x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს არის სიმართლე, ეს ის თაკო ჩარკვიანია" – ნახეთ, რას წერს ირაკლი ლატარია

image


ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის საქართველოს მოქმედი პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სავარაუდო გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ფეისბუქსტატუსს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ოპოზიციონერ დეპუტატს საგანგებო პოსტს უძღვნის: "ეს ის თაკო ჩარკვიანია, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძოდა მანამ, სანამ თანამდებობაზე უარი ვერ მიიღო. ეს არის სიმართლე, სხვა დანარჩენი კი – გემოვნების საკითხია" - წერს ირაკლი ლატარია "ფეისბუქის" პირად გვერდზე, რომლის ვრცელ სტატუსსაც უცვლელად გთავაზობთ: "თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ პრემიერი ღარიბაშვილი სავარაუდოდ გადადგებაო ეს ის თაკო ჩარკვიანია, რომელსაც რადმენიმე დღის წინ არ ახსოვდა ციხის ამბები, არადა ყველას გვახსოვს მისი ცნობილი გამონათქვამი: ციხეებში მამაკაცებს აუპატიურებდნენო. ეს ის თაკო ჩარკვიანია, რომელსაც შეუძლია “აუუ რამდენი ვართ" დაჰკივლოს იქ, სადაც სულ რაღაც 10 კაცი დგას. ეს ის თაკო ჩარკვიანია, რომელსაც არ ახსოვს ნაწამები ბიჭები, ქუჩაში მოკლული ახალგაზრდები, ჩამორთმეული ქონებები, სამაგიეროდ ახსოვს მიშას მიერ სხვისი ფულით წამოჭიმული შადრევანი. ეს ის თაკო ჩარკვიანია, რომელსაც შეუძლია დაივიწყოს ივანიშვილის სიკეთე, ქველმოქმედება, მაგრამ არასოდეს დაავწყდება სააკაშვილის მიერ ათჯერ გახსნილი ერთი და იგივე პოლიკლინიკა. ეს ის თაკო ჩარკვიანია, რომელსაც შეუძლია ახსოვდეს მიშას მიერ ნაჭერ -ნაჭერ დაგებული 20 მეტრი ასფალტი, მაგრამ არ ახსოვდეს ამ ასფალტზე ჩაცხრილული პატარა ბიჭები. ეს ის თაკო ჩარკვიანია, რომელსაც შეუძლია გვესაუბროს მიშას მიერ შექმნილ პოლიციაზე, მაგრამ ავიწყდება ამავე პოლიციის მიერ ჩადებული წამალი, “შემთხვევით" ჩაცხრილული თიინ-ეიჯერები, პარტიის დაკრულზე მოცეკვავე პატრულის თანამშრომლები და ა.შ. ეს ის თაკო ჩარკვიანია, რომელსაც შეუძლია თვალებში გიყუროს და მიშაზე ცრემლი მოადგეს, მაგრამ არასოდეს იტირებს იმ ოჯახებზე, რომლებიც მიშას დავალებით ქვეყნიდან გაიქცნენ მოკლედ, ეს ის თაკო ჩარკვიანია რომელსაც შეუძლია სრული ამნიზია დაიმართოს იქ, რაც მას აწყობს და ამიტომ, როდესაც ადამიანს შეუძლია დაივიწყოს წარსული, მისი ნაწინასწარმეტყველი მომავალი, მხოლოდ და მხოლოდ ღიმილის მომღვრელია და ბოლოს: ეს ის თაკო ჩარკვიანია, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძოდა მანამ, სანამ თანამდებობაზე უარი ვერ მიიღო. ეს არის სიმართლე, სხვა დანარჩენი კი - გემოვნების საკითხია". შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სავარაუდო გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია თაკო ჩარკვიანმა სულ ცოტა ხნის წინ გაავრცელა: "ჩემი ინფორმაციით ღარიბაშვილი გადადგება, ნუ თუ რაღაც "საოცრება" არ მოხდა!!!!!და კიდევ: ერთი სიტყვა არ დაუჯეროთ გახარიას, ერთი "პოლიტიკური ნაგავია". ყველამ თავის წილ დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი და ისე გაბედოს შემობოტება " პოლიტიკაში! - დაწერა პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა სოციალურ ქსელში.

























0
841
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
841