x
ენტერიტი
image
ენტერიტი ეწოდება წვრილი ნაწლავის ანთებას. ზოგჯერ, ანთება შეიძლება მოიცავდეს კუჭსაც, რასაც გასტრიტი ეწოდება ან მსხვილ ნაწლავს, რომელსაც კოლიტი ეწოდება.

არსებობს რამოდენიმე სახის ენტერიტი. ყველაზე ხშირია:

  • ვირუსული და ბაქტერიული ენტერიტი
  • რადიაციით გამოწვეული
  • მედიკამენტებით გამოწვეული
  • ალკოჰოლით გამოწვეული
  • ენტერიტი, გამოწვეული ცუდი სისხლის დინებით
ენტერიტის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ცხელებას, ღებინების შეგრძნებას, ღებინებას, დიარეას და მუცლის ტკივილს. ვირუსული ენტერიტი, როგორც წესი თავისით ინკურნება რამოდენიმე დღეში – მედიკამენტების გამოყენების გარეშე. თუმცა, თუ ენტერიტის სიმპტომები გაქვთ 3-4 დღეზე მეტხანს, უმჯობესია მიაკითხოთ ექიმს. სიმპტომები შეიძლება დაიწყოს, ინფექციიდან რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ.

ინფექციური ენტერიტი:


ბაქტერიული ენტერიტი ყველაზე ხშირად გამოწვეულია სურსათისმიერი მოწამვლისგან – როგორც საკვებიდან ასევე წყლიდან. სურსათი, რომელიც ყველაზე ხშირადაა სურსათით დაავადების მიზეზი, მიეკუთვნება უმი ფრინველის და საქონლის ხორცი, არაპასტერიზებული რძე, ახალი (გაურეცხავი) ხილ-ბოსტნეული.

ენტერიტის გამომწვევ ბაქტერიებს, ხშირად მიეკუთვნება სალმონელა, ეშერიხია კოლი, ოქროსფერი სტაფილოკოკი, კამპილობაქტერ ჯეჯუნი, შიგელა და ბაცილუსის სახეობები.

რადიაციული ენერიტი, რადიაციული თერაპიის შემდეგ დგება. ვინაიდან, რადიაცია სიმსივნურ უჯრედებთან ერთად კლავს/აზიანებს ჯანსაღ უჯრედებსაც, ნაწლავური უჯრედების დაზიანების გამო, შესაძლოა განვითარდეს ანთებითი პროცესები.

ინფექციური ენტერიტების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული წესებისა და რეკომენდაციების დაცვა,

1
42
შეფასება არ არის
ავტორი:მერაბ ზუხბაია
მერაბ ზუხბაია
42
  
2021, 9 ივლისი, 21:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1