x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„სიამოვნებით ვიქნებოდი ვაჟიშვილი“, „ქორწინებამდე სექსის არ ქონას აქვს გემრიელი მხარე“
image


მომღერალი მიშო სულუხია სოციალურ ქსელში ქორწინებამდე სექსუალური გამოცდილების შესახებ თამამ პოსტს აქვეყნებს.


„ქორწინებამდე სექსის არ ქონის ფილოსოფიას, აქვს ერთი ძალიან სასიამოვნო და გემრიელი მხარე. ტრადიციების მიხედვით ამ დროს ქალწულ-ვაჟიშვილის სექსუალური ცნობიერება გამოუცდელი და სუფთაა და როდესაც არ გაქვს წარმოდგენა უკეთესზე, ამ დროს ბედნიერი ხარ იმითაც, რაც შენს წინაშეა, ხოლო ყოველი მომდევნო ლეველი უფრო და უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი ხდება, თუნდაც იმ ერთთან. ვიდრე პირიქით. ემოციები ისევე ცვდება და იცრიცება, როგორც ერთ დროს ფერებით სავსე ხალიჩა. სიამოვნებით ვიქნებოდი ვაჟიშვილი ....“ - წერს მიშო სულუხია.


მომღერალმა მიშო სულუხიამ ეს მოსაზრება გურამ შეროზიას გახმაურებული სტატუსის გამო გამოაქვეყნა.



ბლოგერმა გურამ შეროზიამ სოციალურ ქსელში ქორწინებამდე სქესობრივი კავშირის აუცილებლობაზე მორიგი პოსტი გამოაქვეყნა. ამასთან, შეროზია თავის სტატუსში აღნიშნავს, რომ მას აკვირვებს ის ფაქტი, როდესაც ბედავენ და ქორწინდებიან, მაშინ როცა ერთმანეთთან სექსი არ ჰქონიათ.

.

„ერთ რამეში გამარკვიეთ: აი, რომ ქორწინდებით და ამის შემდეგ დგება ეს ოხერი პირველი ღამე და ალალ-ბედზე ხართ...

- იქნება და რომელიმე კუნძივით ვაგდივართ

- ან შუქს ვაქრობთ „იმის“ წინ

- ან ბაღანეს გულიზე მხოლოდ და ყველი და პურის პოზის იქით არ ვკადრულობთ

- ან ზომებში „ვიჭედებით“, ან 2 წუთში „ვსრულდებით“ დაწყებიდან

- ან მე ალთას ვარ და ის ბალთას

რანაირად შეიძლება აირჩიო ცხოვრების მეგზური ასე ბრმად და გარტყმაზე? სექსში ვეწყობით თუ არა გონზე რომ არ ვართ და მარტო „შევიდა-გამოვიდა“ გვგონია სექსი? მერე უნდა იძრომიალონ სხგაგან, ან ორგაზმი არ ჰქონდეთ მთელი ცხოვრება, მერე აგრესიაში გადაეზარდოთ და ჩემს ბლოგზე ანთხიონ მკივანა კომენტარებად...

.
8 ლარიან ყველს რომ ყიდულობთ, რომელსაც ერთ დღეში ჭამთ და ინელებთ - იმას სინჯავთ ათასჯერ და მთელი ცხოვრება რომ ერთად ყოფნას გეგმავ და მხოლოდ ოჯახიშვილობა და დიპლომი რომ იცი - ეს ნორმალურია? “, - წერს შეროზია.

0
285
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
285
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0