ორსულობა და ბავშვი რჩევები ორსულებისათვის ზაფხულის პერიოდში დასვენებასთან დაკავშირებით 2021, 12 ივლისი, 15:27 1. გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე ჩაიტარეთ ექიმის კონსულტაცია, რათა მიიღოთ უსაფრთხოდ მგზავრობის უფლება. 2. საუკეთესო პერიოდი მგზავრობისათვის არის 14-26 კვირამდე. 3. შეეცადეთ გაემგზავროთ იქ, სადაც საკვების ხასიათი და კლიმატი არ იქნება საცხოვრებელი ადგილისაგან მკვეთრად განსხვავებული. 4. სასურველია მგზავრობის ხანგრძლივობა ( ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება) არ იყოს 5 საათზე მეტი.
5. ყურადღება მიაქციეთ აეროპორტში სკანერის გავლისას არ გამოიყენებოდეს რენტგენის სხივები (იშვიათია მაგრამ მაინც) ასეთ შემთხვევაში მესაზღვრეს წარუდგენთ ექიმისაგან მიღებულ ორსულობის დამდასტურებელ ცნობას. 6. მგზავრობისას ჩაიცვით ძალიან მოხერხებული სამოსი. 7. გამგზავრებისას წოლით მდგომარეობაში ჩაიცვით კომპრესიული წინდები, მიიღეთ სითხე, სულ მცირე 1.5 ლ. წყალი და მგზავრობის ყოველი საათის ბოლოს იმოძრავეთ (სიარული). 8. ორსულობის დროს ზღვაში ბანაობა ნებადართულია, ისევე როგორ ზომიერი დატვირთვით ცურვა . 9. რუჯი პირდაპირი მზის სხივების ქვეშ რეკომენდებული არ არის. კატეგორიულად აკრძალულია მზეზე ყოფნა 11:00-17:00 საათამდე შუალედში. 10. ჩასვლისთანავე მოიპოვეთ ინფორმაცია უახლოესი საავადმყოფოს შესახებ. თუკი მიემგზავრებით საზღვარგარეთ, გაიგეთ როგორ დარეკოთ სასწრაფო დახმარების მისაღებად. გაიგეთ სად მდებარეობს უახლოესი აფთიაქი. 11. ნუ დაარღვევთ კვების და ძილის რეჟიმს. ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ორსულობის მინდინარეობაზე. 26 1-ს მოსწონს
|