x
image
მაქს კავალერა
" სახელმწიფოს სიტყვას და ქმედებას უნდა ჰქონდეს ფასი. ეს არის მთავარი მიზანი"

„რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება, ამით მხოლოდ და მხოლოდ ქვეყანა და სახელმწიფო ზიანდება და ჩვენი მტერი სარგებლობს. როგორ შეიძლება ერთი ქართველი გამოდიოდეს და ეკლესიას აგინებდეს – მეორე ქართველი გამოდიოდეს და აქეთ ცემა-ტყეპას უტეხდეს და ამ დროს სახელმწიფო ამოფარებული იყოს ამ ხალხის ზურგსაც და ეკლესიასაც – არ შეიძლება, ეს უბრალოდ არასწორია. ჩვენ თუ არ დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და თუ არ შევცვალეთ ეს ყველაფერი – რა დაპირებაც არ უნდა გაიცეს, ბევრი სამუშაო ადგილი, გლეხებისათვის დახმარება, წყალი, გაზი, ყველაფერი რაც უნდა იყოს – თუ ქვეყანაში სიმშვიდე და უსაფრთხოება არ იქნება, ბავშვს თუ სკოლაში მშვიდად არ უშვებ და სახლიდან გასულ კაცს, ვიღაცა თავს რომ გაუტეხავს იმაზე ფიქრობ – დანარჩენის კეთებას არც ფასი ექნება, არც ინვესტიცია მოვა, არც ის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. ამიტომ არის, რომ სახელმწიფო უნდა იყოს ძლიერი და სახელმწიფოს სიტყვას და ქმედებას უნდა ჰქონდეს ფასი. ეს არის მთავარი მიზანი. “ – განაცხადა გახარიამ მოსახლეობასთან შეხვედრაზეimage

0
79
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0