x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"როგორი ნაძირალა უნდა იყო, რომ მის დაღუპვაზე მუშაობისას ფონიჭალა გაგახსენდეს" – ლევან ლორთქიფანიძე

image


პოლიტოლოგი და "კავკასიური სახლის" საბჭოს წევრი, ლევან ლორთქიფანიძე ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ყველა იმ ადამიანს "ნაძირალას" და "არაადამიანს" უწოდებს ვისაც გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე მუშაობისას მაშინვე ფონიჭალა ახსენდება. ლორთქიფანიძის თქმით, ახალგაზრდა კაცი ქალაქის ცენტრში ათობით გავეშებულმა სუბიექტმა ჩაქოლა, რომლის დაცვაც სახელმწიფომ ვერ შეძლო: "კიდევ კარგი დღეს ქართული ვიკიპედიის დედაქალაქს - სურამის მეორე საჯარო სკოლას ვსტუმრობდი. მხოლოდ ცოდნის ასეთ პატარა კერებში დატრიალებულ სიკეთესა და სინათლეს შეუძლია იმ ტოქსიკური გარემოს შემსუბუქება, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. ერთ პატარა ოთახში ისტორიის ისეთი კაბინეტი აქვს ჯაბა ლაბაძეს მოწყობილი, რომ მტერს თვალს დაუბნელებს. იქაურობა სურამის ციხეზე მოგროვილი არტეფაქტებით, ოჯახებიდან მოტანილი საბჭოთა დოკუმენტებით, დიდი ისტორიული ბრძოლების აღმნიშვნელი მუყაოს ფიგურებით, ნაირ-ნაირი დროშებითა და რუკებით არის მორთული. ყველა ნივთს ეტყობა, რომ დიდი შრომის შედეგად აღმოჩნდნენ ამ კაბინეტში. იქვე ვნახე უძველესი ეპოქების ქრონოლოგიურ სვეტად გადაკეთებული უბრალო იატაკის ჯოხი, რომლის ძირსაც დინოზავრები ამაგრებენ და შემდეგ, ძელის აყოლებაზე ყველა ხანის აღმნიშვნელი ბარათია მიმაგრებული, ვიდრე სახელმწიფოების დაარსებამდე... სკოლა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობისაა, ამიტომ კაბინეტის კარი ექვთიმეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ ინტერაქტიულ დაფად არის გადაკეთებული. რაც მთავარია აქ მოსწავლეები სწავლობენ, ვიკიპედიის სტატიებს წერენ, არედაქტირებენ და ხანდახან გზააბნეული ხალხის ლექციებსაც უსმენენ. უკან დაბრუნებული, ცხადია, კვლავ ლექსო ლაშქარავაზე ვფიქრობ. როგორი ნაძირალა და არაადამიანი, ყველაფრის მკადრებელი უნდა იყო, რომ მის დაღუპვაზე მუშაობისას უპირველესად საავადმყოფოს რენტგენის აპარატის გაუმართაობის საკითხი განიხილო და მაშინვე ფონიჭალა გაგახსენდეს. ადამიანი ქალაქის ცენტრში ათობით გავეშებულმა სუბიექტმა ჩაქოლა. სახელმწიფომ კი მისი დაცვა ვერ შეძლო. ამად ღირს რამე??? " - წერს ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში და აღნიშნულ სტატიას აზიარებს.


image


შეგახსენებთ, რომ ტვ "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით, საკუთარმა დედამ ლოგინში გარდაცვლილი იპოვა. რამდენიმე დღის წინ, ის რუსთაველის გამზირზე რადიკალური დაჯგუფებების მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა.




0
204
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
204