x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მოვილაპარაკოთ და დავადგინოთ, ჟურნალისტი უნდა იყოს თავისუფალი თუ აღვირახსნილი ამ ქვეყანაში-მეუფე ნიკოლოზი
image

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს ვრცელი ინტერვიუ მისცა:


***ნებისმიერ შემთხვევაში, სასულიერო პირი თუ მოუწოდებს ძალადობისაკენ, ეს დასჯადია და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა ვიღებთ, რომ ჩვენ ყველაზე მეტად მოგვეთხოვება, არ მოვუწოდოთ ძალადობისკენ ადამიანებს, მაგრამ განსამარტია, რა არის ძაალდობა... თქვენ, ჟურნალისტებს, გაქვთ უფლება, რომ ძალადობისკენ მიუწოდოთ ადამიანებს? არავის აქვს ამის უფლება.


*** ყველა ჟურნალისტს მოვუწოდებ წაიკითხოს წიგნი, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მწერლის, ჰაინრიხ ბიოლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, რომელმაც თავის თავს რაც გადახდა ჟურნალისტებთან ურთიერთობაში აღწერა რომანში, რომელსაც ჰქვია "კატერინა ბლუმის შელახული ღირსება". როგორ მიიყვანა ჟურნალისტმა ადამიანი თვითმკვლელობამდე. ეს წიგნი წაკითხული გაქვთ? თუ არ გაქვთ წაკითხული სირცხვილი არაა.



***ჩვენ ყველამ გავინაწილოთ პასუხისმგებლობა. თქვენ, ჟურნალისტები, იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას, რა ძალადობაც განხორციელდა ადამიანების მიმართ ბოლო პერიოდში და კონკრეტულად ჩემ მიმართ, ამაზე? ეს იყო არნახული ძალადობა ქვეყანასა და ადამიანის ცნობიერებაზე.

image

***თქვენ, ჟურნალისტები, იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას, რომ ჟურნალისტები პირდაპირ გადახტნენ ბავშვთა სახლში და ბავშვებზე განახორციელეს ძალადობა? არის ამის საჯარო კადრები. ვინმე დაისაჯა ამისთვის? ვინმეს ამისთვის რამე შენიშვნა მისცეს?


***ეს ძალადობები გროვდება და კი არ აბათლებს ერთმანეთს, საბოლოო ჯამში, ხდება ასეთი სამწუხარო ფაქტები, ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ამას.


***ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ავიღებთ, თქვენ თქვენი წილი აიღეთ, დავსხდეთ და ერთად მოვილაპარაკოთ და დავადგინოთ, ჟურნალისტი უნდა იყოს თავისუფალი თუ აღვირახსნილი ამ ქვეყანაში. ჟურნალისტის აღვირახსნილობა არის მიუღებელი. გარკვეულწილად ამანაც გამოიწვია ეს ყველაფერი.

***შევთანხმდეთ ერთამენთთან, რომ არა მარტო არ გავლახავთ ერთმანეთს, სიძულვილით არ შევხედავთ ერთმანეთს.


***5 ივლისს რაც ხდებოდა რუსთაველის გამზირზე, ეს იყო არნახული ძალადობა ქვეყანაზე, ადამიანის ფსიქიკაზე და ყველაზე უარესი ის იყო, რომ ეს მოხდა თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით. ეს იყო ტყუილი და საშინელი ძალადობა ადამიანის ფსიქიკაზე. ამას მოჰყვა შედეგად ის, რომ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა ჟურნალისტებზე".

0
229
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0