x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"არაფერში გამოსადეგი კაცი. წადი პენსიაზე შე ჩემა !!!!!…..”- ნახეთ, რამ გამოიწვია ია ფარულავას გაღიზიანება

image


მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა სოციალურ ქსელში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს საჯაროდ მიმართავს და მას პენსიაზე გასვლას ურჩევს: "გულახდილად მითხარით ვინმე დარეგისტრირდა ფაიზერზე? დაწერეთ სად გიწევთ მისვლა უნდა მიუვარდე იმ კლინიკებს და….. ამირან გამყრელიძე ოლიგარქი ვირის ხორცი, არაფერში გამოსადეგი კაცი. წადი პენსიაზე შე ჩემა !!!!!…." - წერს მსახიობი "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ მოსახლეობის აღშფოთება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ "ფაიზერის ვაქცინით აცრის მსურველები მითითებულ საიტზე ვერ რეგისტრირდებიან, ხოლო მათ ვისაც ბედმა გაუღიმა და წამიერად საიტზე შესვლა მაინც შეძლო აღმოაჩინა რომ ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომი აღარ იყო. გთავაზობთ აღშფოთებული მოქალაქეების კომენტარებს, რომელმაც ბოლო 24 საათი სოც ქსელი უბრალოდ წალეკა: "ერთი წუთით ჩართეთ საიტი და უკვე ყველაფერი დაჯავშნილი იყო. საკუთარ ბებია-ბაბუებს, ახლობლებს და ნათესავებს რომ აცრით, იქნებ ჩვენც დაგვიტოვოთ რამე. მართლა “ბედნიერი ერი” ვართ". "უნამუსო, მატყუარებო. საიტი არ მუშაობდა და როგორ მოხდა რომ ყველა ადგილი უკვე შევსებულია. სირცხვილია, მაგრამ თქვენთან ამაზე საუბარი ზედმეტია . 15:00 დან ვზივარ და მართლა 2 წუთითაც კი არ უმუშავია საიტი გამართულად და უცბათ საღამოს აღმოჩნდა რომ ყველა ადგილი დაკავებულია. ნეპოტიზმი და არაფროფესიონალიზმი ღუპავს საქართველოს. კიდევ გამოდიან და სერიოზული სახეებით გვესაუბრებიან." "სირცხვილია!!! აი ძალიან სირცხვილია!! მთელი დღე არ მუშაობს საიტი, გასწორდა თუ არა უკვე ყველაფერი დაჯავშნილი იყო…." "ქართულ-ჯიგრული პონტი?” თუ რა ქვია ეხლა ამას????". "დამთავრდა თბილისში ყველა დაჯავშნილია. ტყუილა არ იწვალოთ. მათხოვარი მთავრობაა და ღირსნი ვართ, ამდენს რომ კადრულობენ." "თქვე ნაძირალა მკვლელებო! როგორ დავუშვი, რომ რამე მაინც შეგეძლოთ გაგეკეთებინათ". "არჩევნებზე დაინახავს ეს მთავრობა ასეთი სინაგლის გამო პასუხს…". ცნობისთვის, "ფაიზერის" ვაქცინა საქართველოში გუშინ შემოვიდა. შექმნილი სიტუაციის გამო კი ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინვე განცხადება გაავრცელა და რეგისტრაციის საიტის შეფერხებით მუშაობის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.























0
1342
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1342