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ "ალტ-ინფოს" დამფუძნებელი, ზურაბ მახარაძე სამართალდამცავებმა მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის დასრულებს შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ცნობისთვის, ზურაბ მახარაძის გარდა, სამართალდამცავები ასევე "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორის, გურამ ფალავანდიშვილის სახლშიც შევიდნენ, სადაც ანალოგიურად ჩხრეკა ჩაატრეს და ისიც პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. საგამოძიებო მოქმედებები ტარდება "ალტ-ინფოსთან" დაკავშირებული კონსტანტინე მორგოშიას საცხოვრებელ სახლშიც.















0
1232
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1232