x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
არც საცვლები, არც სირცხვილის  გრძნობა: ბაი ლინის ყველაზე გიჟური 12 ლუქი
image


ჩინური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი ბაი ლინი - ტაბლოიდური გამოცემების საკმაოდ ხშირი სტუმარია. მართალია, 54 წლის ვარსკვლავი ცნობილი არა თავისი შესრულებული როლებით, არამედ თავისი საეჭვო ჩაცულობით გახდა. "საგზაო ნიშანი" ქვედაბოლოს ნაცვლად, "შიშველი სუპერმენი" და დრაკონის "საუცხოო" კაბა - წარმოგიდენთ ეპატაჟური ბაი ლინის ყველაზე გიჟურ ლუქებს, რომლებიც თამამი ფანტაზიის მქონე ადამიანებსაც კი გააოცებს.


image


ფანტაზიამ ალადინის თემაზე ბაის ისევე უღალატა, როგორც ბეწვის ქუდის, ჰარამხანის შარვალთან და ქურთუკთან შეხამების მცდელობამ.


image


ლინის ბეწვთან უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, ბეწვის ჟილეტი მოცემულ სიტუაციაში ყველაზე ნაკლებ კითხვებს ბადებს.


image


ვარდი, საცვლების ნაცვლად და სტრაზებიანი გასაღების ორნამენტი ბიუსტჰალტერის როლში - იმის წარმოდგენაც კი რთულია, ბაი ლინის რა საიდუმლოებების "გამომზეურება" შეუძლია ამ ორიგინალურ კომპლექტს.


image


ფიქრობთ რომ არაფერი გაქვთ ჩასაცმელი? რაა პრობლემა! გადააკერეთ ერთმანეთს რამდენიმე ფერადი ბალიშის პირი, გაამრავალფეროვნეთ ის ბოათი და ქოლგით და ვოილა - დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ პაპარაცების მთელი ყურადღება მხოლოდ თქვენსკენ იქნება მომართული!


image


ბაის გარეგნობით თუ ვიმსჯელებთ წინა ღამით ის ამავე კოსტიუმით სანაპირო წვეულებაზე მშვენივრად გაერთო.



image


ცვალებადმა ამინდმა დისკომფორტი რომ არ შეგიქმნათ უბრალოდ საცურაო კოსტიუმი ბოტფორდებს შეუხამეთ, ეგ არის და ეგ!


image


ბაის მორიგი "მოდური ხრიკი" - ტანსაცმლის ნაცვლად, საგზაო ნიშნებსა და ბანერებს შორის რაღაც მაგდაგვარის მორგება...


image


... ზოგჯერ კი, გენიოსთა ფოტოსურათების (რასაც მსახიობის მკერდზე არსებული წარწერაც მიუთითებს).


image


ბაი ლინის პრესის წინაშე მორიგი გამოჩენა შეუმჩნეველი არავის დარჩენია, თუმცა მის გამოსვლას ბრწყინვალეს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.


image


ლინის ამ ლუქში ყველაზე დიდ გაოცებას მკერდზე არა მისი წარწერა "POLICE"- ი იწვევს, არამედ ის რომ მსახიობი პოლიციამ არ დააკავა.


image


54 წლის მსახიობის ამ "ჩაცმულობით" თუ ვიმსჯელებთ, გადაღებების გარდა ის სავარაუდოდ, ქაღალდის ფიგურების გამოჭრითაც არის გატაცებული. უბრალოდ შეხედეთ, როგორ გულმოდგინედ ჭრიდა მთელი ღამის განმავლობაში მსახიობი გულებს მეორე დღის ღონისძიებისთვის. ყოჩაღ ბაი!!!


image



და ბოლოს, უკონკურენტო - დრაკონის კაბა!


image


დამეთანხმებით, რომ მსგავსი "საოცრება" აქამდე არც თქვენ გინახავთ.

















0
941
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
941