სხვა ლექსო ლაშქარავას ცემისთვის დაკავებული ადრე "გააცინე და მოიგე"-ში მონაწილეობდა(ვიდეო) 2021, 12 ივლისი, 22:08 ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას "სირცხვილიას" ოფისში ცემისთვის დაკავებულია დათო კუტალაძე. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე დაკავებული 1992 წელს დაბადებული დავით კუტალაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2, 156 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით 6 წლამდე პატიმრობაა ემუქრება დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა წინასწარი დასკვნები და ვიდეომასალა, რომელიც სავარაოდ ნარკომოხმარებაზე მიანიშნეს. გაირკვა, რომ დავით კუტალაძე რამდენიმე წლის წინ ცნობილ შოუში „გააცინე და მოიგე“ მონაწილეობდა, იგი იუმორის დახმარებით თანხის მოგებას ცდილობდა. 791 2-ს მოსწონს 2-ს არა
|