x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აი რატომ უნდა ვასწავლოთ პოლიციელებს და ზოგადად ძალოვნებს იარაღთან მოქცევის წესები

image საკმაოდ დიდი ხანია რაც ცეცხლსასროლ იარაღებთან მაქვს შეხება და მივედი დასკვნამდე-არავის უნდა მიეცეს უფლება ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი მანამ, სანამ სრულფასოვნად არ ისწავლის იარაღთან ქცევის წესებს.
ცეცხლსასროლი იარაღის ტყვია არაა ხის მცირე ნაფოტი მოგხვდეს და არ დაგაშაოს. ცეცხლსასროლი იარაღი განსაკუთრებით საშიშია როცა ის ხვდება ფსიქიურად არამდგრადი ადამიანის, დილეტანტი ძალოვნის ან ბავშვის ხელში.
სამწუხაროდ მსოფლიოში ჯერ კიდევ მაღალია მოულოდნელად გავარდნილი იარაღის წყალობით დაღუპული ან დასახიჩრებული ადამიანების რიცხვი.
სანადირო თოფიც კი ძალიან საშიშია, თავად ვარ შემსწრე მოყვარულმა მონადირემ როგორ გაისროლა წვრილი საფანტით დატენილი თოფი მწყრის მიმართულებით როცა მწყერთან ერთ ხაზზე იმყოფებოდა მეორე მონადირე.
საბედნიეროდ ახალგაზრდა კაცი გადაარჩინა იმან, რომ წვრილი საფანტი, როგორც წესი შორს ვერ მიდის.
სამხედრო ნაწილშიც შევსწრებივარ არასაშტატო სიტუაციაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაუგეგმავ გასროლას.
იარაღი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ჩაკეტილი დამცველით, ოპერატიული ჯგუფის წევრები ხშირად წინასწარ გადატენიან ხოლმე იარაღს გადატენვაზე დრო, რომ არ დახარჯონ. ამ დროს ვაზნა უკვე ზის ლულაში და სასხლეტზე ხელის გამოკვრისას ტყვია ვარდება, ამიტომაცაა აუცილებელი იარაღი დაბლოკილი იყოს დამცველით.
თუ საჭიროება მოითხოვს და მსროლელიც გამოცდილია ის აუცილებლად დადებს ერთ თითს დამცველზე, რათა საჭიროებისას დროის დაკარგვის გარეშე გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი დანიშნულებისამებრ.
ამ ვიდეოში გარკვევით ჩანს თუ როგორ აბარებს პოლიციელი, ოფიცერი ქალი ტაბელურ იარაღს პოლიციის სამმართველოში.
იღებს იარაღს ბუდიდან, ხსნის მჭიდს, ამოაქვს სათადარიგო მჭიდი და ვაზნებს სპეციალურ ბუდეში დათვლის შემდეგ ალაგებს. როცა ვერ დააფიქსირა ერთი ვაზნის ნაკლებობა ხელში აიღო პისტოლეტი (სავარაუდოდ მექანიზმის გადასაწევად რათა ლულაში მიცემული ვაზნა მექანიზმს უკანვე ამოეგდო), რა დროსაც მოხდა გასროლა.
ოფიცერ ქალს იარაღი არ ჰქონდა დაბლოკილი რასაც შეეძლო იქვე მდგომი პოლიციის ოფიცერი მეორე ქალის ან იარაღის მიმღების დაჭრა გამოეწვია.


0
378
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
378