x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135742
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
ფსეუდომონას ინფექციები

ფსეუდომონა
ფსეუდომონას ინფექციები, დაავადებებია, რომლებიც გამოწვეულია ფსეუდომონას გვარის ბაქტერიების მიერ. ფსეუდმონები ფართოდაა გავრცელებული გარემოში, მათ შორის ნიადაგში, წყალში და მცენარეების ზედაპირზე. ისინი წარმოადგენენ ოპორტუნისტულ პათოგენებს, ანუ როგორც წესი, არ იწვევენ დაავადების განვითარებას ჯანმრთელ ადამიანებში. თუ მაინც მოხდება ჯანმრთელი ადამიანის დაინფიცირება, დაავადება როგორც წესი მსუბუქი ფორმით ვლინდება.

უფრო მწვავე ინფექციები უვითარდებათ იმ ადამიანებს, ვინ უკვე ჰოსპიტალიზებულია სხვა დაავადებით ან იმათ, ვისაც სუსტი იმუნური სისტემა აქ. ფსეუდომონები, საკმაოდ გავრცელებული პათოგენებია, რომლითაც ხშირად ხდება ჰოსპიტალიზებული ადამიანების დაინფიცირება.

სიმპტომები დამოკიდებულია თუ ორგანიზმის რომელი ნაწილი დაინფიცირდა. ფსეუდომონას ინფექციები, შესაძლოა ფატალური იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სხვა დაავადებების გამო, უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.

ფსეუდომონას ინფექციების სიმპტომები:

სხლი:

სისხლის ბაქტერიულ იფექციას ეწოდება ბაქტერემია. სისხლის ინფექცია, ერთ ერთი ყველაზე მწვავე ინფექციაა, რომლის გამოწვევაც შეუძლია ფსეუდომონას. სიმპტომებს მიეკუთვნება: ცხელება, კანკალი, დაღლილობა, კუნთებისა და სახსრების ტკვილი. ის შესაძლოა ასევე გახდეს, ძალიან დაბალი სისხლის წნევის მიზეზი.

ფილტვები:

ფილტვების ინფექციას ეწოდება პნეუმონია. სიმპტომებს მიეკუთვნება: კანკალი, ცხელება, ხველება, სუნთქვის გაძნელება

კანი:

როდესაც კანის ბაქტერიული ინფიცირება ხდება, ის ყელაზე მეტად ზემოქმედებს თმის ფოლიკულებზე. ამას ეწოდება ფოლიკულიტი. სიმპტომებს მიეკუთვნება: კანის გაწითლება და ჩირქის წარმოქმნა.

ფსეუდომონამ შეიძლება ასევე დააინფიციროს ყური და თვალი.

ზოგადად, ამ გვარის ბაქტერიების მხოლოდ მცირე ნაწილს შეუძლია დაავადების გამოწვევა. ყველაზე გავრცელებული მიზეზი კი სახეობა ფსეუდომონა აეროგინოზაა.

ფსეუდომონა, საავადმყოფოებში შესაძლოა გავრცელდეს სამედიცინო პერსონალის ხელებიდან ან სამედიცინო ხელსაწყოებიდან, რომელთა სათანადო წმენდა/დამუშავება არ მოხდა. იშვიათად, ასევე შესაძლებელია დაბიძურებული საკვებიდან და წყლიდან მოხდეს კუჭ-ნაწლავი სისტემის ინფიცირება.

მდგომარეობები, რომელთაც შეუძლია ინფექციის რისკის გაზრდა, მიეკუთვნება: შიდსი, კიბო, ცისტური ფიბროზი, ისეთი ინვაზიური პროცედურების ჩატარება, როგორიცაა ქირურგია და სხვა.

ყურის ინფექცია შესაძლოა მოხდეს დაბინძურებული საბანაო აუზებიდან. თვალის ინფექცია ხდება, დაბინძურებული, თვალის კონტაქტური ლინზების გამოყენების შედეგად.

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:მერაბ ზუხბაია
მერაბ ზუხბაია
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0