საზოგადოება დარეჯან მეფარიშვილი: " ..რა შევუკვეთე და რა ჩამოვიდა..." 2021, 13 ივლისი, 16:59 ![]() "ახლა მე თქვენ გეტყვით, გაგანია პანდემიის დროს რატომ ჩამოვედი თბილისიდან სამტრედიაში და რატომ მივიღე მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, როგორც ამომრჩეველმა. 1. მამაჩემმა არ მომასვენა;
2. სევერიანოვიჩის ხათრით ჩავთვალე, რომ ჩემი ერთი ხმა და ჩემი დიდი ოჯახის ბევრი ხმა, საქართველოსთვის ძალიან საჭირო იყო;
3. მინდოდა, რომ ახალ პარლამენტს შეემუშავებინა კანონები, მაგალითად, მარტოხელა დედებისთვის, მარჩენალდაკარგული ბავშვებისთვის - ეს ყველაზე მთავარი. უმთავრესი, ძალიან მინდა ახალი სს კოდექსი შეიმუშაონ, რომელიც დაიცავს საქართველოს ყველა მოქალაქეს. სურვილი მაქვს ისეთი შრომის კოდექსი მიიღონ, რომელიც დაგვიცავს. მინდა მოქმედებდეს მთელი რიგი კანონები, რომელიც საქართველოს გარანტირებულ წინსვლაზე იმუშავებს!
![]() "ჩამოვიდა":
1. უმრავლესობაზე მოძალადე უმცირესობა;
2. არეულობისა და ქაოსის "მეხოტბე" დეპუტატები;
3. ამომრჩევლის ნების დამთრგუნველი, ჩამრეცხავი და უპასუხისმგებლო "კანონშემოქმედნი";
4. უკანონობის დამკანონებელნი;
და, რაც ყველაზე მთავარია, ორივე მხარეს აწყობს (უფრო ლამაზად ითქმის ასე - ხელს აძლევს) შექმნილი მდგომარეობა. როცა არ არის პრობლემა, თავადვე ქმნიან, შემდეგ ჭრიან და გვაყვედრიან - აი, საზოგადოების დაკვეთა - ჩვენ რომ არა, "ამათ" ხელში რა გეშველებოდათ.
![]() ![]() ![]() ![]() ![]() არ მინდა, მოძალადემ პრემიერის გადაყენება მოითხოვოს და შეურაცხყოფა მიაყენოს - საღებავებით გათხუპნოს შენობა, უცენზურო სიტყვებით მოიხსენიოთ მთავრობის მეთაური. მეტიც, უწოდოს მას მკვლელი!
ვინმე თუ მეტყვის, პრემიერს ამით არა დააკლდება რაო, ჩავთვლი, რომ საქმე მაქვს გაუნათლებელ, მაგრამ "რაღაც მანქანებით" დაფასებულ ადამიანთან, რომლისთვისაც პრემიერიც სულერთია, სამშობლოც და ამ სამშობლოს სასწაულებრივად შემორჩენილი ქართული გენი, მაგრამ რატომღაც ლაპარაკის უფლებაც აქვს და თქვენ წარმოიდგინეთ კლავიატურაზე კაკუნიც შეუძლია.
მე მინდა მშვიდობა, რომელზედაც 30 წელზე მეტია ვოცნებობ. "გარედან ისე ჩანს", თითქოს 30 წლის წინანდელს მივსტირი. არადა, ფაქტია - 30 წელია ვოცნებობ!- ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი
295 2-ს მოსწონს
|