x
image
მაია 24
ზოდიაქოს ნიშნების "მფარველმა ანგელოზმა" ნიშანი შეიცვალა - ვინ მიიღებს ბედისგან საჩუქარს და ვის რაში მოემართება ხელი მომდევნო 7 თვე
image


ივლისი ასტროლოგიური მოვლენებით დატვირთული თვეა. 13 ივლისს სელენამ, იგივე თეთრმა მთვარემ (ზოდიაქოს ნიშნების მფარველი ანგელოზი) ნიშანი შეიცვალა და თხის რქაში გადაბრძანდა, სადაც 2022 წლის 12 თებერვლამდე დარჩება.


სელენა გვაჩვენებს, რომელ სფეროში უნდა განვვითარდეთ, სად ვიქნებით დაცულები, რისი დახმარებით შევძლებთ ცხოვრების გაუმჯობესებას. თხის რქა, სადაც მფარველი ანგელოზი გადაბრძანდება არის მიწის სტიქიის, ძალაუფლების სიმბოლო. ყველამ უნდა შევძლოთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, წარმატების მიღწევა კარიერაში. დაწინაურებასა და მიზნების განხორციელებას შეძლებთ, თუ თხის რქასავით პატიოსანი და შრომისმოყვარე იქნებით. ყველას გირჩევთ, დაისახოთ კონკრეტული მიზანი და ნაბიჯ-ნაბიჯ, შეცდომების გამოსწორებით მიუახლოვდეთ გამარჯვების მწვერვალს. სამუშაო გრაფიკი და დისციპლინა უნდა იყოს გონიერი. სელენა 7 თვის განმავლობაში სატურნის სტუმარი იქნება. სატურნი არის კარმა, დრო. მას უყვარს შეზღუდვა და პასუხისმგებლობის დაწესება. ყველას მოგვეთხოვება გააზრებულობა, ზომიერება. გაუმჯობესდება ურთიერთობა სახელისუფლო და სახელმწიფო სტრუქტურებთან. კარგი პერიოდია მშენებლობის, რემონტის, გადაკეთებისთვის, კონსტრუქციისთვის, გაუმჯობესებისთვის.


  • სელენას გავლენას და მხარდაჭერას ყველაზე მეტად იგრძნობენ ისინი, ვისი ასაკიცაა: 7, 14, 21, 28, 35, 42, 49, 56, 63 წელი და ა.შ.

პროგნოზი ნახეთ თქვენი მზისა და ასცენდენტი მიხედვით.



ვერძი


იყავით მომართული კარიერულ წინსვლაზე. გელით სამსახურის მოძიება, დაწინაურება. გაგიმართლებთ, თუ ბიზნესის გაფართოებას გადაწყვეტთ. აიმაღლებთ სტატუსს, მიიღებთ წოდებას. შეიძენთ ბინას. ოფიციალურად დაქორწინდებით. მთავარია, არ იყოთ ამბიციური, არ გამოავლინოთ ეგოიზმი, პატივი სცეთ ადამიანებს, ვინც თქვენზე უფროსია ასაკით ან სტატუსით.


კურო


წარმატება გელით თუ ტურისტულ ბიზნესში ხართ, მოგზაურობისას. კარგია უცხო ენების შესწავლა, თვალსაწიერის გაფართოება. შეიძლება ოცნებობდით მიგრაციაზე ან უცხოელებთან მუშაობაზე და აგისრულდებათ. გაგიმართლებთ ლიტერატორებს, პედაგოგებს, იურისტებს, მეცნიერებს. თუ ამ პერიოდში შვილიშვილი შეგეძინებათ, ის იქნება საჩუქარი მთელი თქვენი გვარისთვის.


ტყუპი


მფარველი ანგელოზი დაგიცავთ ყველა რთულ მომენტში. მარტივად გამოძვრებით სახიფათო, უსიამოვნო სიტუაციებიდან. ნუ შეუშინდებით კრიზისებს, მათი დაძლევით მაღალ საფეხურზე გადაინაცვლებთ. გათავისუფლდებით ვალებისა და კრედიტებისგან. თუ პატიოსნად ცხოვრობდით, მატერიალურად დასაჩუქრდებით.


კირჩხიბი


გაგიუმჯობსდებათ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. იზრუნეთ ახლობლების კეთილდღეობაზე. თუ მარტოხელა ხართ, ამ 7 თვის განმავლობაში მფარველი ანგელოზი საბედოს მოგიყვანთ. თუ მეორე შვილის გაჩენას აპირებთ, ის თქვენთვის ღვთის საჩუქარი იქნება.

ლომი

სელენა დაგეხმარებათ ჯანმრთელობისა და სამსახურის საკითხებში. გამოჯანმრთელდებით, თუ რამე დაავადება გაწუხებდათ. გაგიუმჯობესდებათ საოჯახო პირობები. ეს შეიძლება იყოს რემონტი, საოჯახო ნივთების შეძენა. თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, იშოვით. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან, სამუშაო პირობები.


ქალწული


მომდევნო 7 თვის განმავლობაში თქვენს ცხოვრებში სიხარული და სიყვარული დაისადგურებს. ბავშვები გაგახარებენ თავიანთი ამბებით. თუ გსურთ, აუცილებლად გახდებით მშობელი. თქვენი გული სიყვარულით აივსება. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით; დაწყვილებულებს - რომანტიკული თავგადასავლები. შეიძლება საკუთარ თავში ახალი შემოქმედებითი ნიჭი აღმოაჩინოთ.


სასწორი


ოჯახთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები გააქტიურდება. ეცადეთ, მზრუნველი იყოთ ოჯახის წევრების მიმართ. გამოავლინეთ პატივისცემა მშობლების, წინაპრების მიმართ. განაახლეთ ოჯახური და საგვარეულო ტრადიციები. კარგი პერიოდია უძრავი ქონების შესაძენად, ქორწინებისთვის. მოინახულეთ წინაპრების საფლავები. შეუკვეთეთ მათი სულებისთვის პარაკლისი.


მორიელი


დაუმეგობრდებით გავლენიან ადამიანებს, მიიღებთ საჭირო ინფორმაციას, რაც საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია სასწავლო კურსებზე ჩასაწერად, მივლინებისთვის. წარმატება გელით პიარის, რეკლამის, ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებს. ახალი იდეები დაგებადებათ, მოგზაურობას შეძლებთ.


მშვილდოსანი


თვითშეფასება აგიმაღლდებათ, მოგინდებათ მეტი ფულის გამომუშავება. სელენა დაგეხმარებათ, უკეთ შეაფასოთ საკუთარი თავი, ცოდნა. გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო. საშუალება მოგეცემათ, ფული დააბანდოთ ძვირად ღირებულ ნივთებში, სარფიან ბიზნესში.


თხის რქა


ყველა კეთილ საქმეში და ახალ წამოწყებაში სელენას მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. საკუთარ თავსაც უნდა დაეხმაროთ ნიჭის გამოვლენაში, წარმატების მიღწევაში და ახლობლებსაც. წარსულში შესრულებული კეთილი საქმეების გამო ჯილდოს ახლა მიიღებთ. ეს არის დრო, როცა არ უნდა შეგეშინდეთ ვალდებულებების აღების.


მერწყული


გამოჯანმრთელდებით ან თავად თქვენ, ან ადამიანი ვისაც უვლით. მოგეტევებათ ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც წარსულში ჩაიდინეთ. გათავისუფლდებით იმ ტვირთის, ვალდებულების, დანაშაულის გრძნობისგან, რაც მხრებზე მძიმედ გაწვათ. ეს არის სულიერი ზრდის პერიოდი. გათავისუფლდით მაცნე ჩვევებისგან.


თევზები


წარმატებას მიაღწევთ მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად საქმიანობით. ზოგიერთი ინტერნეტსაქმიანობას (ბლოგის წერას) გადაწყვეტს და გაუმართლებს. იყავით მოსიყვარულე და მზრუნველი სხვისი შვილების მიმართ. იყავით მომართული გამარჯვებაზე, რადგან თქვენს ცხოვრებაში სურვილების ასრულების დრო დგება. ზოგიერთს კი საინტერესო, სასიყვარულო შეხვედრა გელით, თუ ამაზე ოცნებობდით.


ასევე დაგაინტერესებთ:



კარმის პლანეტა "უკანმავალი" გახდა - რა უნდა მოასწროთ 2021 წლის ოქტომბრამდე და რა "საჩუქრებს" გიმზადებთ სატურნი ზოდიაქოს ნიშნებს


ბედნიერების პლანეტა ნიშანს იცვლის - ასტროლოგები მსოფლიოში მოსალოდნელ დიდ ცვლილებებსა და ზოდიაქოს 3 ნიშანზე, რომლებსაც ერთი წელი სასიკეთო პერიოდი ელით

რას მოგიტანთ ბედნიერების პლანეტა იუპიტერი 2022 წლის დეკემბრამდე, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - "გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 2010 წელს..."


დადგა 5-თვიანი კარმული პერიოდი - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელმაც ახალი საქმეების წამოწყება უმჯობესია, შემოდგომამდე გადადოს


"დღეიდან ე.წ. "კატასტროფის ღერძი" გააქტიურდა, ამ ასპექტზე მოხდა ჩერნობილის კატასტროფა, ჰიროსიმას დაბომბვა და კენედის მკვლელობა" - რა უნდა ვიცოდეთ ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებზე



"ხალხი "ენას ამოიდგამს" და ოჯახურ სკანდალებსაც კი გაასაჯაროებს... მეტად მოვიზიდავთ იმას, რისიც გვეშინია" - რა საფრთხეს მოგვიტანს ლილიტი მომდევნო 9 თვეს



ვინ იშოვის დიდ ფულს, ვინ გახდება თაღლითობის მსხვერპლი და ვინ გაიგებს მოულოდნელ საიდუმლოს საკუთარ პარტნიორზე - 9 თვის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ლილიტის მიხედვით

1
2745
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
2745
  
2021, 15 ივლისი, 14:24
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
0 1 1