x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
პირადი ფოტოდღიური ლინა შეინიუსისგან +15
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.


image


ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.



ლინა შეინიუსი არის თვითნასწავლი შვედი ფოტოგრაფი, რომელიც ლონდონში მოღვაწეობს. მის კარიერას საფუძველი ჩაეყარა მაშინ, როდესაც ფოტოხელოვნების აგენტმა აღმოაჩინა მისი ნამუშევრები ბლოგზე Tumblr და შეუკვეთა შარლოტა რეპლინგის პორტრეტი ჟურნალი Dazed and Confused-ისთვის.




"ფოტოგრაფიით გატაცება ადრეულ ასაკში დავიწყე. ყოველთვის მოხერხებული ვიყავი კამერების მიმართ და კარგად მესმოდა ფოტოგრაფიის არსი. ბევრი რამ ადრეულ ასაკშივე გავაცნობიერე, რადგან გავიზარდე ისეთ ოჯახსა და გარემოში, სადაც მქონდა წვდომა კრებსა და ფოტოალბომებზე. მამას უყვარდა ოჯახის გადაღება და პროექტორში ყურება წარმოოუდგენლად საინტერესო გახდა ჩემთვის. ჩემი საყვარელი საქმიანობა ასე დაიწყო" - ამბობს საკუთარ ვებ გვერდზე ლინა შეინიუსი.



ფოკუსირება ადამიანის სხეულებზე და მათ უნიკალურ ნაწილებზე- შეინიუსი ექსპერიმენტებს ატარებს იმაზე, თუ როგორ ურთიერთქმედებს მათთან სინათლე და ჩრდილი. საკუთარი ნამუშევრებით ის შესანიშნავად ახერხებს წარმოსახვისა და წარმოუდგენელი ტექნიკის გადმოცემას.



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




იხილეთ აგრეთვე:



ყველაზე სკანდალური ფოტოგრაფის ყველაზე პროვოკაციული ფოტოებიimage





კაცის თვალით დანახული ქალის სხეულის ყველაზე იდეალური ნაწილი +16image

0
589
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
589
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0