x
image
lady.ge
რომელია შემოდგომის ყველაზე აქტუალური თმის ფერი და რას ნიშნავს 3D ეფექტის მქონე ბრწყინვალება

imageალბათ არავისთვისაა, უცხო რომ პარიკმახერთა ხელოვნება დღითი დღე იხვეწება და სტილისტები უკვე, არაერთგზის ცდილობენ საკუთარი აღმოჩენებით გაგვაოცონ. ამ ეტაპზე, საშემოდგომო კოლექციებში, განსაკუთრებული ტენდენციურობით გამოირჩევა თმის უჩვეულო ფერადოვნება - ე.წ 3D ეფექტის მქონე ბრწყინვალება, რაც ქვემოთ მოყვანილ ფოტოებზეა თვალნათლივ ასახული - ეს არის, თმის რამოდენიმე ან ერთი ტონალობით მოცულობითი, გლუვი ეფექტის შექმნის ხელოვნება, თუმცა რამდენად მისაღები და მოსაწონია იგი ყველასთვის ეს სხვა საკითხია, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს, მაინც გადავხედოთ და შევაფასოთ . წლევანდელ შემოდგომაზე, როგორც ჩანს დიზაინერები და სტილისტები "არაამქვეყნიური ქერა ქალის" იმიჯის შექმნაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ, აქედან გამომდინარე, მოდაშია ქერა თმის უჩვეულო გრადაციები, გამუქებული ფირუზისფერ-პლატინისფერი ძირებით დაწყებული, მუქი ნაცრისფერი ბოლოებით დამთავრებული, შეგიძლიათ სხვადასხვა ტონიკების მეშვეობით ნებისმიერი სახის ექსპერიმენტი ჩაუტაროთ თქვენს თმას. ყველაფერი მისაღები და მოდურია! ასევე საკმაოდ საინტერესოა, შავ თმაზე დატანილი ბრჭყვიალა ეფექტის მქონე ტონალობა, რომელიც თმას განსაკუთრებულ მოცულობას და ვიზუალურ ეფექტს ანიჭებს. მოკლედ ქერათმიანებთან ერთად, არც შავთმიანები დავიწყებიათ ამ შემოდგომაზე სტილისტებს.ასე რომ გადახედეთ ფოტოებს და საკუთარ თავს, ფანტაზიის ფრთების ფართოდ გაშლის საშუალება მიეცით. imageimageimage

0
970
3-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
970
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0