x
image
თამილა გურაშვილი
"..ხელისუფლებას საზოგადოება იდიოტების თავყრილობად მიაჩნიათ.."- ირაკლი მელაშვილი

image



"ყველაზე დიდი დარტყმა ამ ხელისუფლებას მიაყენეს იმ "პიარ გიგანტებმა" რომლებმაც დაიწყეს ლექსოს დისკრედიტაციის კამპანია. გარდაცვლილის "გაშავების" აბსოლუტურად ამორალური პრაქტიკა, რომელის დაიწყო გიო სანაიას, შემდეგ კი გაგრძელდა გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის და სხვების გარდაცვალებისას, რომელიც სხვათა შორის მოდის 30-ანი წლების საბჭოთა რეპრესიების პრაქტიკიდან, საქართველოში ყოველთვის ხელისუფლებას ანადგურებდა და არა ამ ბინძური სახელისუფლო პროპაგანდის ობიექტებს.
ის რომ ვიღაცეებს ხელისუფლებაში ჯერათ, რომ გარდაცვლილის კომპრომეტაციით ადამიანის სიცოცხლის მოსპობის გამართლებაა შესაძლებელი, არის ყველზე დიდი მარაზმი და იდიოტიზმი, რომელიც შეიძლება ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს მოუვიდეთ თავში.
ეს ყველაფერი სხვათაშორის ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას საზოგადოება იდიოტების თავყრილობად მიაჩნიათ, არადა, მგონი, პირიქითაა. 30 წელია ამ ქვეყანაში ყველა ხელისუფლების მთავარი მტერი საკუთარი ამორალობა, დანაშაულებრივი შეცდომები და მათი მოხრეების პრიმიტივიზმია, რომლებსაც ხელისუფლების მხარდაჭერად არა მისი საქმიანობის ობიქტური შეფასება და ამით მათი შეცდომების პრევენცია, არამედ, ყველა სისულელეზე ტაშის კვრა, ჯოს ჯოს ძახილი და ახლა კიდევ დამატებით, ამ შეცდომების "გამპრავებელი" პოსტების წერა მიაჩნიათ.' წერს ირაკლი მელაშვილი
0
45
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0