x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138978
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
12 მტკიცებულება, რომ მილიონობით წლის წინ, მსოფლიო ბევრად მკაცრი და სასტიკი იყო

წარსულის შესწავლა, თანამედროვე ადამიანს, აწმყოს გაგებაში და მომავლის პროგნოზირებაში ეხმარება («აწმყო — შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავლისა» ი. ჭავჭავაძე). ისტორია ბევრ რამეს მხოლოდ კი არ გვასწავლის, იმასაც გვაჩვენებს, თუ რამდენად საინტერესო და ძლევამოსილია დედა–ბუნება... და ეს რომ ასეა, ამ ფოტოების დათვალიერების შემდეგ უფრო მეტად ვაცნობიერებთ.


image


აქ წარმოდგენილი სურათები, დროის მანქანასავით არის – წარსულში გადასვლაში გვეხმარება და იმის ნახვის საშუალებას გვაძლევს, რაც ჩვენს პლანეტაზე, მილიონობით წლის წინ იყო და რასაც საკუთარი თვალით ვერასდროს ვნახავთ.


სარკოსუკუსი (Sarcosuchus) და თანამედროვე ნილოსის ნიანგის თავის ქალის შედარებაimage


სარკოსუკუსი — გიგანტური ნიანგების გადაშენებული გვარი, რომელიც არ მიეკუთვნება ნიანგების თანამედროვე რიგს. ის ნილოსის ნიანგზე 3–ჯერ დიდი იყო.


ეს კი, სარკოსუკუსის და ადამიანის თავის ქალების შედარებააimage


ამ გიგანტის სხეულის სიგრძე, დაახლოებით, 12 მ. იყო. ხოლო მასა, 8 ტონას აღემატებოდა! ჩვენდა საბედნიეროდ, ის 112 მლნ. წლის წინ გადაშენდა.


ტირანოზავრი რექსი (Tyrannosaurus – «ტირანი ხვლიკი» rex – «მეფე»), რეკონსტრუქცია, ბუნებისმეტყველების მუზეუმი, ჩიკაგო, აშშimage


ტირანოზავრი რექსი იყო ერთ-ერთი უდიდესი მტაცებელი დედამიწაზე, რომელიც 68 მლნ. წლის წინ, ჩრდ. ამერიკის დას. რეგიონების მდინარის ტყიან ხეობებში ბინადრობდა. მისი სხეულის სიგრძე, საშუალოდ, 12 მ–ი იყო, ხოლო სიმაღლე — 4, 5-დან – 6 მეტრამდე.


ტიტანობოა (Titanoboa cerrejonensis), რეკონსტრუქცია
imageimage


ტიტანობოა — გველის ყველაზე დიდი სახეობაა, რომელიც დედამიწის ისტორიაში არსებობდა. გადაშენდა 60 მლნ. წლის წინ. კოლუმბიაში, ქვანახშირის მაღაროში აღმოჩენილი, ამ უძველესი მონსტრის ნამარხი ნაშთების გაანალიზების შემდეგ, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სიცოცხლეში მისი სიგრძე 13 მ–ს შეადგენდა და 1 ტონაზე მეტს იწონიდა.


მეგალოდონის და თეთრი ზვიგენის კბილების შედარებაimage


მეგალოდონი (Carcharocles megalodon) ზვიგენის გადაშენებული სახეობაა, რომლის სიგრძე, დაახლოებით 15 მ-ს შეადგენდა, ხოლო მაქსიმალური მასა, 30-47 ტ. იყო. შედარებისთვის, თეთრი ზვიგენის სხეულის მაქსიმალური ზომა 4, 8 მ–ია, ხოლო მასა, – 1, 9 ტ.


imageმეგადონის ყბების რეკონსტრუქცია


არქელონი (Archelon ischyros) ჩონჩხი — ცარცული პერიოდის (145 – 66 მლნ. წლის წინ) ზღვის გიგანტური კუimage


არქელონის საერთო სიგრძე 4, 6 მ–ი იყო, ხოლო წონა, – 2, 2 ტ. აღემატებოდა. გარეგნობით ის ტყავიანი კუ იყო, ანუ მისი ზურგის ფარი მყარ ფირფიტებს არ შეიცავდა. პირველად კუს ეს სახეობა 1896 წ. აღწერეს. მაგრამ, ზოგიერთი კრიპტოზოოლოგი (რეალურ სამყაროში მითური არსებების მაძიებლები) თვლის, რომ ეს გიგანტური კუ, შესაძლებელია, დღემდე არსებობდეს.


ბეწვიანი მამონტის ტუსკი image


წარმოიდგინეთ, რამხელა უნდა ყოფილიყო ცხოველი, რომელსაც ამხელა ტუსკი ჰქონდა! როგორც მეცნიერებმა გამოთვალეს, მამონტების საშუალო სიმაღლე, დაახლოებით 5, 5 მ. შეადგენდა, ხოლო მასა – 15 ტ–ის ფარგლებში უნდა ყოფილიყო. ამჟამად, ყველაზე დიდი ცხოველი დედამიწაზე — აფრიკული სავანის სპილოა, რომლის სიმაღლე 3, 8 მ–ს, ხოლო მასა — 5 ტ. არ აღემატება.


არგენტინოზავრის (Argentinosaurus) ძვალი — სამხრეთ ამერიკაში მცხოვრები ერთ–ერთი ყველაზე დიდი დინოზავრიimage


თუ გავითვალისწინებთ, რომ 9 სართულიანი სახლის სიმაღლე, საშუალოდ, 30 მ–ია, მაშინ იმ მონსტრის წარმოდგენას ადვილად შევძლებთ, რომლის სიგრძე, დაახლოებით, 36 მ. იყო, ხოლო სხეულის მასა 60–დან – 108 ტონამდე. მეცნიერებმა სურათზე წარმოდგენილი ძვლების გარდა, მისი ჩონჩხის კიდევ ერთი ნაწილი აღმოაჩინეს, რომლის სიმაღლე 159 სმ–შეადგენდა. როგორც გაირკვა, ეს ხერხემლის მალა იყო. ახლა, ასეთი დიდი მალის მქონე ცხოველი წარმოიდგინეთ...


არგენტინოზავრის გარეგნობა და მისი შედარება სხვა დინოზავრებთან და ადამიანებთან
image


მოას (Dinornithiformes) ფეხიimage


მოა ერთადერთი ფრინველი იყო დედამიწაზე, რომლის ფრთებმა სრული ატროფია განიცადა. ბინადრობდა მილიონობით წლის მანძილზე, ახალ ზელანდიაზე, ვიდრე იქ XII–XIII საუკუნეებში, პოლინეზიიდან მაორები არ ჩავიდნენ. მათ ფრინველებზე ნადირობა დაიწყეს და XV საუკუნისთვის, სრულად ამოწყვიტეს.

მოა ბალახით იკვებებოდა და ზოგიერთ შემთხვევაში, მართლაც რომ გიგანტურ ზომებს აღწევდა. მაგ., ერთ–ერთი ნეშტის მიხედვით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფრინველის სიმაღლე 3, 6 მ–ს აღწევდა, ხოლო მასა — 250 კგ. უნდა ყოფილიყო. თუმცა, ამ ფრინველის რამდენიმე სახეობა არსებობდა და ყველაზე პატარა — ინდაურის ხელა იყო.


imageმოა, დაახლოებით, ასე გამოიყურებოდა

კეცალკოატლი (Quetzalcoatlus) — გიგანტური პტეროზავრიimage


მეცნიერები მას პტეროზავრების ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენელად მიიჩნევენ, რომლის ფრთების შლილი 12 მ–ს შეადგენდა. თუმცა, ადრე ფიქრობდნენ, რომ აღნიშნული პარამეტრი 15, 9 მ. უნდა ყოფილიყო.

ფოტოზე ასახულია მფრინავი ხვლიკის რეკონსტრუქცია, რომლის უკანა ფონზე, კიდევ ერთი გადაშენებული ცხოველის – დინოტერიუმის (Deinotherium) რეკონსტრუქცია არის, რომელიც პლანეტაზე 20–2 მლნ. წლის წინ ცხოვრობდა.



image


არხის სხვა სიახლეები:


* საჭირო მომენტში გადაღებული 50 ფოტო

* ფრთხილად, ფარული კამერაა! – სახალისო ფოტოები

* რატომ უნდა მოვიმარაგოთ თუთის ფოთლები ზამთრისთვის?

* 10 უმნიშვნელოვანესი გამოგონება კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

* ეგვიპტის უძველეს პერგამენტი და ინფორმაცია არამიწიერ ცივილიზაციასთან კონტაქტის შესახებ

* 10 ლოგიკური გამოცანა, ხრიკებით (პასუხები აქვს)

* მარილი კბილის პასტის ნაცვლად! (პირის ღრუს გასუფთავების ყველაზე უსაფრთხო და იაფიანი საშუალება)

* ველური ბუნება უჩვეულო რაკურსით (20 ფოტო)



1
1363
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1363
  
2022, 30 აგვისტო, 21:21
NUCUBA.GE - ქართული სოციალური ქსელი.
შემოგვუერთდი შენც, ეს შენი საიტია ❤️❤️❤️
❤️❤️❤️ NUCUBA.GE ❤️❤️❤️
0 1 1