x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
სიკვდილი, როგორც ბლოკბასტერში: ნახეთ, როგორ უსწორდება კიმ ჩენ ინი საკუთარ ოპონენტებს

image


გენერალს, რომელსაც მშიერი პირანიების გამოსაკვებად იყენებენ - შოკისმომგვრელი სცენა, თითქოს ჰოლივუდის ბლოკბასტერიდან ყოფილიყოს აღებული. ამბობენ რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ერთ-ერთ სამხედროს სწორედ ამ სასტიკი ფორმით გაუსწორდა. დიქტატორი, რომლის ძალაუფლებაც ქვეყანაში არავის და არაფერს ინდობს უარესზეა წამსვლელი. ჩრდილოეთ კორეაში უმაღლესი რანგის პოლიტიკოსების "წმენდა" რეგულარულად ხდება. კიმ ჩენ ინი საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი, ვინც მას აწყენინებს არ ინდობს. სწორედ დღევანდელი სტატიიდან გაიგებთ, რა საშინელი მეთოდებით სჯის ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ადამიანებს, რომლებიც მას უბრალოდ არ მოსწონს.


image


ფორმები, რომლითაც კიმ ჩენ ინი დამნაშავე ქვეშევრდომებს უსწორდება შოკში ჩაგაგდებთ. ადამიანების საზენიტო ქვემეხიდან დაცხრილვა, ოპონენტების ველური, დამშეული ძაღლებისთვის და პირანიებისთვის მიგდება და კიდევ არაერთი სხვა სასტიკი მეთოდი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის ახალგაზრდა ლიდერი საკუთარი მოწინააღმდეგებისთვის ანგარიშის გასასწორებლად იყენებს. მაშ ასე, მოდით ვნახოთ, თუ როგორი "დახვეწილი" დასჯის მეთოდები მოქმედებს მსოფლიოს ამ ერთ - ერთ ყველაზე იზოლირებულ და უცნაურ ქვეყანაში.




2019 წელს ცნობილი გახდა, რომ დიქტატორმა სიკვდილით ის დიპლომატები დასაჯა, რომლებმაც დონალდ ტრამპთან ვიეტნამში შეხვედრის დროს შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

image


კიმი სიკვდილით დასჯას განიხილავს როგორც აუცილებელ ზომას საკუთარი ძალაუფლების გასაძლიერებლად. ის მამის, კიმ ჩენ ირის კვალს მიჰყვება, რომელმაც ძალაუფლების მიღებისთანავე მრავალი ჩინოვნიკი სიკვდილით დასაჯა. ძველი რევოლუციონერები, რომლებიც იაპონელების წინააღმდეგ იბრძოდნენ მან თანამდებობებიდან დაითხოვა, რომელთა კვალიც მალევე უკვალოდ გაქრა.


image


კიმ ჩენ ინი, სიკვდილით დასჯის საშინელ მეთოდებს ხშირად ჰოლივუდის ფილმებიდან იღებს. 2018 წელს მალაიზიის აეროპორტში მისი ძმის მკვლელობა ბონდის ფილმის სიუჟეტს მოგაგონებდათ, რომელიც რეალობად იქცა. კიმ ჩენ ნამი ნერვული გაზით იქნა მოკლული, დღემდე ბევრი თვლის, რომ მისი მკვლელობა სწორედ ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ "შეუკვეთა".


image


გასულ წელს ხმები გავრცელდა, რომ დიქტატორის ერთ-ერთი გენერალი, რომელსაც მას შემდეგ რაც სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში ბრალი დასდეს პირანიებით სავსე ცისტერნაში ჩააგდეს.სიკვდილით დასჯის საშინელი მეთოდი 1977 წელს ჯეიმს ბონდზე გადაღებული მეათე ფილმიდან - "ჯაშუში, რომელსაც ვუყვარდის" სიუჟეტიდან იქნა აღებული. მართალია, ასეთი ამბების დადასტურება შეუძლებელია, მაგრამ მსოფლიო მედიაში მსგავსი ინფორმაცია მაინც პერმანენტულად ჩნდება.


image


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს კიმის ბიძა, ჩან სონ ტხეკი დასაგლეჯად 120 დამშეული ველური ძაღლისთვის გაიმეტეს, თუმცა მოგვიანებით ეს ვერსია უარყვეს, მაგრამ ფაქტია, რომ დიქტატორის ნათესავს მართლაც სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა მიესაჯა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კიმმა მას ბიძის მოკვეთილი თავი მას შემდეგ აჩვენა, რაც მას საზენიტო იარაღიდან ესროლეს. 2017 წელს ერთ - ერთმა ჩრდილოეთ კორეელმა დეზერტირმა მოყვა, თუ როგორ შეესწრო 11 ადამიანის სასტიკ მკვლელობას, რომელთა ნაწილებიც შემდეგ მიწაში ჩაფლეს და ზედ ტანკით გადაუარეს. მისი სიტყვების დასტურად, შეერთებულმა შტატებმა სატელიტიდან გადაღებული 2014 წლის ფოტოები წარმოადგინა სადაც ნათლად ჩანდა ექვსი საბჭოთა საზენიტო ქვემეხი თუ როგორ იყო პირდაპირ ადამიანთა ჯგუფზე მიმართული, რომლებიც 30 მეტრის დაშორებით იდგნენ.


image


2014 წელს ერთ - ერთ სამხრეთ კორეულ გაზეთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე ო სან ჰონი ცეცხლსატყორცნი იარაღიდან იქნა დახვრეტილი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ამბავი ანონიმური წყაროდან გავრცელდა, მისი დადასტურება ძნელია. დანამდვილებით არავინ იცის ამ საშინელ ჭორებს შიშის დასანერგად, თავად კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მავრობის ოფიციალური წარმომადგენლები ავრცელებენ თუ ისინი უბრალოდ ჩრდილოეთ კორეის მტრების მიერ არის შეთხზული.


image


ცოტა ხნის წინ, კვლევის ფარგლებში ქვეყანაში ასობით ადგილი იქნა აღმოჩენილი, სადაც სიკვდილით საჯაროდ დასჯა ხდებოდა. მსგავსს საკითხებზე მომუშავე სეულში დაფუძნებულმა ჯგუფმა ის ადგილები დაადგინა, სადაც თვითმხილველების თქმით, ჩრდილოეთ კორეის მთავრობის წარმომადგენლებმა სიკვდილით რიგითი მოქალაქეები და მთავრობის წევრები დასაჯეს. ანგარიშის თანახმად, საჯაროდ სიკვდილით დასჯა მდინარეების მახლობლად, მინდვრებსა და გორაკებზე, ბაზრებსა და სკოლის ტერიტორიაზე ხდებოდა. მკვლევარების თქმით, მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებს საკუთარი ახლობლების მკვლელობის აქტზე დასწრებას ხშირად აიძულებდნენ.ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფს სრულფასოვანი გამოძიების ჩასატარებლად და 610 ადამიანის ინტერვიუს ჩასაწერად მთლიანობაში სულ 4 წელი დასჭირდა.





























0
939
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
939